ნიკოლოზ სამხარაძე - მზად ვართ, ევროკავშირთან ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ, ოღონდ სამართლებრივი არგუმენტები უნდა წარმოადგინონ - თუ პოლიტიკურ მიზეზებს გვერდზე გადავდებთ, დარწმუნებული ვარ, საქართველო - ევროკავშირს შორის პრობლემები აღარ იქნება!
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ მზად არიან ევროკავშირთან ნებისმიერ, მათ შორის კრიტიკულ თემებზე სასაუბროდ, თუ სამართლებრივი არგუმენტები იქნება წარმოდგენილი და პოლიტიკური მიზეზების ნაცვლად ფაქტებით იხელმძღვანელებენ.

ჩვენ მზად ვართ, ევროკავშირთან ნებისმიერი სახის თემაზე სასაუბროდ, ოღონდ მათ სამართლებრივი არგუმენტები უნდა წარმოადგინონ - თუ პოლიტიკურ მიზეზებს და პოლიტიკურ გემოვნებას გვერდზე გადავდებთ და ფაქტებით გვექნება მსჯელობა, დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის პრობლემები აღარ იქნება! - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
სამხარაძის განცხადებით, ყველას მოუწოდებს, რომ ორმაგი სტანდარტების მაგივრად ფაქტებით იხელმძღვანელონ.
„ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან ნებისმიერი სახის თემაზე სასაუბროდ - მათ შორის კრიტიკულ თემებზე სასაუბროდ, დემონსტრაციებზე, არჩევნებში ჩარევაზე, გამჭვირვალობის კანონზე სასაუბროდ, ოღონდ ეს უნდა მოხდეს სამართლებრივი არგუმენტებით! მათ უნდა წარმოადგინონ სამართლებრივი არგუმენტები, რომელი მუხლი ან რომელი პუნქტი ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმას გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ეს იქნება ჯანსაღი და სწორი მიდგომა. ამ მიდგომის შემთხვევაში ვარწმუნებ ყველას, რომ ჩვენსა და ევროკავშირს შორის სხვა დამატებითი ბარიერები არ იარსებებს და ჩვენ ნორმალურ პროცესს დავუბრუნდებით.
მათ შორის იმ ანგარიშშიც, თუ ჩავხედავთ, იქაც ნათლად ჩანს, რომ საქართველო ძალიან ბევრი მაჩვენებლით საკმაოდ წინ არის. გუშინაც კიდევ ერთხელ იქნა განცხადებული, რომ საქართველოს 90% აქვს შესრულებული ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების. ეს 90%, რა თქმა უნდა, ჰაერიდან არ მოსულა, ამაზე იმუშავა როგორც ფინანსთა სამინისტრომ, გარემოს დაცვის სამინისტრომ, განათლების სამინისტრომ და სხვა სამინისტროებმა და ეს არის შესრულების ძალიან მაღალი მაჩვენებელი.
აქედან გამომდინარე, თუ პოლიტიკურ მიზეზებს და პოლიტიკურ გემოვნებას გვერდზე გადავდებთ და ფაქტებით გვექნება მსჯელობა, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის პრობლემები აღარ იქნება, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ ორმაგი სტანდარტების მაგივრად ფაქტებით იხელმძღვანელონ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიანიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან ნებისმიერი სახის თემაზე სასაუბროდ, ოღონდ მათ უნდა წარმოადგინონ სამართლებრივი არგუმენტები. ეს იქნება ჯანსაღი მიდგომა და ამ მიდგომის შემთხვევაში ვარწმუნებ ყველას, ჩვენსა და ევროკავშირს შორის დამატებითი ბარიერები არ იარსებებს და დავუბრუნდებით ნორმალურ პროცესს
ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ, ოღონდ მათ უნდა წარმოადგინონ სამართლებრივი არგუმენტები. ეს იქნება ჯანსაღი მიდგომა და ამ შემთხვევაში ვარწმუნებ ყველას, ჩვენსა და ევროკავშირს შორის დამატებითი ბარიერები არ იარსებებს
ნიკოლოზ სამხარაძე – მზად ვართ ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ, პოლიტიკურ გემოვნებას გვერდზე თუ გადავდებთ და ფაქტებით ვიმსჯელებთ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის პრობლემები აღარ იქნება
ნიკოლოზ სამხარაძე - ევროკავშირმა საქართველოსთან დიალოგი ზეწოლის მიზნით შეაჩერა, რათა გამჭვირვალობის კანონი უკან გაგვეწვია - ამ ჩიხიდან თუ არ გამოვედით, ეს არც ევროკავშირს წაადგება და არც საქართველოს
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან ნებისმიერი სახის თემაზე სასაუბროდ - მათ შორის კრიტიკულ თემებზე სასაუბროდ, დემონსტრაციებზე, არჩევნებში ჩარევაზე, გამჭვირვალობის კანონზე სასაუბროდ, ოღონდ ეს უნდა მოხდეს სამართლებრივი არგუმენტებით! მათ უნდა წარმოადგინონ სამართლებრივი არგუმენტები, რომელი მუხლი ან რომელი პუნქტი ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმას გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ეს იქნება ჯანსაღი და სწორი მიდგომა. ამ მიდგომის შემთხვევაში ვარწმუნებ ყველას, რომ ჩვენსა და ევროკავშირს შორის სხვა დამატებითი ბარიერები არ იარსებებს და ჩვენ ნორმალურ პროცესს დავუბრუნდებით. მათ შორის იმ ანგარიშშიც, თუ ჩავხედავთ, იქაც ნათლად ჩანს, რომ საქართველო ძალიან ბევრი მაჩვენებლით საკმაოდ წინ არის. გუშინაც კიდევ ერთხელ იქნა განცხადებული, რომ საქართველოს 90% აქვს შესრულებული ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების. ეს 90%, რა თქმა უნდა, ჰაერიდან არ მოსულა, ამაზე იმუშავა როგორც ფინანსთა სამინისტრომ, გარემოს დაცვის სამინისტრომ, განათლების სამინისტრომ და სხვა სამინისტროებმა და ეს არის შესრულების ძალიან მაღალი მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, თუ პოლიტიკურ მიზეზებს და პოლიტიკურ გემოვნებას გვერდზე გადავდებთ და ფაქტებით გვექნება მსჯელობა, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის პრობლემები აღარ იქნება, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ ორმაგი სტანდარტების მაგივრად ფაქტებით იხელმძღვანელონ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…