პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“კრება დარჩა მხიარული“ - ვეკუას სკოლის მოსწავლეთა მშობლების სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრის დეტალები

განათლების სამინისტრო

ვეკუას სკოლის შენობის ავარიულობის გამო განათლების სამინისტროსთან შეხვედრა გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა: მშობლებმა ჰიბრიდული სწავლება და ბავშვების სხვა სკოლებში გადანაწილება უარყვეს და აცხადებენ, რომ ორშაბათიდან სასწავლო პროცესის გაგრძელების გეგმა არ აქვთ.

“კრება დარჩა მხიარული“ - ვეკუას სკოლის მოსწავლეთა მშობლების სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრის დეტალები
TV პირველი

თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრა დასრულდა.

ერთ-ერთი მშობლის თქმით, მათთვის არანაირი ხელჩასაჭიდი შეთავაზება არ ყოფილა, შესაბამისად, არ იციან, სად გააგრძელებენ ორშაბათიდან ბავშვების სასწავლო პროცესს.

“კრება დარჩა მხიარული“ - ასეთი განწყობით გამოვედი ამ შეხვედრიდან, არანაირი ხელჩასაჭიდი, არანაირი შემოთავაზებით არ მოვიდა დრეს განათლების სამინისტრო, არაფერი არ გვაქვს ხელში. კითხვა დავსვით, რას ვაკეთებთ ორშაბათს, გვითხრეს, იცით, რა მეოთხე კატეგორიაა და აქ სწავლა სახიფათოა. მინიმუმ 15 წელია ამ სკოლასთან ურთიერთობა მაქვს და ამ მდგომარეობაშია ეს სკოლა, ახლა გახდა სახიფათო? მოგვიძებნონ ალტერნატიული ფართი, რომ ამ ბავშვებს ჰქონდეთ ღირსეული პირობები, - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

კიდევ ერთი მშობელი ამბობს, რომ უწყების მიერ შეთავაზებული ალტერნატიული ვარიანტები იყო ჰიბრიდული სწავლება, მეორე სმენა, მოსწავლეების სხვა სკოლებში გადანაწილება, ასევე, მოსწავლეების შენობის არაავარიულ ნაწილში დარჩენა, რაც მშობლებისთვის კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა.

სამინისტროს თანამშრომლების შემოთავაზება იყო პირველი: ჰიბრიდული სწავლება, მეორე: მეორე სმენა და სხვადასხვა სკოლებში გადანაწილება, მათ შორის იყო საუბარი 51-ე საჯარო სკოლასა და ალტერნატიულ საჯარო სკოლებზე, ასევე მოსწავლეების ნაწილის ონლაინ სწავლებაზე გადაყვანა. ასევე განიხილეს მოსწავლეთა ნაწილის არაავარიულ ნაწილში დარჩენა. კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა ერთსულოვნად მშობლებისთვის ეს შემოთავაზება. ამაზე ერთსულოვნად შევთანხმდით მშობლები, გაიზიარა სამინისტროს წარმომადგენელმა ეს პოზიცია.

ამ წუთში სამწუხაროდ ჩამოყალიბებული არ გვაქვს, ორშბათს როგორ გააგრძელებენ მოსწავლეები სწავლას, დიდი ალბათობით, სამინისტროს წარმომადგენლები გვპირდებიან, რომ შაბათ-კვირას, დაჩქარებული წესით, რაღაც ალტერნატივას გამონახავენ, რაც ნაკლებად სავარაუდოა, - აღნიშნა მშობელმა.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, ჩერდება. მიზეზი კი ავარიული შენობა და ექსპერტიზის დასკვნაა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროტესტი ვეკუას სკოლასთან - მშობლები და პედაგოგები სამინისტროსგან ახსნა-განმარტებებს ელოდებიანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები