პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკოლოზ სამხარაძე: „ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან ნებისმიერი სახის თემაზე სასაუბროდ, ოღონდ მათ უნდა წარმოადგინონ სამართლებრივი არგუმენტები. ეს იქნება ჯანსაღი მიდგომა და, ამ მიდგომის შემთხვევაში, ვარწმუნებ ყველას – ჩვენსა და ევროკავშირს შორის დამატებითი ბარიერები არ იარსებებს და დავუბრუნდებით ნორმალურ პროცესს“

ფინანსთა სამინისტროგანათლების სამინისტრო

ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება მზადაა ევროკავშირთან ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ, თუ მათ სამართლებრივ არგუმენტებს წარუდგენენ. მისი თქმით, დიალოგის შეჩერება საქართველოს არ ბრალდება და სწორედ ევროკავშირმა შეაჩერა ის 2024 წლის ივნისში.

ნიკოლოზ სამხარაძე: „ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან ნებისმიერი სახის თემაზე სასაუბროდ, ოღონდ მათ უნდა წარმოადგინონ სამართლებრივი არგუმენტები. ეს იქნება ჯანსაღი მიდგომა და, ამ მიდგომის შემთხვევაში, ვარწმუნებ ყველას – ჩვენსა და ევროკავშირს შორის დამატებითი ბარიერები არ იარსებებს და დავუბრუნდებით ნორმალურ პროცესს“
POSTV

„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია – ყველაზე რბილი შეფასება იქნება, რომ ვთქვათ – ასეთი უზუსტობების დაშვება, იმიტომ, რომ ნათლად ვხედავთ მცდელობას, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაბრალდეს პოლიტიკური დიალოგის შეჩერება. თუმცა ფაქტები და ისტორია არის ჯიუტი და აჩვენებს იმას, რომ სწორედ ევროკავშირმა შეაჩერა 2024 წლის ივნისში საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ევროკომისიის მიერ მომზადებულ 2026 წლის გაფართოების ანგარიშის შესახებ საუბრისას.

სამხარაძე დარწმუნებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მსჯელობა ფაქტებზე დაყრდნობით იქნება, საქართველოსა და ევროკავშირს შორის პრობლემები აღარ იარსებებს.

„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან ნებისმიერი სახის თემაზე სასაუბროდ, მათ შორის, კრიტიკულ თემებზე სასაუბროდ – დემონსტრაციებზე, არჩევნებში ჩარევაზე, გამჭვირვალობის კანონზე სასაუბროდ, ოღონდ ეს უნდა მოხდეს სამართლებრივი არგუმენტებით და მათ უნდა წარმოადგინონ სამართლებრივი არგუმენტები, რომელი მუხლი ან რომელი პუნქტი ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმას გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ეს იქნება ჯანსაღი, სწორი მიდგომა და ამ მიდგომის შემთხვევაში ვარწმუნებ ყველას, რომ ჩვენსა და ევროკავშირს შორის სხვა დამატებითი ბარიერები არ იარსებებს და ჩვენ დავუბრუნდებით ნორმალურ პროცესს.

მათ შორის იმ ანგარიშშიც, თუ ჩავხედავთ, იქაც ნათლად ჩანს, რომ საქართველოს ძალიან ბევრი მაჩვენებლით საკმაოდ წინ არის და გუშინაც კიდევ ერთხელ იქნა განცხადებული, რომ საქართველოს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების 90% აქვს შესრულებული. ეს 90%, რა თქმა უნდა, ჰაერიდან არ მოსულა, ამაზე იმუშავეს ფინანსთა სამინისტრომ, გარემოს დაცვის სამინისტრომ, განათლების სამინისტრომ და სხვა სამინისტროებმა და ეს არის შესრულების ძალიან მაღალი მაჩვენებელი.

აქედან გამომდინარე, თუ პოლიტიკურ მიზეზებს და პოლიტიკურ გემოვნებას გვერდზე გადავდებთ და ფაქტებით გვექნება მსჯელობა, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის პრობლემები აღარ იქნება. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ ორმაგი სტანდარტების მაგივრად, ფაქტებით იხელმძღვანელონ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 3ნეიტრალური 2
  1. იმედინიუსისამთავრობონიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან ნებისმიერი სახის თემაზე სასაუბროდ, ოღონდ მათ უნდა წარმოადგინონ სამართლებრივი არგუმენტები. ეს იქნება ჯანსაღი მიდგომა და ამ მიდგომის შემთხვევაში ვარწმუნებ ყველას, ჩვენსა და ევროკავშირს შორის დამატებითი ბარიერები არ იარსებებს და დავუბრუნდებით ნორმალურ პროცესს
  2. რუსთავი 2სამთავრობონიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ, ოღონდ მათ უნდა წარმოადგინონ სამართლებრივი არგუმენტები. ეს იქნება ჯანსაღი მიდგომა და ამ შემთხვევაში ვარწმუნებ ყველას, ჩვენსა და ევროკავშირს შორის დამატებითი ბარიერები არ იარსებებს
  3. პირველი არხისამთავრობონიკოლოზ სამხარაძე – მზად ვართ ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ, პოლიტიკურ გემოვნებას გვერდზე თუ გადავდებთ და ფაქტებით ვიმსჯელებთ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის პრობლემები აღარ იქნება
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურინიკოლოზ სამხარაძე - მზად ვართ, ევროკავშირთან ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ, ოღონდ სამართლებრივი არგუმენტები უნდა წარმოადგინონ - თუ პოლიტიკურ მიზეზებს გვერდზე გადავდებთ, დარწმუნებული ვარ, საქართველო - ევროკავშირს შორის პრობლემები აღარ იქნება!
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურინიკოლოზ სამხარაძე - ევროკავშირმა საქართველოსთან დიალოგი ზეწოლის მიზნით შეაჩერა, რათა გამჭვირვალობის კანონი უკან გაგვეწვია - ამ ჩიხიდან თუ არ გამოვედით, ეს არც ევროკავშირს წაადგება და არც საქართველოს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია – ყველაზე რბილი შეფასება იქნება, რომ ვთქვათ – ასეთი უზუსტობების დაშვება, იმიტომ, რომ ნათლად ვხედავთ მცდელობას, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაბრალდეს პოლიტიკური დიალოგის შეჩერება. თუმცა ფაქტები და ისტორია არის ჯიუტი და აჩვენებს იმას, რომ სწორედ ევროკავშირმა შეაჩერა 2024 წლის ივნისში საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი“
ნიკოლოზ სამხარაძე
„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან ნებისმიერი სახის თემაზე სასაუბროდ, მათ შორის, კრიტიკულ თემებზე სასაუბროდ – დემონსტრაციებზე, არჩევნებში ჩარევაზე, გამჭვირვალობის კანონზე სასაუბროდ, ოღონდ ეს უნდა მოხდეს სამართლებრივი არგუმენტებით და მათ უნდა წარმოადგინონ სამართლებრივი არგუმენტები, რომელი მუხლი ან რომელი პუნქტი ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმას გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ეს იქნება ჯანსაღი, სწორი მიდგომა და ამ მიდგომის შემთხვევაში ვარწმუნებ ყველას, რომ ჩვენსა და ევროკავშირს შორის სხვა დამატებითი ბარიერები არ იარსებებს და ჩვენ დავუბრუნდებით ნორმალურ პროცესს. მათ შორის იმ ანგარიშშიც, თუ ჩავხედავთ, იქაც ნათლად ჩანს, რომ საქართველოს ძალიან ბევრი მაჩვენებლით საკმაოდ წინ არის და გუშინაც კიდევ ერთხელ იქნა განცხადებული, რომ საქართველოს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების 90% აქვს შესრულებული. ეს 90%, რა თქმა უნდა, ჰაერიდან არ მოსულა, ამაზე იმუშავეს ფინანსთა სამინისტრომ, გარემოს დაცვის სამინისტრომ, განათლების სამინისტრომ და სხვა სამინისტროებმა და ეს არის შესრულების ძალიან მაღალი მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, თუ პოლიტიკურ მიზეზებს და პოლიტიკურ გემოვნებას გვერდზე გადავდებთ და ფაქტებით გვექნება მსჯელობა, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის პრობლემები აღარ იქნება. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ ორმაგი სტანდარტების მაგივრად, ფაქტებით იხელმძღვანელონ“
ნიკოლოზ სამხარაძე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ნიკოლოზ სამხარაძე ევროკომისიის ანგარიშზე: ამას ვერ მივიღებთ, როგორც რეალისტურ ან მიუკერძოებელ ანგარიშს, რადგან ევროკომისიას წარმოდგენა არ აქვს რას აკეთებს ქართული სახელმწიფო და რა რეფორმები გაატარეს კონკრეტულმა უწყებებმა, რომ დაახლოებოდნენ ევროკავშირს​წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები