პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი – ჩვენს დამოუკიდებლობას არ დავთმობთ, მინდა, ეს ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს ჰერჩიენსკიმ

საქართველოს პარლამენტისაერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხელისუფლება არ დაუშვებს საქართველოში მოსამართლეების უცხოელების მიერ დანიშვნას, რაც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მისი თქმით, საქართველო დამოუკიდებლობას არ დათმობს და ბრიუსელს მართლმსაჯულების სისტემის გაკონტროლების საშუალებას არ მისცემს.

შალვა პაპუაშვილი – ჩვენს დამოუკიდებლობას არ დავთმობთ, მინდა, ეს ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს ჰერჩიენსკიმ
პირველი არხი

მოსამართლების დანიშვნასთან დაკავშირებით ბრიუსელის მოთხოვნაა, საქართველოში მოსამართლეები დაინიშნონ უცხოელების გადამწყვეტი სიტყვით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეას.

„ჩვენ იმისთვის არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის და საბჭოთა კავშირიდან, სხვა რესპუბლიკებისგან განსხვავებით, იმიტომ არ გამოვედით სისხლით და ბრძოლით, რომ რომელიღაცა ბიუროკრატმა ბრიუსელიდან დამოუკიდებლობა შეგვიზღუდოს. მინდა, ერთხელ და ხაზგასმით ვთქვა, ეს არაერთხელ მითქვამს ჰერჩინსკისთვისაც და ბევრისთვის ბრიუსელიდან, თუ ვერ გაიგეს ინგლისურად, ქართველს კი სწავლობენ ნელ-ნელა და ქართულად იქნებ გაიგონ: ვიდრე მე ვარ პარლამენტის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარე, არ დაუშვებთ, საქართველოში დაირღვეს კონსტიტუცია და მოსამართლე დანიშნოს უცხოელმა, წერტილი. ეს თუ არ მოსწონთ, გასაგებია, რომ არ მოსწონთ. უნდათ კონტროლის მოპოვება სასამართლოზე, თავად უნდათ, დანიშნონ. ვიცით, მათი გემოვნება. გადახედეთ მათი დაქირავებული „ენჯეოების“ ე.წ. ანგარიშებს და დასკვნებს სხვადასხვა საქმეებზე და მიხვდებით, მათი გემოვნება რაც არის. ჰერჩინსკის გამოვნება არის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური, რომელიც 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს ეძახის „ღობის საქმეს“. ჩვენს დამოუკიდებლობას არ დავთმობთ, ეს მინდა, ერთხელ და სამუდამოდ კარგად გაიგოს ბატონმა ჰერჩიენსკიმ. არ მოსწონს, გავიგეთ, მაგრამ რატომ ჩხუბობს ამასთან დაკავშირებით, ეს არის გაუგებარი. გასაგებია, უნდათ, დაგვინიშნონ მოსამართლეები, შეგვიზღუდონ დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ჩაერიონ ჩვენს მართლმსაჯულებაში. ჩვენ ვეუბნებით, არ მივცემთ ამის საშუალებას, არ მოსწონთ, გავიგეთ, დაისვენონ თვითონაც და დაგვასვენონ ჩვენც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც დღეს უნდა გამოქვეყნდეს, ნათქვამია: „საქართველომ უნდა დაიწყოს მართლმსაჯულების ფართო რეფორმა, შექმნას კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო სისტემა, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტებს გადამწყვეტი როლი ექნებათ“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშალვა პაპუაშვილი - ბატონმა ჰერჩინსკიმ კარგად გაიგოს, რომ სანამ მე ვარ პარლამენტის თავმჯდომარე, არ დავუშვებთ, რომ მოსამართლე უცხოელმა დანიშნოს - დაისვენონ თვითონაც და დაგვასვენონ ჩვენც
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კიდევ ერთხელ დავინახეთ სინამდვილეში რა უნდა ზოგიერთ ბიუროკრატს ბრიუსელში. მათ უნდათ საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაზე ჰქონდეთ პირდაპირი გავლენა - შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის 2026 წლის ანგარიშზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები