პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკი - მოვისმინე, რომ ამერიკულ მხარეს ევროპულ-რუსული უსაფრთხოების არქიტექტურის იდეის განხილვა სურს - შესაძლოა, ეს სახიფათო იყოს

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის მხრიდან ევროპულ-რუსული უსაფრთხოების არქიტექტურის განხილვა შესაძლოა სახიფათო იყოს და უკრაინა „იალტა-2“-ისთვის მზად არ არის. პარალელურად, დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ მზადდება დიდი შეთანხმება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპა ჩაერთოს.

ვოლოდიმირ ზელენსკი - მოვისმინე, რომ ამერიკულ მხარეს ევროპულ-რუსული უსაფრთხოების არქიტექტურის იდეის განხილვა სურს - შესაძლოა, ეს სახიფათო იყოს
ინტერპრესნიუსი

მოვისმინე, რომ ამერიკულ მხარეს ევროპულ-რუსული უსაფრთხოების არქიტექტურის იდეის განხილვა სურს - შესაძლოა, ეს სახიფათო იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მოვისმინე გარკვეული უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ, რომ ამერიკულ მხარეს ევროპულ-რუსული უსაფრთხოების არქიტექტურის იდეის განხილვა სურს. ეს მარტივი არ არის და შესაძლოა, სახიფათოც იყოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, პირველ რიგში, მოლაპარაკებების დროს აქცენტი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებასა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე უნდა გაკეთდეს.

„საფრთხის შემცველია ის, რომ მათ არ სურთ საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დასრულდეს ეს ომი. რუსეთს ვგულისხმობ. მათ სურთ, რომ ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის განხილვა დაიწყონ. ეს სახიფათოა. ეს ევროკავშირისთვის უფრო სახიფათოა, ვიდრე ჩვენთვის. ჩვენ „იალტა-2“ არ გვსურს. ასეთი ფორმატისთვის მზად არ ვართ. არ გვსურს, რომ რუსეთმა ჩვენი გაყოფა მოახერხოს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროპული უსაფრთხოების ახალ ჩარჩოს ქმნის, რომელიც სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას დაეფუძნება.

ასევე, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელს, კირილ დმიტრიევს პირადად შეხვდა.

ტრამპმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შესაძლოა, რუსეთ-უკრაინას შორის შეთანხმება მალე გაფორმდეს და რომელშიც, შესაძლოა, მთელი ევროპა იყოს ჩართული.

„ვერ გეტყვით, რაზე ვისაუბრე. უბრალოდ გეტყვით, რომ შეთანხმება იქნება, დიდი შეთანხმება იქნება და მასში უკრაინაზე მეტი მხარე იქნება ჩართული. შეიძლება მასში მთელი ევროპაც კი იყოს ჩართული. ეს იქნება დიდი და შესანიშნავი შეთანხმება, რომლითაც ყველა აღფრთოვანებული დარჩება“, - აღნიშნა ტრამპმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მოვისმინე გარკვეული უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ, რომ ამერიკულ მხარეს ევროპულ-რუსული უსაფრთხოების არქიტექტურის იდეის განხილვა სურს. ეს მარტივი არ არის და შესაძლოა, სახიფათოც იყოს“
„საფრთხის შემცველია ის, რომ მათ არ სურთ საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დასრულდეს ეს ომი. რუსეთს ვგულისხმობ. მათ სურთ, რომ ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის განხილვა დაიწყონ. ეს სახიფათოა. ეს ევროკავშირისთვის უფრო სახიფათოა, ვიდრე ჩვენთვის. ჩვენ „იალტა-2“ არ გვსურს. ასეთი ფორმატისთვის მზად არ ვართ. არ გვსურს, რომ რუსეთმა ჩვენი გაყოფა მოახერხოს“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ჯარედ კუშნერის განცხადებით, აშშ ევროპაში გრძელვადიანი უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნაზე მუშაობს, რომელშიც რუსეთის ინტერესებიც იქნება გათვალისწინებულიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები