შალვა პაპუაშვილი - პოსტსაბჭოთა და სოციალისტურმა სამყარომ უნდა გვასწავლოს ჩვენ დემოკრატია? თვითონ სად იყვნენ 30 წლის წინ? - დემოკრატია არ გვესწავლება პაველ ჰერჩინსკისგან, კაია კალასისგან და მარტა კოსისგან
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს დემოკრატია არ ესწავლება პაველ ჰერჩინსკისგან, კაია კალასისგან და მარტა კოსისგან, რომელთა წარსულიც პოსტსაბჭოთა და სოციალისტურ სივრცეს უკავშირდება. პარლამენტის თავმჯდომარე მოითხოვს, საქართველოს მოექცნენ, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას.

პოსტსაბჭოთა და სოციალისტურმა სამყარომ ჩვენ უნდა გვასწავლოს დემოკრატია? თვითონ სად იყვნენ 30 წლის წინ? - ჩვენ არავისგან დემოკრატია არ გვესწავლება. არ გვესწავლება პაველ ჰერჩინსკისგან, კაია კალასისგან, მარტა კოსისგან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და მას ევროპელი დიპლომატები უნდა მოექცნენ ისე, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას.
„კომპლექსები უნდა მოვიცილოთ. ჩვენ არავისგან დემოკრატია არ გვესწავლება. არ გვესწავლება პაველ ჰერჩინსკისგან, ვისაც ცხოვრების ნახევარი სოციალისტურ სახალხო რესპუბლიკა პოლონეთში აქვს გატარებული. არ გვესწავლება კაია კალასისგან, რომელიც კომუნისტური ნომენკლატურის ელიტურ ოჯახში, ესტონეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაშია გაზრდილი. არ გვესწავლება მარტა კოსისგან, რომელიც სოციალურ იუგოსლავიაში არის გაზრდილი. მის მიმართ ბრალდებებიც არსებობს, მათ შორის, იუგოსლავიის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით, მას დღემდე არ უპასუხია ამ ბრალდებებთან დაკავშირებით დამაჯერებლად.
პოსტსაბჭოთა და სოციალისტურმა სამყარომ ჩვენ უნდა გვასწავლოს დემოკრატია? თვითონ სად იყვნენ 30 წლის წინ? ისე უნდათ წარმოაჩინონ, რომ თითქოს ახალი დემოკრატია ვართ, უმცროსი დემოკრატიები და უფროსი ძმები რაღაცას გვასწავლიან. გადახედოს ყველამ თავის ისტორიას, სად იყო გერმანია 80 წლის წინ? სად იყვნენ სკანდინავიური ქვეყნები: შვედეთი, დანია, რომლებიც საკუთარ მოსახლეობაზე ევგენისტურ ტესტებსა და ექსპერიმენტებს ატარებდნენ? მათგან ჩვენ დემოკრატია არ გვესწავლება. მზად ვართ ყველასთან ვისაუბროთ დემოკრატიაზე, მაგრამ არა ისე, როგორც ბატონი ჰერჩინსკი აკეთებდა ამას გუშინ. გამოვიდა აქ ისე, როგორც პედაგოგი, რომელმაც ჩვენ აქ, სკოლაში რაღაც უნდა გვასწავლოს. ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და მოგვექცნენ, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაპაპუაშვილი: დემოკრატია არ გვესწავლება პაველ ჰერჩინსკისგან, რომელსაც ცხოვრების ნახევარი პოლონეთის სოციალისტურ სახალხო რესპუბლიკაში აქვს გატარებული, არ გვესწავლება კაია კალასისგან, რომელიც ესტონეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაშია გაზრდილი, არ გვესწავლება მარტა კოსისგან, რომელიც სოციალისტური იუგოსლავიის გაზრდილია
შალვა პაპუაშვილი – მარტა კოსმა თქვა, მოლდოვა კლასში საუკეთესო მოსწავლეაო, კლასისა და ბაღის დამოკიდებულება თუ აქვთ ქვეყნების მიმართ, მართლა რაღაც ეშლებათ
ციტატები სტატიიდან
„კომპლექსები უნდა მოვიცილოთ. ჩვენ არავისგან დემოკრატია არ გვესწავლება. არ გვესწავლება პაველ ჰერჩინსკისგან, ვისაც ცხოვრების ნახევარი სოციალისტურ სახალხო რესპუბლიკა პოლონეთში აქვს გატარებული. არ გვესწავლება კაია კალასისგან, რომელიც კომუნისტური ნომენკლატურის ელიტურ ოჯახში, ესტონეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაშია გაზრდილი. არ გვესწავლება მარტა კოსისგან, რომელიც სოციალურ იუგოსლავიაში არის გაზრდილი. მის მიმართ ბრალდებებიც არსებობს, მათ შორის, იუგოსლავიის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით, მას დღემდე არ უპასუხია ამ ბრალდებებთან დაკავშირებით დამაჯერებლად. პოსტსაბჭოთა და სოციალისტურმა სამყარომ ჩვენ უნდა გვასწავლოს დემოკრატია? თვითონ სად იყვნენ 30 წლის წინ? ისე უნდათ წარმოაჩინონ, რომ თითქოს ახალი დემოკრატია ვართ, უმცროსი დემოკრატიები და უფროსი ძმები რაღაცას გვასწავლიან. გადახედოს ყველამ თავის ისტორიას, სად იყო გერმანია 80 წლის წინ? სად იყვნენ სკანდინავიური ქვეყნები: შვედეთი, დანია, რომლებიც საკუთარ მოსახლეობაზე ევგენისტურ ტესტებსა და ექსპერიმენტებს ატარებდნენ? მათგან ჩვენ დემოკრატია არ გვესწავლება. მზად ვართ ყველასთან ვისაუბროთ დემოკრატიაზე, მაგრამ არა ისე, როგორც ბატონი ჰერჩინსკი აკეთებდა ამას გუშინ. გამოვიდა აქ ისე, როგორც პედაგოგი, რომელმაც ჩვენ აქ, სკოლაში რაღაც უნდა გვასწავლოს. ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და მოგვექცნენ, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…