პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრს ტინგ სიუესიანგს შეხვდა

ეკონომიკის სამინისტრო

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ვიცე-პრემიერ ტინგ სიუესიანგს შეხვდა, სადაც მხარეებმა სავაჭრო ბრუნვის ზრდა, შუა დერეფნის პერსპექტივები და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი განიხილეს.

ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრს ტინგ სიუესიანგს შეხვდა
იმედინიუსი

ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრს ტინგ სიუესიანგს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობაზე და სატრანსპორტო, საინვესტიციო და სხვა პრიორიტეტულ სფეროებში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე ვაჭრობის სექტორში. აღინიშნა, რომ 2025 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 21 პროცენტით გაიზარდა, ეს ტენდენცია 2026 წელსაც გაგრძელდა და იანვარ-სექტემბერში ამ მაჩვენებლის ზრდამ 41 პროცენტი შეადგინა.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ჩინეთის კომერციის, ტრანსპორტის სამინისტროებთან და ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიასთან თანამშრომლობა. ამ კონტექსტში აღინიშნა ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის მნიშვნელობა, რომლის პირველი სხდომაც უკვე გაიმართა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს სამუშაო ჯგუფის როლს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში, ჩინეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობასა და საექსპორტო პოტენციალის უკეთ ათვისებაში.

საუბარი შეეხო შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებს და საქართველოს როლს ამ მიმართულებით. ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურსა და რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე სამოქალაქო ავიაციის სფეროში. მხარეებმა აღნიშნეს პირდაპირი ფრენების პოზიტიური გავლენა ტურისტული ნაკადების ზრდასა და ხალხთაშორის კავშირების გაძლიერებაზე.

საუბრისას დადებითად შეფასდა საქართველოს წარმომადგენლობითი მონაწილეობა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში, რომელიც შანხაიში იმართება.

შეხვედრაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრი ვანგ ვენთაო და ქალაქ შანხაის მერი ჭუ ჭუნგმინგი მონაწილეობდნენ.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 6ოპოზიციური 1
  1. BM.GEოპოზიციურიმარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ვიცე-პრემიერს ტინგ სიუესიანგს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?
  2. რუსთავი 2სამთავრობოჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრს ტინგ სიუესიანგს შეხვდა
  3. POSTVსამთავრობოჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრს ტინგ სიუესიანგს შეხვდა
  4. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ტინგ სიუესიანგს შეხვდა
  5. რუსთავი 2სამთავრობოჩინეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას - მარიამ ქვრივიშვილი
  6. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი – ჩინეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, ორ ქვეყანას შორის დინამიურად ვითარდება სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირები
  7. POSTVსამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: „ჩინეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, რომელმაც განსაკუთრებული ფუნდამენტი შექმნა სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მსხვილი ჩინური სავაჭრო ქსელის, HotMaxx-ის თანადამფუძნებელს, ჭანგ ნინგს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები