პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკოლოზ სამხარაძე ევროკომისიის ანგარიშზე: ამას ვერ მივიღებთ, როგორც რეალისტურ ან მიუკერძოებელ ანგარიშს, რადგან ევროკომისიას წარმოდგენა არ აქვს რას აკეთებს ქართული სახელმწიფო და რა რეფორმები გაატარეს კონკრეტულმა უწყებებმა, რომ დაახლოებოდნენ ევროკავშირს​

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ხელისუფლება ვერ მიიღებს ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს რეალისტურად და მიუკერძოებლად, რადგან კომისიას ქართულ უწყებებთან კონტაქტი არ ჰქონია. მისი თქმით, ევროკავშირმა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში შეაჩერა.

ნიკოლოზ სამხარაძე ევროკომისიის ანგარიშზე: ამას ვერ მივიღებთ, როგორც რეალისტურ ან მიუკერძოებელ ანგარიშს, რადგან ევროკომისიას წარმოდგენა არ აქვს რას აკეთებს ქართული სახელმწიფო და რა რეფორმები გაატარეს კონკრეტულმა უწყებებმა, რომ დაახლოებოდნენ ევროკავშირს​
რუსთავი 2

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ევროკავშირის გაფართოების ისტორიაში ფაქტობრივად არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ევროკომისიას პროგრესის ანგარიში გამოეცა ისე, რომ არ ჰქონოდა არანაირი კონტაქტი და ურთიერთობა იმ ქვეყნის სახელმწიფო უწყებებთან და სამინისტროებთან, რომლებიც ვალდებული არიან, რომ ის რეფორმები გაატარონ, რაც ევროკავშირის წევრობას მოითხოვს".

სამხარაძის თქმით, "ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა". ამასთან, ცალკე აღნიშნავს ანგარიშიდან ჩანაწერს, სადაც ნათქვამია, რომ თურმე საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება არღვევს კონსტიტუციას. სამხარაძის განმარტებით, დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ევროკავშირმა შეაჩერა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან, თარიღდება 2024 წლის ივნისით.

"შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა, ამ ანგარიშს ვერ მივიღებთ, როგორც რეალისტურ ანგარიშს, ან მიუკერძოებელ ანგარიშს, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკომისიას უბრალოდ არ აქვს წარმოდგენა იმაზე, თუ რას აკეთებს ქართული სახელმწიფო და რა რეფორმები გაატარეს კონკრეტულმა სამინისტროებმა და უწყებებმა იმისთვის, რომ დაახლოებოდნენ ევროკავშირს. უბრალოდ იმიტომ, რომ მათ კონტაქტი არ ჰქონდათ. ასევე აღმაშფოთებელია, პირდაპირ ვიტყვი, ის, რაც ჩაიწერა ანგარიშის ნაწილში, რომ თურმე საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება არღვევს კონსტიტუციას. მე არ ვიცი რა მოტივაცია აქვთ მათ და რატომ ფიქრობენ, რომ ჩვენ ან ბრმები ვართ, ან ისტორია არ ვიცით, ან ფაქტების გადამოწმება არ შეგვიძლია. ყველამ კარგად იცის და თუ ვინმემ არ იცის, მინდა ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ევროკავშირმა 2024 წლის ივნისში შეაჩერა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან. და საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება იყო 2024 წლის ნოემბერში. იმ განცხადების შინაარსში ახლა არ შევალ, იმიტომ, რომ იქ საერთოდ სხვა რამე იყო ნათქვამი, მაგრამ დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ევროკავშირმა შეაჩერა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან, თარიღდება 2024 წლის ივნისით. და 2024 წლის ივნისში არაფერი ის, რაზეც ახლა წუხილებს გამოთქვამენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, არც ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დემონსტრაციები, არც ეგრეთ წოდებული "რეპრესიული" კანონმდებლობა, არც "თვითნებურად" დაკავებული ადამიანები 2024 წლის ივნისში არ არსებობდნენ. 2024 წლის ივნისში არსებობდა ერთადერთი რამ, ეს იყო "გამჭვირვალობის კანონი", რომლის მსგავსი კანონიც დღეს ევროპის უდიდეს და უმრავლეს სახელმწიფოებში მოქმედებს და მათი წევრების უდიდესმა უმრავლესობამ გაამკაცრა კანონები საგარეო ჩარევასთან დაკავშირებით და საგარეო დაფინანსებასთან დაკავშირებით და არა მხოლოდ ევროპაში, კანადიდან იაპონიის ჩათვლით ყველა ფიქრობს ამ მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებას", - განაცხადა სამხარაძემ. ​

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობონიკოლოზ სამხარაძე: ანგარიშზე მუშაობის პერიოდში ევროკომისიას კონტაქტი და ურთიერთობა არ ჰქონია საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან, არც სამინისტროებთან და არც იმ სტრუქტურებთან, რომლებიც პასუხისმგებელი არიან იმ რეფორმების გატარებაზე, რომელიც ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს
  2. იმედინიუსისამთავრობონიკოლოზ სამხარაძე ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე: ამ ანგარიშს ვერ მივიღებთ, როგორც რეალისტურ ან მიუკერძოებელ ანგარიშს იქიდან გამომდინარე, რომ ევროკომისიას წარმოდგენა არ აქვს, რას აკეთებს ქართული სახელმწიფო და რა რეფორმები გაატარეს კონკრეტულმა უწყებებმა იმისთვის, რომ დაახლოებოდნენ ევროკავშირს
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურინიკოლოზ სამხარაძე - გაფართოების ანგარიშს ვერ მივიღებთ როგორც რეალისტურ ან მიუკერძოებელს გამომდინარე იქიდან, რომ ევროკომისიას წარმოდგენა არ აქვს, რას აკეთებს ქართული სახელმწიფო და რა რეფორმები გატარდა - მათ კონტაქტი არ ჰქონდათ
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა, ამ ანგარიშს ვერ მივიღებთ, როგორც რეალისტურ ანგარიშს, ან მიუკერძოებელ ანგარიშს, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკომისიას უბრალოდ არ აქვს წარმოდგენა იმაზე, თუ რას აკეთებს ქართული სახელმწიფო და რა რეფორმები გაატარეს კონკრეტულმა სამინისტროებმა და უწყებებმა იმისთვის, რომ დაახლოებოდნენ ევროკავშირს. უბრალოდ იმიტომ, რომ მათ კონტაქტი არ ჰქონდათ. ასევე აღმაშფოთებელია, პირდაპირ ვიტყვი, ის, რაც ჩაიწერა ანგარიშის ნაწილში, რომ თურმე საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება არღვევს კონსტიტუციას. მე არ ვიცი რა მოტივაცია აქვთ მათ და რატომ ფიქრობენ, რომ ჩვენ ან ბრმები ვართ, ან ისტორია არ ვიცით, ან ფაქტების გადამოწმება არ შეგვიძლია. ყველამ კარგად იცის და თუ ვინმემ არ იცის, მინდა ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ევროკავშირმა 2024 წლის ივნისში შეაჩერა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან. და საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება იყო 2024 წლის ნოემბერში. იმ განცხადების შინაარსში ახლა არ შევალ, იმიტომ, რომ იქ საერთოდ სხვა რამე იყო ნათქვამი, მაგრამ დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ევროკავშირმა შეაჩერა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან, თარიღდება 2024 წლის ივნისით. და 2024 წლის ივნისში არაფერი ის, რაზეც ახლა წუხილებს გამოთქვამენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, არც ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დემონსტრაციები, არც ეგრეთ წოდებული "რეპრესიული" კანონმდებლობა, არც "თვითნებურად" დაკავებული ადამიანები 2024 წლის ივნისში არ არსებობდნენ. 2024 წლის ივნისში არსებობდა ერთადერთი რამ, ეს იყო "გამჭვირვალობის კანონი", რომლის მსგავსი კანონიც დღეს ევროპის უდიდეს და უმრავლეს სახელმწიფოებში მოქმედებს და მათი წევრების უდიდესმა უმრავლესობამ გაამკაცრა კანონები საგარეო ჩარევასთან დაკავშირებით და საგარეო დაფინანსებასთან დაკავშირებით და არა მხოლოდ ევროპაში, კანადიდან იაპონიის ჩათვლით ყველა ფიქრობს ამ მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებას“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ნიკოლოზ სამხარაძე - ევროკავშირმა საქართველოსთან დიალოგი ზეწოლის მიზნით შეაჩერა, რათა გამჭვირვალობის კანონი უკან გაგვეწვია - ამ ჩიხიდან თუ არ გამოვედით, ეს არც ევროკავშირს წაადგება და არც საქართველოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები