პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კალაძე კონკრეტულ ელჩებს საქართველოში "ძალადობის წახალისებაში" ადანაშაულებს

ქართული ოცნება

კახა კალაძე ევროპელ ელჩებს საქართველოში ძალადობის წახალისებასა და ექსტრემისტული ორგანიზაციების შექმნის ხელშეწყობაში ადანაშაულებს. „ოცნების“ ლიდერი ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დიპლომატების მხრიდან აქციების მონაწილეთა მხარდაჭერა სამარცხვინო ქმედება იყო.

კალაძე კონკრეტულ ელჩებს საქართველოში "ძალადობის წახალისებაში" ადანაშაულებს
TV პირველი

კახი კალაძე ევროპელი ელჩების წინააღმდეგ - "ოცნების" ლიდერმა დიპლომატიურ მისიაში გამოგზავნილ ადამიანებს საქართველოში ძალადობის წახალისებაში დასდო ბრალი და ექსტრემისტული ორგანიზაციების შექმნაში დაადანაშაულა.

კალაძე სამარცხვინოს უწოდებს დიპლომატების განცხადებებს, რომლითაც ისინი 2024 წლის საპროტესტო აქციების შემდეგ, მოქალაქეების ბრძოლას უჭერდნენ მხარს.

მერი ამით ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა - "ოცნების" ლიდერის მტკიცებით, ევროკომისიაში კარგად იციან, რა დანაშაული ჩაიდინეს პირებმა, ვისაც 2026 წლის გაფართოების ანგარიშში „თვითნებურად დაკავებულებს“ უწოდებენ და მათ გათავისუფლებას ითხოვენ.

რა წერია ევროკომისია საქართველოზე 2026 წლის ანგარიშში?

ძალიან კარგად იციან თვითონაც, თუ რა დანაშაული აქვთ ჩადენილი ამ ადამიანებს. ნახეთ ევროპის ქვეყნების მაგალითები, როდესაც პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ, როგორ მოქმედებდა პოლიცია და რა კონტექსტშია აყვანილი აღნიშნული სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენთან პირიქით, საქართველოში ამ პროცესების წახალისება ხდებოდა კონკრეტული ადამიანების, ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ევროპული ქვეყნების დაფინანსებით სარგებლობდნენ. კონკრეტული ელჩები იყვნენ ჩართული იმ უბედურებაში, რაც ქვეყანაში ხდებოდა გარკვეული დროის განმავლობაში. არათუ გმობდნენ ძალადობას, პირიქით, ახალისებდნენ ამგვარ ფაქტებს და ხელს უწყობდნენ ძალადობრივი და ექსტრემისტული ორგანიზაციების შექმნას. ეს იყო სამარცხვინო ქმედებები, რასაც ვხედავდით, მაგალითისთვის, ზოგიერთი დიპლომატის მხრიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოკახა კალაძე ევროკომისიის ანგარიშში „თვითნებურად დაკავებულების“ ფორმულირების გამოყენებასთან დაკავშირებით: მათ კარგად იციან, თუ რა დანაშაული აქვთ ჩადენილი ამ ადამიანებს
  2. პირველი არხისამთავრობოკახა კალაძე – ნახეთ ევროპის ქვეყნების მაგალითები, როცა „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ, როგორ მოქმედებდა პოლიცია, ჩვენთან პირიქით, კონკრეტული ელჩები არათუ გმობდნენ ძალადობას, ახალისებდნენ
  3. რუსთავი 2სამთავრობოკახა კალაძე ევროკომისიის ანგარიშში "თვითნებურად დაკავებულების" ფორმულირების გამოყენებასთან დაკავშირებით: მათ კარგად იციან, თუ რა დანაშაული აქვთ ჩადენილი ამ ადამიანებს
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკახა კალაძის განცხადებით, ევროკომისიაში კარგად იციან, რა დანაშაული ჩაიდინეს პირებმა, ვისაც 2026 წლის გაფართოების ანგარიშში „თვითნებურად დაკავებულებს“ უწოდებენ და „კონკრეტული ელჩები იყვნენ ჩართული უბედურებაში, რაც ქვეყანაში ხდებოდა”
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კახა კალაძე ევროპის რამდენიმე ქალაქში მიმდინარე აქციებზე - საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ როგორ მოქმედებდა საქართველოსთან მიმართებაში - იმ უბედურებას, რაც საქართველოში მოაწყვეს, საკუთარ ქვეყანაში ხედავენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები