პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკოლოზ სამხარაძე - ევროკავშირმა საქართველოსთან დიალოგი ზეწოლის მიზნით შეაჩერა, რათა გამჭვირვალობის კანონი უკან გაგვეწვია - ამ ჩიხიდან თუ არ გამოვედით, ეს არც ევროკავშირს წაადგება და არც საქართველოს

ქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

ნიკოლოზ სამხარაძის მტკიცებით, ევროკავშირმა დიალოგი „გამჭვირვალობის კანონის“ გაწვევის მიზნით შეაჩერა, რათა არჩევნებში „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ ჩარეულიყო. მისი თქმით, შექმნილი ჩიხიდან გამოსვლა ორივე მხარის ინტერესებშია.

ნიკოლოზ სამხარაძე - ევროკავშირმა საქართველოსთან დიალოგი ზეწოლის მიზნით შეაჩერა, რათა გამჭვირვალობის კანონი უკან გაგვეწვია - ამ ჩიხიდან თუ არ გამოვედით, ეს არც ევროკავშირს წაადგება და არც საქართველოს
ინტერპრესნიუსი

ევროკავშირმა საქართველოსთან დიალოგი ზეწოლის მიზნით შეაჩერა, რათა გამჭვირვალობის კანონი უკან გაგვეწვია - ამის უკან „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ არჩევნებში ჩარევის მიზანი იყო, რათა გარედან შემოსული თანხები ოპოზიციური ძალებს მოხმარებოდა - ევროპული ინტეგრაცია სწორედ ამიტომ გამოიყენეს! - ეს განცხადება პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გააკეთა.

როგორც სამხარაძემ აღნიშნა, იცოდნენ რა, რომ ევროპულ ინტეგრაციას ხალხის მხრიდან მაღალი მხარდაჭერა აქვს, იმედოვნებდნენ, რომ ამ გზით „ქართული ოცნების“ დამარცხებას შეძლებდნენ.

„ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია წარიმართა ლოზუნგით, რაც მაჩვენებელი იყო იმისა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არ შეცვლილა და ევროკავშირში გაერთიანება გვინდა. ევროინტეგრაციის პროცესი შეფერხებულია იმის გამო, რომ ასეთი გადაწყვეტილება 2024 წელს მიიღეს. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად აღებულია გამჭვირვალობის კანონი. ჩვენ არაერთხელ საჯაროდ, ასევე დახურულ კარს მიღმა შეხვედრებზე ვამბობდით, რომ მზად ვიყავით ამ კანონზე სამართლებრივად სასაუბროდ დავმსხდარიყავით. ვამბობდით: - თუ თქვენ წარმოადგენთ ერთ რომელიმე პუნქტს ან მუხლს, რომელიც ევროპულ ნორმებს ეწინააღმდეგება, მაშინ მზადა ვართ, რომ კანონის გადახედვაზე ვიმსჯელოთ.

ევროკავშირისგან ასეთი რამ არ ყოფილა! ჩვენს ამ ინიციატივას ყოველთვის თან სდევდა დუმილი და დახურული კარი, რაც ორწელიწადნახევარია გრძელდება. ჩვენ ორწელიწადნახევარია ვეუბნებით: - დავსხდეთ და ვისაუბროთ კანონზე! სამწუხაროდ, ამაზე მათი მხრიდან მზაობა არ არის. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რატომ არ არის მზაობა - არ არის მზაობა იმიტომ, რომ იციან, რომ კანონი ევროპულ ნორმებს არ ეწინააღმდეგება!

გამჭვირვალობის კანონი, რომელიც ორგანიზაციებს ავალდებულებს, რომ სამინისტროს წელიწადში ერთხელ დაფინანსების შესახებ ანგარიში მიაწოდონ, ვერანაირად ევროპული ნორმის საწინააღმდეგო ვერ იქნება - ეს მათ იციან, ამიტომ წინასწარ წაგებულ თამაშში შემოსვლა არ უნდათ. ამიტომაც არიან საკუთარი გადაწყვეტილების მძევლები, რაც ჩვენთვისაც სამწუხაროა, მაგრამ ამ ჩიხიდან თუ არ გამოვედით, ეს არც ევროკავშირს წაადგება და არც საქართველოს“, - განაცხადა სამხარაძემ კომიტეტის სხდომაზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 4ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობონიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან ნებისმიერი სახის თემაზე სასაუბროდ, ოღონდ მათ უნდა წარმოადგინონ სამართლებრივი არგუმენტები. ეს იქნება ჯანსაღი მიდგომა და ამ მიდგომის შემთხვევაში ვარწმუნებ ყველას, ჩვენსა და ევროკავშირს შორის დამატებითი ბარიერები არ იარსებებს და დავუბრუნდებით ნორმალურ პროცესს
  2. რუსთავი 2სამთავრობონიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ, ოღონდ მათ უნდა წარმოადგინონ სამართლებრივი არგუმენტები. ეს იქნება ჯანსაღი მიდგომა და ამ შემთხვევაში ვარწმუნებ ყველას, ჩვენსა და ევროკავშირს შორის დამატებითი ბარიერები არ იარსებებს
  3. პირველი არხისამთავრობონიკოლოზ სამხარაძე – მზად ვართ ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ, პოლიტიკურ გემოვნებას გვერდზე თუ გადავდებთ და ფაქტებით ვიმსჯელებთ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის პრობლემები აღარ იქნება
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურინიკოლოზ სამხარაძე - მზად ვართ, ევროკავშირთან ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ, ოღონდ სამართლებრივი არგუმენტები უნდა წარმოადგინონ - თუ პოლიტიკურ მიზეზებს გვერდზე გადავდებთ, დარწმუნებული ვარ, საქართველო - ევროკავშირს შორის პრობლემები აღარ იქნება!
  5. POSTVსამთავრობონიკოლოზ სამხარაძე: „ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან ნებისმიერი სახის თემაზე სასაუბროდ, ოღონდ მათ უნდა წარმოადგინონ სამართლებრივი არგუმენტები. ეს იქნება ჯანსაღი მიდგომა და, ამ მიდგომის შემთხვევაში, ვარწმუნებ ყველას – ჩვენსა და ევროკავშირს შორის დამატებითი ბარიერები არ იარსებებს და დავუბრუნდებით ნორმალურ პროცესს“
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია წარიმართა ლოზუნგით, რაც მაჩვენებელი იყო იმისა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არ შეცვლილა და ევროკავშირში გაერთიანება გვინდა. ევროინტეგრაციის პროცესი შეფერხებულია იმის გამო, რომ ასეთი გადაწყვეტილება 2024 წელს მიიღეს. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად აღებულია გამჭვირვალობის კანონი. ჩვენ არაერთხელ საჯაროდ, ასევე დახურულ კარს მიღმა შეხვედრებზე ვამბობდით, რომ მზად ვიყავით ამ კანონზე სამართლებრივად სასაუბროდ დავმსხდარიყავით. ვამბობდით: - თუ თქვენ წარმოადგენთ ერთ რომელიმე პუნქტს ან მუხლს, რომელიც ევროპულ ნორმებს ეწინააღმდეგება, მაშინ მზადა ვართ, რომ კანონის გადახედვაზე ვიმსჯელოთ. ევროკავშირისგან ასეთი რამ არ ყოფილა! ჩვენს ამ ინიციატივას ყოველთვის თან სდევდა დუმილი და დახურული კარი, რაც ორწელიწადნახევარია გრძელდება. ჩვენ ორწელიწადნახევარია ვეუბნებით: - დავსხდეთ და ვისაუბროთ კანონზე! სამწუხაროდ, ამაზე მათი მხრიდან მზაობა არ არის. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რატომ არ არის მზაობა - არ არის მზაობა იმიტომ, რომ იციან, რომ კანონი ევროპულ ნორმებს არ ეწინააღმდეგება! გამჭვირვალობის კანონი, რომელიც ორგანიზაციებს ავალდებულებს, რომ სამინისტროს წელიწადში ერთხელ დაფინანსების შესახებ ანგარიში მიაწოდონ, ვერანაირად ევროპული ნორმის საწინააღმდეგო ვერ იქნება - ეს მათ იციან, ამიტომ წინასწარ წაგებულ თამაშში შემოსვლა არ უნდათ. ამიტომაც არიან საკუთარი გადაწყვეტილების მძევლები, რაც ჩვენთვისაც სამწუხაროა, მაგრამ ამ ჩიხიდან თუ არ გამოვედით, ეს არც ევროკავშირს წაადგება და არც საქართველოს“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ნიკოლოზ სამხარაძე ევროკომისიის ანგარიშზე: ამას ვერ მივიღებთ, როგორც რეალისტურ ან მიუკერძოებელ ანგარიშს, რადგან ევროკომისიას წარმოდგენა არ აქვს რას აკეთებს ქართული სახელმწიფო და რა რეფორმები გაატარეს კონკრეტულმა უწყებებმა, რომ დაახლოებოდნენ ევროკავშირს​წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები