ლევან მახაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ვისზეა საუბარი - პარლამენტის შენობას რომ წვავდნენ, პრეზიდენტის შენობაში შევარდნას რომ ცდილობდნენ, დამხობას რომ აწყობდნენ. აუხსნან და განუმარტონ საქართველოს მოსახლეობას, ამით კიდევ ერთხელ გამოიკვეთება ორმაგი სტანდარტი, უსამართლო დამოკიდებულება
დეპუტატი ლევან მახაშვილი ევროკომისიას ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ანგარიშში „თვითნებურად დაკავებულებად“ მოიხსენიებენ პირებს, რომლებიც პარლამენტის დაწვასა და დამხობას ცდილობდნენ. მისი თქმით, ეს სია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერაა შედგენილი.

ვისზეა საუბარი - პარლამენტის შენობას რომ წვავდნენ, პრეზიდენტის შენობაში შევარდნას რომ ცდილობდნენ, დამხობას რომ აწყობდნენ, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშის შეფასებისას.
მან ორმაგ სტანდარტსა და უსამართლო დამოკიდებულებაზე გაამახვილა ყურადღება.
„ვისზეა საუბარი, აუხსნან და განუმარტონ საქართველოს მოსახლეობას. ამით კიდევ ერთხელ გამოიკვეთება ის ორმაგი სტანდარტი, უსამართლო დამოკიდებულება იმიტომ, რომ საკუთარ ქვეყანაში ასეთ პირებს უმკაცრესად სჯიან მაშინ, როდესაც იგივე ადამიანებს „თვითნებურად დაკავებულებს“ უწოდებენ საქართველოში და გათავისუფლებას ითხოვენ. საუბარია იმ პირებზე, რომელთა სიაც პირდაპირ არის შედგენილი „ენჯეო“ ორგანიზაციების მხრიდან და ამ სიაში, უკანასკნელ ანგარიშში მიხეილ სააკაშვილიც მოახვედრეს. ამიტომ საზოგადოებისთვის ძალიან მკაფიოა ყველაფერი”, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ვინ არიან ევროკომისიის ანგარიშში მოხსენიებული „თვითნებურად დაკავებული პირები“ და ეხება თუ არა ეს შეფასება 4 ოქტომბრის მოვლენების მონაწილეებს, მიხეილ სააკაშვილსა და იმ სამ პირს, რომელთაც აქციებზე მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს? „ქრონიკა“ გაფართოების ანგარიშში არსებული ჩანაწერით დაინტერესდა და ამ კითხვებზე კონკრეტული პასუხის მიღება ევროკავშირის ელჩისგან, პაველ ჰერჩინსკისგან სცადა. „ქრონიკამ“ ევროკავშირის ელჩისგან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო. მან დეტალებში შესვლა არ ისურვა და კითხვის დაზუსტებისას განაცხადა, რომ ბრიუსელი ძალადობას გმობს.
ევროკომისიის მიერ მომზადებული 2026 წლის გაფართოების ანგარიშის თანახმად, საქართველოში ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ადამიანები „თვითნებურად დაკავებულებად“ არიან მოხსენიებული.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„უწოდებენ საქართველოში და გათავისუფლებას ითხოვენ. საუბარია იმ პირებზე, რომელთა სიაც პირდაპირ არის შედგენილი „ენჯეო“ ორგანიზაციების მხრიდან და ამ სიაში, უკანასკნელ ანგარიშში მიხეილ სააკაშვილიც მოახვედრეს. ამიტომ საზოგადოებისთვის ძალიან მკაფიოა ყველაფერი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…