პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე – ნახეთ ევროპის ქვეყნების მაგალითები, როცა „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ, როგორ მოქმედებდა პოლიცია, ჩვენთან პირიქით, კონკრეტული ელჩები არათუ გმობდნენ ძალადობას, ახალისებდნენ

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ კონკრეტული ელჩები საქართველოში ძალადობას ახალისებდნენ, ხოლო ევროკომისიაში კარგად იციან, რა დანაშაული აქვთ ჩადენილი იმ პირებს, ვისაც გაფართოების ანგარიშში „თვითნებურად დაკავებულებს“ უწოდებენ.

კახა კალაძე – ნახეთ ევროპის ქვეყნების მაგალითები, როცა „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ, როგორ მოქმედებდა პოლიცია, ჩვენთან პირიქით, კონკრეტული ელჩები არათუ გმობდნენ ძალადობას, ახალისებდნენ
პირველი არხი

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევრომომისიაში კარგად იციან, რა დანაშაული ჩაიდინეს იმ პირებმა, ვისაც 2026 წლის გაფართოების ანგარიშში „თვითნებურად დაკავებულებს“ უწოდებენ და მათ გათავისუფლებას ითხოვენ.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ევროპის ქვეყნების მაგალითზე კარგად ჩანს, რა კატეგორიაშია აყვანილი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის პოლიციელისთვის სროლა.

„ძალიან კარგად იციან თვითონაც, რა დანაშაული აქვთ ჩადენილი ამ ადამიანებს. ნახეთ ევროპის ქვეყნების მაგალითები, როდესაც პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ, როგორ მოქმედებდა პოლიცია და რა კონტექსტშია აყვანილი აღნიშნული სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენთან პირიქით, საქართველოში ამ პროცესების წახალისება ხდებოდა კონკრეტული ადამიანების, ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ევროპული ქვეყნების დაფინანსებით სარგებლობდნენ. კონკრეტული ელჩები იყვნენ ჩართული იმ უბედურებაში, რაც ქვეყანაში ხდებოდა გარკვეული დროის განმავლობაში. არათუ გმობდნენ ძალადობას, პირიქით, ახალისებდნენ ამგვარ ფაქტებს და ხელს უწყობდნენ ძალადობრივი და ექსტრემისტული ორგანიზაციების შექმნას. ეს იყო სამარცხვინო ქმედებები, რასაც ვხედავდით, მაგალითისთვის, ზოგიერთი დიპლომატის მხრიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოკახა კალაძე ევროკომისიის ანგარიშში „თვითნებურად დაკავებულების“ ფორმულირების გამოყენებასთან დაკავშირებით: მათ კარგად იციან, თუ რა დანაშაული აქვთ ჩადენილი ამ ადამიანებს
  2. რუსთავი 2სამთავრობოკახა კალაძე ევროკომისიის ანგარიშში "თვითნებურად დაკავებულების" ფორმულირების გამოყენებასთან დაკავშირებით: მათ კარგად იციან, თუ რა დანაშაული აქვთ ჩადენილი ამ ადამიანებს
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკახა კალაძის განცხადებით, ევროკომისიაში კარგად იციან, რა დანაშაული ჩაიდინეს პირებმა, ვისაც 2026 წლის გაფართოების ანგარიშში „თვითნებურად დაკავებულებს“ უწოდებენ და „კონკრეტული ელჩები იყვნენ ჩართული უბედურებაში, რაც ქვეყანაში ხდებოდა”
  4. TV პირველიოპოზიციურიკალაძე კონკრეტულ ელჩებს საქართველოში "ძალადობის წახალისებაში" ადანაშაულებს
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კახა კალაძე: საქართველოში რაც ხდებოდა, რასაც აორგანიზებდნენ ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების მაღალჩინოსნები თავიანთი დაფინანსებული ორგანიზაციებით, დღეს ის ყველაფერი საკუთარ ქვეყნებში მიიღესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები