პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მახაშვილი - ევროკომისიის ანგარიში არის გაბრაზებული და ობიექტურობას მოკლებული, სადაც საქართველოს პოზიცია გათვალისწინებული არ არის - მზად ვართ, თუ რაიმე კითხვა აქვს ბრიუსელს, გავცეთ ამომწურავი პასუხი და არა ზედაპირული, „გუგლის“ გამოყენებით

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ ევროკომისიის ანგარიში ბრიუსელიდან დაწერილი, გაბრაზებული და ობიექტურობას მოკლებული დოკუმენტია, რომელშიც საქართველოს პოზიცია საერთოდ არ არის გათვალისწინებული.

ლევან მახაშვილი - ევროკომისიის ანგარიში არის გაბრაზებული და ობიექტურობას მოკლებული, სადაც საქართველოს პოზიცია გათვალისწინებული არ არის - მზად ვართ, თუ რაიმე კითხვა აქვს ბრიუსელს, გავცეთ ამომწურავი პასუხი და არა ზედაპირული, „გუგლის“ გამოყენებით
ინტერპრესნიუსი

ეს არის ცალმხრივად, ბრიუსელიდან 5-6 ადამიანის მიერ დაწერილი, გაბრაზებული და ობიექტურობას მოკლებული ანგარიში, სადაც საქართველოს პოზიცია საერთოდ არ არის გათვალისწინებული, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დოკუმენტი ძველი ბრალდებების კრებულია და საქართველოსთან კომუნიკაციის გარეშე მომზადდა.

მახაშვილმა ანგარიშში არსებულ „ორმაგ სტანდარტებზეც“ ისაუბრა, და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ბრიუსელთან დიალოგის აღსადგენად მზადაა.

„ეს ნამდვილად ძალიან ჰგავს გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილ ანგარიშს. გაბრაზებული ადამიანის, რომელმაც ბევრი იჩხიკინა, ბევრი იწვალა, ბევრი გაიძულა მაგრამ მაინც ვერ გააკეთებინა ის, რაც მას უნდა. ამ დოკუმენტში არაფერი ახალი არ წერია, ეს არის თავმოყრა, ასე ვთქვათ, გაერთიანება იმ ძველი ბრალდებების, რაც ჩვენ გვესმოდა გასული თვეების განმავლობაში. ამიტომ ჩვენთვის მას რაღაც დამატებითი ახალი ღირებულება არ აქვს.

რაც შეეხება მეთოდოლოგიას, დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია ცალმხრივად, ერთი მხარის მიერ, არანაირი კომუნიკაცია საქართველოსთან, არანაირი კომუნიკაცია სამინისტროებთან, არანაირი კომუნიკაცია ექსპერტებთან, ანუ ის, რაც ნორმალურ პირობებში, იგივე სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შემთხვევაში ხდებოდა. ეს ვერ იქნება დაბალანსებული და ობიექტური. ეს არის ცალმხრივად, ბრიუსელის ფანჯრებიდან თუ ოთახებიდან ხუთი-ექვი ადამიანის მიერ დაწერილი ანგარიში, რომელშიც აბსოლუტურად არანაირი ხედვა საქართველოსი არ არის წარმოდგენილი.

რაც შეეხება შინაარსს, რა თქმა უნდა, აქ არის ძალიან ბევრი აბსურდული განცხადება და თუნდაც ერთ ძალიან კარგ მაგალითად რად ღირს ეგრეთ წოდებული „თვითნებურად დაკავებული ადამიანების“ მოხსენიება.

ასეთი დანაშაულის ჩამდენ ადამიანებს მკვლელობის მცდელობებით ასამართლებენ ევროპაში, საქართველოში მას უწოდებენ თვითნებურად დაკავებულ პირებს და საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ მათ გათავისუფლებას. ამიტომ ეს ორმაგი სტანდარტი ძალიან მკაფიოა და ჩვენ ეს არ გვიკვირს, იმიტომ რომ ეს არის ცალმხრივად, გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილი ანგარიში.

ჩვენ მზად ვართ დიალოგის რეჟიმში დავუბრუნდეთ თუნდაც იმ ფორმატებს, რაც არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ასეთი ტიპის ანგარიშები იყოს ობიექტური, დაბალანსებული, ექსპერტების დონეზე და რაც მთავარია, პოლიტიკურ დონეზე აღვადგინოთ დიალოგი, რომ თუკი რაიმე კითხვა აქვს ბრიუსელს კონკრეტულ კანონებზე, სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, ყველაფერზე გავცეთ ამომწურავი პასუხ დეტალურად, სიღრმისეულად და არა ასე, ზედაპირულად და გუგლის გამოყენებით”, - განაცხადა მახაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის ანგარიში დღეს უნდა გამოქვეყნდეს. მანამდე, „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა ევროკომისიის კომუნიკე გაფართოების შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ გასული წლის განმავლობაში, რომელსაც ევროკომისიის ანგარიში შეეხება, საქართველოში აღინიშნა „განგრძობადი უკუსვლა ფუძემდებლურ საკითხებზე, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს კვლავაც მხოლოდ ჰქვია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და ის კვლავაც უარს ამბობს იმ სარგებელზე, რომელიც კანდიდატის სტატუსსა და გაწევრიანებამდელ პროცესს მოაქვს".

პროექტის თანახმადვე, „საქართველოს მმართველი პარტია აგრძელებს ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრას დემოკრატიის პრინციპებზე, კანონის უზენაესობაზე და ფუნდამენტურ უფლებებზე თავდასხმით, ასევე სახელმწიფოს შემდგომი მიტაცების ხელშეწყობით".

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოლევან მახაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ძალიან ჰგავს გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილ ანგარიშს, დოკუმენტში ახალი არაფერი წერია, ეს არის გაერთიანება იმ ძველი ბრალდებების, რაც გასული თვეების განმავლობაში გვესმოდა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ლევან მახაშვილი - ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და გაზიარება არ ხდება, შესაბამისად, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში არაფერ სიახლეს არ ველი - წინა ანგარიშის მსგავსად, პოლიტიკურ საკითხებზე იქნება საუბარიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები