პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი: რაც ჩვენს ქუჩებში ვითარდებოდა - ძალადობრივი აქციები, ამ ყველაფერს ბრიუსელი აფინანსებდა, შესაბამისად, სურთ, რომ ის ადამიანები, ვინც ძალადობაში მონაწილეობდა, პოლიტიკურ დევნილებად შერაცხონ და გათავისუფლდნენ - ნახევარზე მეტმა სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა აღიარებით, რომ მათ დანაშაული ჩაიდინეს, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ბრიუსელი იტყუება

ქართული ოცნება

ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ თბილისში ძალადობრივ აქციებს ბრიუსელი აფინანსებდა და ევროკომისიის ანგარიშში დაკავებულების „თვითნებურად დაკავებულებად“ მოხსენიებით იტყუება.

ლევან მაჭავარიანი: რაც ჩვენს ქუჩებში ვითარდებოდა - ძალადობრივი აქციები, ამ ყველაფერს ბრიუსელი აფინანსებდა, შესაბამისად, სურთ, რომ ის ადამიანები, ვინც ძალადობაში მონაწილეობდა, პოლიტიკურ დევნილებად შერაცხონ და გათავისუფლდნენ - ნახევარზე მეტმა სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა აღიარებით, რომ მათ დანაშაული ჩაიდინეს, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ბრიუსელი იტყუება
იმედინიუსი

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშს ეხმაურება, რომელშიც ძალადობრივი აქციებისას დაკავებულები „თვითნებურად დაკავებულებად“ არიან მოხსენიებულნი. მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ თბილისის ქუჩებში ძალადობას ბრიუსელი აფინანსებდა და ამიტომ სურს ამ ადამიანების პოლიტიკურ დევნილებად გამოცხადება.

„რაც ჩვენს ქუჩებში ვითარდებოდა - ძალადობრივი აქციები, ამ ყველაფერს ბრიუსელი აფინანსებდა, სოლიდარობას ოფიციალურად უცხადებდა და შესაბამისად, სურთ, რომ ის ადამიანები, ვინც ძალადობაში მონაწილეობდა, პოლიტიკურ დევნილებად შერაცხონ და გათავისუფლდნენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჰუმანური ნაბიჯი გადავდგით და ვინც ინანიებს ამ დანაშაულს და აღიარებს, რომ ეს იყო ნამდვილად კრიმინალური დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ, მათ საპროცესო შეთანხმებები უფორმდებათ და ნახევარზე მეტმა სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა აღიარებით, რომ მათ დანაშაული ჩაიდინეს, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ბრიუსელი იტყუება, რომ ეს ადამიანები იყვნენ თვითნებურად დაკავებულები”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ვინ არიან ევროკომისიის ანგარიშში მოხსენიებული თვითნებურად დაკავებული პირები და ეხება თუ არა ეს შეფასება 4 ოქტომბრის მოვლენების მონაწილეებს, მიხეილ სააკაშვილსა და იმ სამ პირს, რომელთაც აქციებზე მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს? „ქრონიკა“ გაფართოების ანგარიშში არსებული ჩანაწერით დაინტერესდა და ამ კითხვებზე კონკრეტული პასუხის მიღება ევროკავშირის ელჩისგან, პაველ ჰერჩინსკისგან სცადა. „ქრონიკამ“ ევროკავშირის ელჩისგან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო. მან დეტალებში შესვლა არ ისურვა და კითხვის დაზუსტებისას განაცხადა, რომ ბრიუსელი ძალადობას გმობს.

ევროკომისიის მიერ მომზადებული 2026 წლის გაფართოების ანგარიშის თანახმად, საქართველოში ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ადამიანები „თვითნებურად დაკავებულებად“ არიან მოხსენიებული.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ლევან მახაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ვისზეა საუბარი - პარლამენტის შენობას რომ წვავდნენ, პრეზიდენტის შენობაში შევარდნას რომ ცდილობდნენ, დამხობას რომ აწყობდნენ. აუხსნან და განუმარტონ საქართველოს მოსახლეობას, ამით კიდევ ერთხელ გამოიკვეთება ორმაგი სტანდარტი, უსამართლო დამოკიდებულებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები