ლევან მახაშვილი: რატომ არის, რომ ერთი და იგივე მოვლენები ევროპაში სხვანაირად ფასდება და საქართველოში სხვანაირად. იქ "მოლოტოვის კოქტეილის" მსროლელი მკვლელია, საქართველოში კი მას ეძახიან გმირს
დეპუტატი ლევან მახაშვილი ევროკომისიას ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ევროპაში „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელს მკვლელს უწოდებენ, საქართველოში კი მსგავსი ქმედების ჩამდენებს გმირებად და პოლიტპატიმრებად აცხადებენ.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი გადაცემაში "დებატები" ევროკომისიის გაფართოების ანგარიშსა და ევროპელი ბიუროკრატების ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს.
მახაშვილის განცხადებით, მიუღებელია, როდესაც ევროპაში პოლიციელზე თავდასხმა და "მოლოტოვის კოქტეილის" სროლა მკაცრად ისჯება და ძალადობად ფასდება, საქართველოში კი ამავე ქმედების ჩამდენებს გმირებსა და პოლიტპატიმრებს უწოდებენ.
ამასთან, მახაშვილმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ქართული მხარის მუდმივი მცდელობისა, საქმე დიალოგის რეჟიმში წარმართულიყო, ევროპელი ბიუროკრატები ღიად უჭერდნენ მხარს არჩევნების შემდგომ ბოიკოტს და საქართველოში უკრაინის მაიდანის მოწყობისკენ მოუწოდებდნენ.
"ამ დოკუმენტით ჩვენ მცირე იმედიც გვქონდა, მაინც ვიყავით ოპტიმისტები, რომ პასუხები გაეცემოდა ყბადაღებულ თემებს - რატომ არის, რომ ერთი და იგივე მოვლენები ევროპაში სხვანაირად ფასდება და საქართველოში სხვანაირად. იქ "მოლოტოვის კოქტეილის" მსროლელი, რატომ არის მკვლელი და რატომ ამართლებენ უმკაცრესად? საქართველოში მას ეძახიან გმირს, პოლიტიკურ პატიმარს და მათ გათავისუფლებას ითხოვენ. იქ პოლიციელებზე ასეთი თავდასხმები არის ძალადობა, საქართველოში ეს არის აზრის თავისუფალი გამოხატვა თურმე. რატომ არის, რომ საფრანგეთი როცა იღებს ჩვენზე მკაცრ გამჭვირვალობის კანონ, ეს არის დემოკრატიის ფარი, დემოკრატიის დაცვა და პროგრესი, და საქართველოში ბევრად რბილი კანონი არის თურმე დემოკრატიული უკუსვლა?
თუ არ გავეცით ერთხელ და სამუდამოდ პასუხი, საუბარი დანარჩენ თემებზე არის ჩვეულებრივი ბელეტრისტიკა. დიდი სიამოვნებით შემოგყვებოდით სოციალურ პოლიტიკაში, სოფლის მეურნეობის პოლიტიკაში, ტრანსპორტში, შრომის უფლებებში, ეს არის კიდეც ამ დოკუმენტის აზრი, მაგრამ ჯანსაღი დისკუსიის ნაცვლად, ჩვენ ვიღებთ უსამართლო, არაობიექტურ ბრალდებებს, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის მიუღებელი და საგანგაშო.
სულ მთელი 3-4 წელია ჩვენ ვითხოვთ დიალოგის რეჟიმს მაგიდის გარშემო. მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრები მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იდგნენ თუ ანტისამთავრობო დემონსტრაციებში უნდა იღებდნენ მონაწილეობას? - უშუალოდ ჩემი კოლეგა მაშინდელი, ახლა აღარ არის, წააგო მისმა ხელისუფლებამ და წავიდა პოლიტიკიდან, შვედეთის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რომ იდგა და უკრაინის მაიდანს ითხოვდა, თან როდის? არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდგომ, ბოიკოტს რომ უჭერდა მხარს და ხალხო, გამოდით და უკრაინის მაიდანი მოაწყვეთო, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ ტიპის საკითხები გადაწყვეტილიყო დიალოგის მაგიდასთან, მაგრამ ვიღებთ აი ამას," - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„ამ დოკუმენტით ჩვენ მცირე იმედიც გვქონდა, მაინც ვიყავით ოპტიმისტები, რომ პასუხები გაეცემოდა ყბადაღებულ თემებს - რატომ არის, რომ ერთი და იგივე მოვლენები ევროპაში სხვანაირად ფასდება და საქართველოში სხვანაირად. იქ "მოლოტოვის კოქტეილის" მსროლელი, რატომ არის მკვლელი და რატომ ამართლებენ უმკაცრესად? საქართველოში მას ეძახიან გმირს, პოლიტიკურ პატიმარს და მათ გათავისუფლებას ითხოვენ. იქ პოლიციელებზე ასეთი თავდასხმები არის ძალადობა, საქართველოში ეს არის აზრის თავისუფალი გამოხატვა თურმე. რატომ არის, რომ საფრანგეთი როცა იღებს ჩვენზე მკაცრ გამჭვირვალობის კანონ, ეს არის დემოკრატიის ფარი, დემოკრატიის დაცვა და პროგრესი, და საქართველოში ბევრად რბილი კანონი არის თურმე დემოკრატიული უკუსვლა? თუ არ გავეცით ერთხელ და სამუდამოდ პასუხი, საუბარი დანარჩენ თემებზე არის ჩვეულებრივი ბელეტრისტიკა. დიდი სიამოვნებით შემოგყვებოდით სოციალურ პოლიტიკაში, სოფლის მეურნეობის პოლიტიკაში, ტრანსპორტში, შრომის უფლებებში, ეს არის კიდეც ამ დოკუმენტის აზრი, მაგრამ ჯანსაღი დისკუსიის ნაცვლად, ჩვენ ვიღებთ უსამართლო, არაობიექტურ ბრალდებებს, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის მიუღებელი და საგანგაშო. სულ მთელი 3-4 წელია ჩვენ ვითხოვთ დიალოგის რეჟიმს მაგიდის გარშემო. მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრები მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იდგნენ თუ ანტისამთავრობო დემონსტრაციებში უნდა იღებდნენ მონაწილეობას? - უშუალოდ ჩემი კოლეგა მაშინდელი, ახლა აღარ არის, წააგო მისმა ხელისუფლებამ და წავიდა პოლიტიკიდან, შვედეთის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რომ იდგა და უკრაინის მაიდანს ითხოვდა, თან როდის? არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდგომ, ბოიკოტს რომ უჭერდა მხარს და ხალხო, გამოდით და უკრაინის მაიდანი მოაწყვეთო, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ ტიპის საკითხები გადაწყვეტილიყო დიალოგის მაგიდასთან, მაგრამ ვიღებთ აი ამას,“
„მსროლელი, რატომ არის მკვლელი და რატომ ამართლებენ უმკაცრესად? საქართველოში მას ეძახიან გმირს, პოლიტიკურ პატიმარს და მათ გათავისუფლებას ითხოვენ. იქ პოლიციელებზე ასეთი თავდასხმები არის ძალადობა, საქართველოში ეს არის აზრის თავისუფალი გამოხატვა თურმე. რატომ არის, რომ საფრანგეთი როცა იღებს ჩვენზე მკაცრ გამჭვირვალობის კანონ, ეს არის დემოკრატიის ფარი, დემოკრატიის დაცვა და პროგრესი, და საქართველოში ბევრად რბილი კანონი არის თურმე დემოკრატიული უკუსვლა? თუ არ გავეცით ერთხელ და სამუდამოდ პასუხი, საუბარი დანარჩენ თემებზე არის ჩვეულებრივი ბელეტრისტიკა. დიდი სიამოვნებით შემოგყვებოდით სოციალურ პოლიტიკაში, სოფლის მეურნეობის პოლიტიკაში, ტრანსპორტში, შრომის უფლებებში, ეს არის კიდეც ამ დოკუმენტის აზრი, მაგრამ ჯანსაღი დისკუსიის ნაცვლად, ჩვენ ვიღებთ უსამართლო, არაობიექტურ ბრალდებებს, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის მიუღებელი და საგანგაშო. სულ მთელი 3-4 წელია ჩვენ ვითხოვთ დიალოგის რეჟიმს მაგიდის გარშემო. მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრები მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იდგნენ თუ ანტისამთავრობო დემონსტრაციებში უნდა იღებდნენ მონაწილეობას? - უშუალოდ ჩემი კოლეგა მაშინდელი, ახლა აღარ არის, წააგო მისმა ხელისუფლებამ და წავიდა პოლიტიკიდან, შვედეთის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რომ იდგა და უკრაინის მაიდანს ითხოვდა, თან როდის? არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდგომ, ბოიკოტს რომ უჭერდა მხარს და ხალხო, გამოდით და უკრაინის მაიდანი მოაწყვეთო, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ ტიპის საკითხები გადაწყვეტილიყო დიალოგის მაგიდასთან, მაგრამ ვიღებთ აი ამას,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…