ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკოლოზ სამხარაძე – ევროკავშირია სწორედ ის მხარე, რომელმაც შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი, მზად ვართ დიალოგის აღსადგენად, ჩვენს და ევროკავშირის ინტერესშია, რომ იყოს კონსტრუქციული დიალოგი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ბელგიის პარლამენტის თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები. მისი თქმით, ევროკავშირმა შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი და ქართული მხარე მზადაა კონსტრუქციული დიალოგის აღსადგენად.

ნიკოლოზ სამხარაძე – ევროკავშირია სწორედ ის მხარე, რომელმაც შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი, მზად ვართ დიალოგის აღსადგენად, ჩვენს და ევროკავშირის ინტერესშია, რომ იყოს კონსტრუქციული დიალოგი
ნიკოლოზ სამხარაძე – ევროკავშირია სწორედ ის მხარე, რომელმაც შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი, მზად ვართ დიალოგის აღსადგენად, ჩვენს და ევროკავშირის ინტერესშია, რომ იყოს კონსტრუქციული დიალოგიპირველი არხი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ბელგიის სამეფოს პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარესთან შედგა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა.

სამხარაძის თქმით, ქართულმა დელეგაციამ შეხვედრაზე ისაუბრა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე, უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.

ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს.

„მკაფიოდ გავუსვით ხაზი, რომ დღევანდელი მდგომარეობა არ არის არც ჩვენს და არც ევროკავშირის ინტერესში, თუმცა ევროკავშირია სწორედ ის მხარე, რომელმაც ფორმალურად შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი. ბელგიის პარლამენტის ორივე თავმჯდომარესთან ჩვენი გზავნილი იყო, რომ მათ გვიშუამდგომლონ ევროკავშირთან, რათა ეს დიალოგი აღდგეს. ჩვენ მზად ვართ დიალოგის აღსადგენად და ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ. ჩვენს და ევროკავშირის ინტერესშია, რომ იყოს კონსტრუქციული დიალოგი. ასევე, ჩვენი საუბარი შეეხო უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს მნიშვნელოვან როლს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების პროცესში, შუა დერეფნის მაქსიმალური პოტენციალის ათვისებაში, რომლის ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე ევროკავშირია, რადგან ევროპაში ტვირთების დიდი ნაკადი სწორედ საქართველოს გავლით შედის“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მკაფიოდ გავუსვით ხაზი, რომ დღევანდელი მდგომარეობა არ არის არც ჩვენს და არც ევროკავშირის ინტერესში, თუმცა ევროკავშირია სწორედ ის მხარე, რომელმაც ფორმალურად შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი. ბელგიის პარლამენტის ორივე თავმჯდომარესთან ჩვენი გზავნილი იყო, რომ მათ გვიშუამდგომლონ ევროკავშირთან, რათა ეს დიალოგი აღდგეს. ჩვენ მზად ვართ დიალოგის აღსადგენად და ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ. ჩვენს და ევროკავშირის ინტერესშია, რომ იყოს კონსტრუქციული დიალოგი. ასევე, ჩვენი საუბარი შეეხო უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს მნიშვნელოვან როლს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების პროცესში, შუა დერეფნის მაქსიმალური პოტენციალის ათვისებაში, რომლის ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე ევროკავშირია, რადგან ევროპაში ტვირთების დიდი ნაკადი სწორედ საქართველოს გავლით შედის“
ნიკოლოზ სამხარაძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკოლოზ სამხარაძე – ბელგიაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი კარგი შესაძლებლობა იქნება, რადგან უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესების და საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შესახებწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები