პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე – ის ძალადობრივი პროცესები, რომელთა წახალისება და დაფინანსებაც საქართველოში გარედან ხდებოდა, დღეს თავად ევროპულ ქვეყნებში განვითარდა

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ის ძალადობრივი პროცესები, რომელთა დაფინანსებაც საქართველოში გარედან ხდებოდა, დღეს თავად ევროპულ ქვეყნებში განვითარდა. მისი თქმით, ევროპულ ქალაქებში დემონსტრანტების ძალადობას მკაცრად გმობენ, ხოლო საქართველოში მსგავს ფაქტებს ახალისებდნენ.

კახა კალაძე – ის ძალადობრივი პროცესები, რომელთა წახალისება და დაფინანსებაც საქართველოში გარედან ხდებოდა, დღეს თავად ევროპულ ქვეყნებში განვითარდა
პირველი არხი

ის ძალადობრივი პროცესები, რომელთა წახალისება და დაფინანსებაც საქართველოში გარედან ხდებოდა, დღეს თავად ევროპულ ქვეყნებში განვითარდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებზე განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება იცის, ვინ, როგორ მოქმედებდა საქართველოსთან მიმართებით.

„ის პროცესები, რაც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ხდებოდა – ძალადობრივი ორგანიზაციების შექმნა, პირდაპირ დაფინანსება, სიტყვიერი თუ „მესიჯებით“ წახალისება, როდესაც გამოდიან სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, ჩამოდიან სხვადასხვა ევროპული ქვეყნების პრემიერ-მინისტრები, პირდაპირ ძალადობრივ აქციებზე მიდიოდნენ და იქ გამოდიოდნენ, ამხნევებდნენ ამ ძალადობრივ ჯგუფებს, დაგმობაზე საერთოდ ხომ საუბარი ზედმეტია. ეს არის სრული კატასტროფა. ის უბედურება, რაც საქართველოში მოაწყვეს, შემთხვევითი პროცესები არ იყო. მათი დაფინანსებით ხდებოდა ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გაშიშვლებულები არიან. ყველამ ყველაფერი იცის, საზოგადოება მაქვს მხედველობაში, თუ ვინ, როგორ მოქმედებდა საქართველოსთან მიმართებით. დღეს იმ უბედურებას, რაც საქართველოში მოაწყვეს, საკუთარ ქვეყანაში ხედავენ. ხედავთ, რა პროცესები მიდის. რა თქმა უნდა, ძალადობა მიუღებელია. წარმოუდგენელია, ისეთი ძალადობა, რასაც ვხედავთ კადრებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ნათლად ჩანს ორმაგი სტანდარტი, როდესაც ევროპულ ქალაქებში დემონსტრანტების ძალადობა მკაცრად გმობენ, ხოლო საქართველოში მსგავს ფაქტებს ახალისებდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოკახა კალაძე საფრანგეთში მიმდინარე აქციებზე: დღეს იმ უბედურებას, რაც საქართველოში მოაწყვეს, საკუთარ ქვეყანაში ხედავენ
  2. რუსთავი 2სამთავრობოკახა კალაძე საფრანგეთში მიმდინარე აქციებზე: დღეს იმ უბედურებას, რაც საქართველოში მოაწყვეს, საკუთარ ქვეყანაში ხედავენ
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკახა კალაძე ევროპის რამდენიმე ქალაქში მიმდინარე აქციებზე - საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ როგორ მოქმედებდა საქართველოსთან მიმართებაში - იმ უბედურებას, რაც საქართველოში მოაწყვეს, საკუთარ ქვეყანაში ხედავენ
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კახა კალაძე – ნახეთ ევროპის ქვეყნების მაგალითები, როცა „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ, როგორ მოქმედებდა პოლიცია, ჩვენთან პირიქით, კონკრეტული ელჩები არათუ გმობდნენ ძალადობას, ახალისებდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები