პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Financial Times: ევროპა შეშფოთებულია აშშ-ის გეგმებით რუსეთთან უსაფრთხოების შეთანხმების შესახებ

ნატო

Financial Times-ის ცნობით, ევროპაში შეშფოთება გამოიწვია აშშ-ის გეგმამ, რომ რუსეთთან ერთად ევროპის უსაფრთხოების ახალი ჩარჩო შეიმუშაოს. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმება უკრაინაზე მეტ საკითხს და შესაძლოა, მთელ ევროპას მოიცავდეს.

Financial Times: ევროპა შეშფოთებულია აშშ-ის გეგმებით რუსეთთან უსაფრთხოების შეთანხმების შესახებ
იმედინიუსი

ევროპის დედაქალაქებში შეშფოთება გამოიწვია ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებამ, რომ უკრაინაში შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ვაშინგტონი რუსეთთან ევროპის უსაფრთხოების ახალი „ჩარჩოს“ შემუშავებაზე მუშაობს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ევროპული ქვეყნები შიშობენ, რომ მოსკოვი შეეცდება გავლენის სფეროების აღდგენას და ნატოს წევრი მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის შეზღუდვას.

დონალდ ტრამპი ხუთშაბათს საღამოს თეთრ სახლში შეხვდა კირილ დმიტრიევს, რუსეთის მაღალჩინოსანსა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ წარმომადგენელს მოლაპარაკებებში. შეხვედრის შემდეგ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეთანხმება აუცილებლად შედგება და ის მხოლოდ უკრაინას არ შეეხება.

„შეთანხმება იქნება. ეს დიდი შეთანხმება იქნება და უკრაინაზე მეტ საკითხს მოიცავს. ის მხოლოდ უკრაინას არ შეეხება და შემიძლია ვთქვა, რომ შესაძლოა, მთელ ევროპასაც მოიცავდეს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მოგვიანებით ტრამპის სიძემ ჯარედ კუშნერმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ვაშინგტონი ცდილობს შეიმუშაოს „პრაქტიკული შეთანხმებები, რომლებიც ყველა მხარის უსაფრთხოების შეშფოთებას გაითვალისწინებს“. მისი თქმით, ეს მოიცავს „ევროპის გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მდგრადი ჩარჩოს“ შექმნას.

ევროპის დედაქალაქები ეწინააღმდეგებიან უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების გამოყენებას კონტინენტის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესათანხმებლად. მათ ეშინიათ, რომ მოსკოვი გავლენის სფეროს აღდგენას და ნატოს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის შეზღუდვას შეეცდება. ევროპაში ასევე შეშფოთებულნი არიან, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა რუსეთთან შეთანხმებას ევროპის უსაფრთხოების ხარჯზე მიაღწიოს, იუწყება გამოცემა.

„ევროკავშირმა თავად უნდა გადაწყვიტოს საკითხები, რომლებიც მის უსაფრთხოებას ეხება“, - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

ევროპელმა მაღალჩინოსანმა კუშნერის განცხადებას „სრულიად მოულოდნელი“ უწოდა.

„ომის დასრულებამდე ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე პარალელური მოლაპარაკებები არ გაიმართება. გარდა ამისა, ვიცით, რას გულისხმობენ რუსები ამაში და ეს არ მოხდება. ნატოს მომავალზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა და ყველა ერთსულოვანია, რომ ნატოში რაიმე ცვლილება ან მისი ყოფნის შემცირება გამორიცხულია“, - განაცხადა მან.

Financial Times-ის მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას პირველად აღიარა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი შესაძლოა გახდეს „პასუხები იმ კითხვებზე, რომლებსაც რუსეთი საკუთარ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სვამს“, თუმცა მხოლოდ „ევროპის მონაწილეობით“.

ზელენსკის თქმით, რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა „ევროპასა და მსოფლიოში უსაფრთხოების ჩარჩოს შეცვლას ნიშნავს“. მან დასძინა, რომ ნატოს პოზიციების ნებისმიერი შესუსტება ალიანსისთვის „სისუსტის ნიშანი“ იქნება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შეთანხმება იქნება. ეს დიდი შეთანხმება იქნება და უკრაინაზე მეტ საკითხს მოიცავს. ის მხოლოდ უკრაინას არ შეეხება და შემიძლია ვთქვა, რომ შესაძლოა, მთელ ევროპასაც მოიცავდეს“
დონალდ ტრამპი
„ევროკავშირმა თავად უნდა გადაწყვიტოს საკითხები, რომლებიც მის უსაფრთხოებას ეხება“
„ომის დასრულებამდე ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე პარალელური მოლაპარაკებები არ გაიმართება. გარდა ამისა, ვიცით, რას გულისხმობენ რუსები ამაში და ეს არ მოხდება. ნატოს მომავალზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა და ყველა ერთსულოვანია, რომ ნატოში რაიმე ცვლილება ან მისი ყოფნის შემცირება გამორიცხულია“
„პასუხები იმ კითხვებზე, რომლებსაც რუსეთი საკუთარ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სვამს“
ვოლოდიმირ ზელენსკი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ჯარედ კუშნერის განცხადებით, აშშ ევროპაში გრძელვადიანი უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნაზე მუშაობს, რომელშიც რუსეთის ინტერესებიც იქნება გათვალისწინებულიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები