პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ზელენსკი ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნის შესახებ ტრამპის ადმინისტრაციის იდეას სახიფათოს უწოდებს

ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნის შესახებ ტრამპის ადმინისტრაციის იდეას სახიფათოს უწოდებს და აცხადებს, რომ პირველ რიგში ომის დასრულება უნდა განიხილონ.

ზელენსკი ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნის შესახებ ტრამპის ადმინისტრაციის იდეას სახიფათოს უწოდებს
იმედინიუსი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის იდეა სახიფათოა.

CNN-თან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჯერ არ იცის ტრამპის მიერ ევროპისთვის შეთავაზებული ახალი უსაფრთხოების სისტემის ყველა დეტალი, თუმცა ამ საკითხზე რუსეთსა და ევროპას შორის პოტენციური შეთანხმება შეიძლება უკიდურესად სახიფათო იყოს.

„ამერიკული მხარისგან მსმენია რაღაც უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის შესახებ, რომლის განხილვაც მათ სურთ. საუბარია ევროპულ-რუსული უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის იდეაზე. ჩვენში დარჩეს, ჩემთვის ეს ასეთი მარტივი არაა. ეს შეიძლება სახიფათო იყოს. ამიტომაც ჩვენს ყველა პარტნიორს ძალიან გარკვევით ვუთხარი. მგონია, რომ პირველ რიგში ომის დასრულება უნდა განვიხილოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, გუშინ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ აშშ ევროპაში გრძელვადიანი უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნაზე მუშაობს, რომელშიც რუსეთის ინტერესებიც იქნება გათვალისწინებული.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურივოლოდიმირ ზელენსკი - მოვისმინე, რომ ამერიკულ მხარეს ევროპულ-რუსული უსაფრთხოების არქიტექტურის იდეის განხილვა სურს - შესაძლოა, ეს სახიფათო იყოს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ჯარედ კუშნერი: პირველ რიგში, პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა განსაზღვროს, შეესაბამება თუ არა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა ამერიკის ინტერესებს - მეორეც, ზელენსკი პატივისცემითა და კეთილგანწყობით უნდა ურთიერთობდეს მასთან, რათა გაარკვიოს, მზად არის თუ არა პრეზიდენტი ტრამპი, ამ ნაბიჯზე წავიდესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები