პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი: „ჩინეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, რომელმაც განსაკუთრებული ფუნდამენტი შექმნა სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით“

საქართველოს ვიცე-პრემიერ მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ჩინეთის ვიცე-პრემიერ ტინგ სიუესიანგთან შეხვედრაზე მთავარი აქცენტი გაკეთდა ვაჭრობაზე, ანაკლიის პორტზე, შუა დერეფანსა და ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდაზე.

მარიამ ქვრივიშვილი: „ჩინეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, რომელმაც განსაკუთრებული ფუნდამენტი შექმნა სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით“
POSTV

„ჩინეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, რომელმაც განსაკუთრებული ფუნდამენტი შექმნა სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით“, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრ ტინგ სიუესიანგსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ძალიან ნაყოფიერი ორმხრივი შეხვედრები გაიმართა.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებებზე, თუ სად შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ქვეყნებს შორის არსებული კავშირები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ვაჭრობაზე, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორზე, საქართველოს როლზე შუა დერეფნის კონტექსტში, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე, ისევე როგორც ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით არსებულ მზარდ დინამიკაზე“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო ასევე ქართული საექსპორტო პროდუქციის მოცულობის კიდევ უფრო გაზრდის შესაძლებლობებს.

„ვიზიტის ფარგლებში გვქონდა შესაძლებლობა, გაგვემართა ორმხრივი შეხვედრები ადგილობრივ მსხვილ ჩინურ კომპანიებთან, რომლებთანაც განვიხილეთ ქართული პროდუქციის ექსპორტის კიდევ უფრო მეტად ზრდის შესაძლებლობა. გვაქვს ძალიან აქტიური დინამიკა ჩინეთში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების თვალსაზრისით, გვაქვს მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივები“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 6ოპოზიციური 1
  1. BM.GEოპოზიციურიმარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ვიცე-პრემიერს ტინგ სიუესიანგს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?
  2. იმედინიუსისამთავრობოჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრს ტინგ სიუესიანგს შეხვდა
  3. რუსთავი 2სამთავრობოჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრს ტინგ სიუესიანგს შეხვდა
  4. POSTVსამთავრობოჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრს ტინგ სიუესიანგს შეხვდა
  5. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ტინგ სიუესიანგს შეხვდა
  6. რუსთავი 2სამთავრობოჩინეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას - მარიამ ქვრივიშვილი
  7. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი – ჩინეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, ორ ქვეყანას შორის დინამიურად ვითარდება სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირები
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩინეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, რომელმაც განსაკუთრებული ფუნდამენტი შექმნა სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით“
მარიამ ქვრივიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით ჩიხელიძე მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტზე: ჩინეთთან ურთიერთობა გვაჩვენებს, რას ნიშნავს რეალური სტრატეგიული პარტნიორობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები