პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტივ უიტკოფთან, ჯარედ კუშნერთან და ევროპელ მრჩევლებთან უსაფრთხოების გარანტიები განიხილა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის წარმომადგენლებთან და ევროპელ მრჩევლებთან შეხვედრაზე უსაფრთხოების იმგვარი გარანტიები განიხილა, რაც რუსეთის რეალურ შემაკავებლად იქცევა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტივ უიტკოფთან, ჯარედ კუშნერთან და ევროპელ მრჩევლებთან უსაფრთხოების გარანტიები განიხილა
ინტერპრესნიუსი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრა გამართა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან, ჯარედ კუშნერთან და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ევროპის ქვეყნების მრჩევლებთან.

“მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებების პროცესში ევროპას, უკრაინასა და ამერიკას შორის თანამშრომლობა სულ უფრო მჭიდრო ხდება. უკრაინა თავიდანვე ამ მიდგომას უჭერდა მხარს — ჩვენს შორის მაქსიმალურ კოორდინაციას ყველაფერში, რაც ევროპისა და უკრაინის უსაფრთხოებასა და მომავალს ეხება. შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების გარანტიებზე, რაც რუსეთისთვის რეალურ შემაკავებელ ფაქტორად იქცევა”, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.

მან იმედი გამოთქვა, რომ ამერიკული მხარე ხელს შეუწყობს გუნდების დონეზე პირველი მრავალმხრივი შეხვედრის რაც შეიძლება მალე ორგანიზებას ევროპის სრული მონაწილეობით.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის, ამერიკისა და ევროპის მომლაპარაკებელთა ჯგუფების საუბარი შედგა - საუბარი მარტივი არ ყოფილაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები