კახა კალაძე: საქართველოში რაც ხდებოდა, რასაც აორგანიზებდნენ ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების მაღალჩინოსნები თავიანთი დაფინანსებული ორგანიზაციებით, დღეს ის ყველაფერი საკუთარ ქვეყნებში მიიღეს
კახა კალაძის განცხადებით, პროცესები, რომელთა ორგანიზებასაც ევროკავშირის ქვეყნების მაღალჩინოსნები საქართველოში ახალისებდნენ, ახლა საკუთარ ქვეყნებში მიიღეს. მერმა საფრანგეთის აქციებზე მოლოტოვის კოქტეილის სროლას უმძიმესი დანაშაული უწოდა.

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ძალადობრივი ქმედებები უმძიმესი დანაშაულია.
დედაქალაქის მერის განმარტებით, ის პროცესები, რომელთა ორგანიზებასაც კონკრეტული ევროპული ქვეყნების მაღალჩინოსნები საქართველოში ახალისებდნენ, საკუთარ ქვეყნებში მიიღეს.
"საქართველოში რაც ხდებოდა და რასაც აორგანიზებდნენ ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების მაღალჩინოსნები თავიანთი დაფინანსებული ორგანიზაციებით, დღეს ის ყველაფერი მიიღეს საკუთარ ქვეყნებში. არასასიამოვნოა და სამწუხაროა ის, რაც ხდება ევროპის ქვეყნებში. რა თქმა უნდა, მოლოტოვის კოქტეილის სროლა ეს უმძიმესი დანაშაულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში მსგავსი ფაქტების ჩამდენ პირებს გარკვეული ჯგუფები გმირებად წარმოაჩენდნენ, რაც ძალადობის პირდაპირი წახალისება იყო.
"ჩვენ საქართველოშიც გვახსოვს, იყო მცდელობა ცოცხლად დაეწვათ პოლიტიკოსები და შემდეგ კონკრეტული ტელევიზიები, არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკურ პარტიები, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ის კონკრეტული ადამიანი გამოეყვანათ გმირად. ის პრეზიდენტმა შეიწყალა კიდეც. ეს არის, რა თქმა უნდა, წახალისება. ეს იმ კონკრეტული ადამიანის მხრიდან ნასროლი მოლოტოვის კოქტეილი არ იყო, ეს იყო ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან და იმ კონკრეტული ორგანიზაციების, ქვეყნების მხრიდან, ვინც ამ ყველაფერს, ამ სიბინძურეს, ამ ექსტრემიზმს აფინანსებდა და ხელს უწყობდა, რომ ქვეყანაში მომხდარიყო ამ ტიპის ფაქტები“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„საქართველოში რაც ხდებოდა და რასაც აორგანიზებდნენ ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების მაღალჩინოსნები თავიანთი დაფინანსებული ორგანიზაციებით, დღეს ის ყველაფერი მიიღეს საკუთარ ქვეყნებში. არასასიამოვნოა და სამწუხაროა ის, რაც ხდება ევროპის ქვეყნებში. რა თქმა უნდა, მოლოტოვის კოქტეილის სროლა ეს უმძიმესი დანაშაულია“
„ჩვენ საქართველოშიც გვახსოვს, იყო მცდელობა ცოცხლად დაეწვათ პოლიტიკოსები და შემდეგ კონკრეტული ტელევიზიები, არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკურ პარტიები, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ის კონკრეტული ადამიანი გამოეყვანათ გმირად. ის პრეზიდენტმა შეიწყალა კიდეც. ეს არის, რა თქმა უნდა, წახალისება. ეს იმ კონკრეტული ადამიანის მხრიდან ნასროლი მოლოტოვის კოქტეილი არ იყო, ეს იყო ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან და იმ კონკრეტული ორგანიზაციების, ქვეყნების მხრიდან, ვინც ამ ყველაფერს, ამ სიბინძურეს, ამ ექსტრემიზმს აფინანსებდა და ხელს უწყობდა, რომ ქვეყანაში მომხდარიყო ამ ტიპის ფაქტები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…