ლევან მახაშვილი ბრიუსელის დუმილზე: ზედაპირულად, სიყალბით ლაპარაკობენ, რომ ვითომ არის ვიღაც თვითნებურად დაკავებული, მაგრამ სინამდვილეში კონკრეტული დანაშაულის ჩამდენებზეა საუბარი. ამიტომ, რაც უფრო გაექცევიან კითხვებს, რაც უფრო დამალავენ ინფორმაციას, მით უფრო ნათელი იქნება საზოგადოებისთვის, რომ ეს არის ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახები სიტყვათწყობა
ლევან მახაშვილის მტკიცებით, ევროკავშირი „თვითნებურად დაკავებულთა“ სიის გასაჯაროებას თავს არიდებს, რადგან დაკავებულთა უკან კონკრეტული სისხლის სამართლებრივი დანაშაული დგას.

ზედაპირულად, სიყალბით ლაპარაკობენ, რომ ვითომ არის ვიღაც თვითნებურად დაკავებული, მაგრამ სინამდვილეში კონკრეტული დანაშაულის ჩამდენებზეა საუბარი, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ბრიუსელის დუმილთან დაკავშირებით.
კერძოდ, ევროკავშირის ელჩმა ამჯერადაც უპასუხოდ დატოვა „ქრონიკის“ შეკითხვა, თუ ვის გულისხმობს ევროკავშირი თვითნებურად დაკავებულებში და რატომ არ აძლევს სიას, ამ ადამიანების სახელებსა და გვარებს საგარეო საქმეთა სამინისტროს. აღსანიშნავია ისიც, რომ დაკავებულთა უმეტესობამ ჩადენილი აღიარა და მოინანია
„ყველაფერი ნათელია, რატომაც არ ასაჯაროებენ. იმიტომ, რომ ამით გამოჩნდება მთელი ის ხელოვნურობა და სიყალბე, რაც დაკავშირებულია ამ ე.წ. თვითნებურად დაკავებულ ადამიანებზე, ვინაიდან თითოეული მათგანის უკან არის კონკრეტული ძალადობა, კონკრეტული შტურმი თუ შეტევა სახელმწიფო ინსტიტუტზე, კონკრეტული სისხლის სამართლებრივი დანაშაული. სწორედ ამიტომაც არის, რომ თავს არიდებენ. ასე ზედაპირულად, სიყალბით ლაპარაკობენ, რომ ვითომ არის ვიღაც თვითნებურად დაკავებული, მაგრამ სინამდვილეში კონკრეტული დანაშაულის ჩამდენებზეა საუბარი. ამიტომ, რაც უფრო გაექცევიან თუნდაც თქვენს კითხვებს, რაც უფრო დამალავენ ამ ინფორმაციას, მით უფრო ნათელი იქნება საზოგადოებისთვის, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახები სიტყვათწყობა და არანაირი სიმართლე თუ მტკიცებულებები ამის უკან არ დგას“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…