ნიკოლოზ სამხარაძე – მზად ვართ ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ, პოლიტიკურ გემოვნებას გვერდზე თუ გადავდებთ და ფაქტებით ვიმსჯელებთ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის პრობლემები აღარ იქნება
ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ხელისუფლება ევროკავშირთან ნებისმიერ კრიტიკულ საკითხზე სასაუბროდ მზადაა, თუ პარტნიორები სამართლებრივ არგუმენტებს წარმოადგენენ. მისივე თქმით, საქართველოს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების 90% უკვე შესრულებული აქვს.

ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან ნებისმიერ თემაზე, მათ შორის კრიტიკულ თემებზე სასაუბროდ, დემონსტრაციებზე, არჩევნებში ჩარევაზე, გამჭვირვალობის კანონზე სასაუბროდ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.
თუმცა, მისი თქმით, საუბარი უნდა შედგეს სამართლებრივი არგუმენტებით.
„მათ უნდა წარმოადგინონ სამართლებრივი არგუმენტები, რომელი მუხლი ან პუნქტი ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმას გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ეს იქნება ჯანსაღი, სწორი მიდგომა და ამ მიდგომის შემთხვევაში ჩვენსა და ევროკავშირს შორის სხვა დამატებითი ბარიერები არ იარსებებს და ჩვენ დავუბრუნდებით ნორმალურ პროცესს. ევროკომისიის ანგარიშშიც ნათლად ჩანს, რომ საქართველო ძალიან ბევრი მაჩვენებლით საკმაოდ წინ არის და გუშინაც კიდევ ერთხელ იქნა განცხადებული, რომ საქართველოს 90% აქვს შესრულებული ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების. ამაზე იმუშავა როგორც ფინანსთა სამინისტრომ, გარემოს დაცვის სამინისტრომ, განათლების სამინისტრომ და სხვა სამინისტროებმა, ეს არის ვალდებულებების შესრულების ძალიან მაღალი მაჩვენებელი. პოლიტიკურ მიზეზებს და პოლიტიკურ გემოვნებას გვერდზე თუ გადავდებთ და ფაქტებით ვიმსჯელებთ, დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის პრობლემები აღარ იქნება. ყველას მოვუწოდებ, ორმაგი სტანდარტების ნაცვლად, ფაქტებით იხელმძღვანელონ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიანიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან ნებისმიერი სახის თემაზე სასაუბროდ, ოღონდ მათ უნდა წარმოადგინონ სამართლებრივი არგუმენტები. ეს იქნება ჯანსაღი მიდგომა და ამ მიდგომის შემთხვევაში ვარწმუნებ ყველას, ჩვენსა და ევროკავშირს შორის დამატებითი ბარიერები არ იარსებებს და დავუბრუნდებით ნორმალურ პროცესს
ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ, ოღონდ მათ უნდა წარმოადგინონ სამართლებრივი არგუმენტები. ეს იქნება ჯანსაღი მიდგომა და ამ შემთხვევაში ვარწმუნებ ყველას, ჩვენსა და ევროკავშირს შორის დამატებითი ბარიერები არ იარსებებს
ნიკოლოზ სამხარაძე - მზად ვართ, ევროკავშირთან ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ, ოღონდ სამართლებრივი არგუმენტები უნდა წარმოადგინონ - თუ პოლიტიკურ მიზეზებს გვერდზე გადავდებთ, დარწმუნებული ვარ, საქართველო - ევროკავშირს შორის პრობლემები აღარ იქნება!
ნიკოლოზ სამხარაძე - ევროკავშირმა საქართველოსთან დიალოგი ზეწოლის მიზნით შეაჩერა, რათა გამჭვირვალობის კანონი უკან გაგვეწვია - ამ ჩიხიდან თუ არ გამოვედით, ეს არც ევროკავშირს წაადგება და არც საქართველოს
ციტატები სტატიიდან
„მათ უნდა წარმოადგინონ სამართლებრივი არგუმენტები, რომელი მუხლი ან პუნქტი ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმას გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ეს იქნება ჯანსაღი, სწორი მიდგომა და ამ მიდგომის შემთხვევაში ჩვენსა და ევროკავშირს შორის სხვა დამატებითი ბარიერები არ იარსებებს და ჩვენ დავუბრუნდებით ნორმალურ პროცესს. ევროკომისიის ანგარიშშიც ნათლად ჩანს, რომ საქართველო ძალიან ბევრი მაჩვენებლით საკმაოდ წინ არის და გუშინაც კიდევ ერთხელ იქნა განცხადებული, რომ საქართველოს 90% აქვს შესრულებული ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების. ამაზე იმუშავა როგორც ფინანსთა სამინისტრომ, გარემოს დაცვის სამინისტრომ, განათლების სამინისტრომ და სხვა სამინისტროებმა, ეს არის ვალდებულებების შესრულების ძალიან მაღალი მაჩვენებელი. პოლიტიკურ მიზეზებს და პოლიტიკურ გემოვნებას გვერდზე თუ გადავდებთ და ფაქტებით ვიმსჯელებთ, დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის პრობლემები აღარ იქნება. ყველას მოვუწოდებ, ორმაგი სტანდარტების ნაცვლად, ფაქტებით იხელმძღვანელონ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…