პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: “ევროკომისიამ ბოლო ანგარიშში გვითხრა, რომ საქართველოში ყველა მოსამართლისა და პროკურორის დანიშვნაში უცხოელს უნდა ჰქონდეს გადამწყვეტი ხმა. ეს სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის დათმობა”

საქართველოს პარლამენტიქართული ოცნება

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკომისიის მოთხოვნა, რომ მოსამართლეებისა და პროკურორების დანიშვნაში უცხოელს გადამწყვეტი ხმა ჰქონდეს, ქვეყნის დამოუკიდებლობის შეზღუდვაა და „ქართული ოცნების“ პირობებში არ განხორციელდება.

შალვა პაპუაშვილი: “ევროკომისიამ ბოლო ანგარიშში გვითხრა, რომ საქართველოში ყველა მოსამართლისა და პროკურორის დანიშვნაში უცხოელს უნდა ჰქონდეს გადამწყვეტი ხმა. ეს სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის დათმობა”
POSTV

“ევროკომისიამ ბოლო ანგარიშში გვითხრა, რომ საქართველოში ყველა მოსამართლისა და პროკურორის დანიშვნაში უცხოელს უნდა ჰქონდეს გადამწყვეტი ხმა”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„ჩვენ რისთვისაც ვიბრძოდით საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის პროცესში, არის ამის აყრა. ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შეზღუდვა – ეს არის ამ შემოთავაზების არსი. უცხოელი რომ დაგინიშნავს მოსამართლეს და მართლმსაჯულების სფეროს წარმომადგენელს, რაღა დამოუკიდებლობაზე უნდა ვისაუბროთ?!

მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ეს ანტიკონსტიტუციური და ჩვენი ქვეყნის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული მოთხოვნა არ იქცევა რეალობად. თუმცა, ვხედავთ ოპოზიციას, რომელიც კიდევ ერთხელ ავლენს, რომ არიან მარიონეტები, მზად არიან, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა დათმონ იმისთვის, რომ ვიღაცამ წითელი ხალიჩა დაუგოს და ბრიუსელში რომელიღაც კაბინეტში შეხვდეს და ხელი ჩამოართვას. ეს არის მათი მარიონეტული ხასიათი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი: “ევროკავშირი, რომელიც თავს წარმოადგენს მშვიდობის პროექტად და დემოკრატიის მცველად, კანდიდატ ქვეყანაში ჩაერია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, დამარცხდა ამ არჩევნებში და, რასაც ვუყურებთ ეს ორი წელი, არის მარცხის გამო ვენდეტა ქართველი ხალხის მიმართ”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები