პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე ევროკომისიის ანგარიშში „თვითნებურად დაკავებულების“ ფორმულირების გამოყენებასთან დაკავშირებით: მათ კარგად იციან, თუ რა დანაშაული აქვთ ჩადენილი ამ ადამიანებს

კახა კალაძის მტკიცებით, ევროკომისიაში კარგად იციან, რა დანაშაული აქვთ ჩადენილი გაფართოების ანგარიშში ნახსენებ „თვითნებურად დაკავებულებს“. თბილისის მერმა კონკრეტული ევროპელი დიპლომატები და დაფინანსებული ორგანიზაციები ძალადობის წახალისებასა და ექსტრემისტული ჯგუფების ხელშეწყობაში დაადანაშაულა.

კახა კალაძე ევროკომისიის ანგარიშში „თვითნებურად დაკავებულების“ ფორმულირების გამოყენებასთან დაკავშირებით: მათ კარგად იციან, თუ რა დანაშაული აქვთ ჩადენილი ამ ადამიანებს
იმედინიუსი

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევრომომისიაში კარგად იციან, თუ რა დანაშაული ჩაიდინეს იმ პირებმა, ვისაც 2026 წლის გაფართოების ანგარიშში „თვითნებურად დაკავებულებს“ უწოდებენ და მათ გათავისუფლებას ითხოვენ.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ევროპის ქვეყნების მაგალითზე კარგად ჩანს, თუ რა კატეგორიაშია აყვანილი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის პოლიციელისთვის სროლა.

„ძალიან კარგად იციან თვითონაც, თუ რა დანაშაული აქვთ ჩადენილი ამ ადამიანებს. ნახეთ ევროპის ქვეყნების მაგალითები, როდესაც პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ, როგორ მოქმედებდა პოლიცია და რა კონტექსტშია აყვანილი აღნიშნული სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენთან პირიქით, საქართველოში ამ პროცესების წახალისება ხდებოდა კონკრეტული ადამიანების, ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ევროპული ქვეყნების დაფინანსებით სარგებლობდნენ. კონკრეტული ელჩები იყვნენ ჩართული იმ უბედურებაში, რაც ქვეყანაში ხდებოდა გარკვეული დროის განმავლობაში. არათუ გმობდნენ ძალადობას, პირიქით, ახალისებდნენ ამგვარ ფაქტებს და ხელს უწყობდნენ ძალადობრივი და ექსტრემისტული ორგანიზაციების შექმნას. ეს იყო სამარცხვინო ქმედებები, რასაც ვხედავდით, მაგალითისთვის, ზოგიერთი დიპლომატის მხრიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 1
  1. პირველი არხისამთავრობოკახა კალაძე – ნახეთ ევროპის ქვეყნების მაგალითები, როცა „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ, როგორ მოქმედებდა პოლიცია, ჩვენთან პირიქით, კონკრეტული ელჩები არათუ გმობდნენ ძალადობას, ახალისებდნენ
  2. რუსთავი 2სამთავრობოკახა კალაძე ევროკომისიის ანგარიშში "თვითნებურად დაკავებულების" ფორმულირების გამოყენებასთან დაკავშირებით: მათ კარგად იციან, თუ რა დანაშაული აქვთ ჩადენილი ამ ადამიანებს
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკახა კალაძის განცხადებით, ევროკომისიაში კარგად იციან, რა დანაშაული ჩაიდინეს პირებმა, ვისაც 2026 წლის გაფართოების ანგარიშში „თვითნებურად დაკავებულებს“ უწოდებენ და „კონკრეტული ელჩები იყვნენ ჩართული უბედურებაში, რაც ქვეყანაში ხდებოდა”
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ძალიან კარგად იციან თვითონაც, თუ რა დანაშაული აქვთ ჩადენილი ამ ადამიანებს. ნახეთ ევროპის ქვეყნების მაგალითები, როდესაც პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ, როგორ მოქმედებდა პოლიცია და რა კონტექსტშია აყვანილი აღნიშნული სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენთან პირიქით, საქართველოში ამ პროცესების წახალისება ხდებოდა კონკრეტული ადამიანების, ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ევროპული ქვეყნების დაფინანსებით სარგებლობდნენ. კონკრეტული ელჩები იყვნენ ჩართული იმ უბედურებაში, რაც ქვეყანაში ხდებოდა გარკვეული დროის განმავლობაში. არათუ გმობდნენ ძალადობას, პირიქით, ახალისებდნენ ამგვარ ფაქტებს და ხელს უწყობდნენ ძალადობრივი და ექსტრემისტული ორგანიზაციების შექმნას. ეს იყო სამარცხვინო ქმედებები, რასაც ვხედავდით, მაგალითისთვის, ზოგიერთი დიპლომატის მხრიდან“
კახა კალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზვიად შალამბერიძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის და ევროკომისიის დუმილზე: მათ რომ დაასახელონ ის ადამიანები, რომლებიც იხდიან სასჯელს იმისთვის, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს პოლიციელებს, იმის აღიარება მოუწევთ, რომ რეალურად თავიდან ბოლომდე აფინანსებენ „მე ვესროლე მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანიას და აქციებს, რომლებიც ძალადობრივი იყო და დღემდე მშვიდობიანად აცხადებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები