4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ პენიტენციური დაწესებულება დატოვა
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ პენიტენციური დაწესებულება საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დატოვა. შეთანხმებით მას 3 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც 2 წელი პირობითად ჩაეთვლება.

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა, ლაშა ბერიძემ პენიტენციური დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. ის ციხიდან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველზე გათავისუფლდა.
საპროცესო შეთანხმების თანახმად, მას 3 წლითა და 1 თვის ვადით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც რეალური სასჯელის სახით 1 წელი და 1 თვე პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადა, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობითად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის თანახმად, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებიდან ლაშა ბერიძესა და მურთაზ ზოდელავას - 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი. ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა, მურთაზ ზოდელავამ დატოვა პენიტენციური დაწესებულება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
8 სტატიამურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე პენიტენციურ დაწესებულებას 4 ნოემბერს დატოვებენ
მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებენ
4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულები - მურთაზ ზოდელევა და ლაშა ბერიძე, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ციხეს დღეს დატოვებენ
ერთწლიანი პატიმრობა დასრულებულია - ლაშა ბერიძემ ციხე დატოვა
მურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა
ლაშა ბერიძემ ციხე დატოვა
მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვეს
მურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…