პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე - უბრალოდ დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - ბატონო შალვა, ვიდრე ევროპაში შევალთ ღირსებით, ჯერ აქ ვიაროთ ღირსებით
პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ადამიანის დაცემას უწოდებს და ამტკიცებს, რომ მას ბრალი ფოტოს გამო კი არა, 4 ოქტომბრამდე ერთი წლით ადრე გაკეთებული განცხადების გამო წაუყენეს.

დღეს ვუსმინე შალვა პაპუაშვილს. ისევ მახსენა. არ მწყინს, უბრალოდ დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ, - ასე ეხმაურება პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი, პაატა მანჯგალაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებას.
როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, სჯერა, რომ სიმართლე, ისევე როგორც სანთელი, თავის სინათლეს არ დაკარგავს.
„დღეს ვუსმინე შალვა პაპუაშვილს. ისევ მახსენა. არ მწყინს, უბრალოდ დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ.
ბატონო შალვა, შეგახსენებთ, რომ მე ერთ წელზე მეტია ტყვედ ვარ. არასდროს მიპასუხია თქვენი თავდასხმებისა და ცილისწამებისთვის, არა იმიტომ, რომ პასუხი არ მაქვს, არამედ მჯერა, სიმართლე, ისევე როგორც სანთელი, თავის სინათლეს არ დაკარგავს.
მართლა ვწუხვარ, როცა თავს ნომერ პირველ კანონმდებლად თვლით და ფოტოს გადაღება 7-წლიანი პატიმრობა გგონიათ, მით უმეტეს, არც ის იცით, რომ მე ბრალი წამიყენეს არა ფოტოს გამო, არამედ 2025 წლის 4 ოქტომბრამდე ერთი წლით ადრე გაკეთებული განცხადების გამო.
ბატონო შალვა, ვიდრე ღირსებით ევროპაში შევალთ, ჯერ აქ ვიაროთ ღირსებით.“ - აღნიშნავს პაატა მანჯგალაძე.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულების საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლებას გამოეხმაურა.
„თქვენ რა გგონიათ, დიდი რევოლუციონერები სჭირდება ქვეყნის არევას? ასეთი ადამიანები, რომლებიც შემდეგ, პაატა მანჯგალაძესავით იტყვიან, ფოტოში შემთხვევით აღმოვჩნდი, ან მერე იტყვიან, აღარ მინდა პოლიტიკა, შემთხვევით აღმოვჩნდი, მოვინანიე და გავედიო და ა.შ. ასეთი ხალხი აწყობს ყველაზე დიდ სისხლისღვრას და მათ შორის, ეს საქართველოშიც არაერთხელ განგვიცდია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„დღეს ვუსმინე შალვა პაპუაშვილს. ისევ მახსენა. არ მწყინს, უბრალოდ დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ. ბატონო შალვა, შეგახსენებთ, რომ მე ერთ წელზე მეტია ტყვედ ვარ. არასდროს მიპასუხია თქვენი თავდასხმებისა და ცილისწამებისთვის, არა იმიტომ, რომ პასუხი არ მაქვს, არამედ მჯერა, სიმართლე, ისევე როგორც სანთელი, თავის სინათლეს არ დაკარგავს. მართლა ვწუხვარ, როცა თავს ნომერ პირველ კანონმდებლად თვლით და ფოტოს გადაღება 7-წლიანი პატიმრობა გგონიათ, მით უმეტეს, არც ის იცით, რომ მე ბრალი წამიყენეს არა ფოტოს გამო, არამედ 2025 წლის 4 ოქტომბრამდე ერთი წლით ადრე გაკეთებული განცხადების გამო. ბატონო შალვა, ვიდრე ღირსებით ევროპაში შევალთ, ჯერ აქ ვიაროთ ღირსებით.“
„თქვენ რა გგონიათ, დიდი რევოლუციონერები სჭირდება ქვეყნის არევას? ასეთი ადამიანები, რომლებიც შემდეგ, პაატა მანჯგალაძესავით იტყვიან, ფოტოში შემთხვევით აღმოვჩნდი, ან მერე იტყვიან, აღარ მინდა პოლიტიკა, შემთხვევით აღმოვჩნდი, მოვინანიე და გავედიო და ა.შ. ასეთი ხალხი აწყობს ყველაზე დიდ სისხლისღვრას და მათ შორის, ეს საქართველოშიც არაერთხელ განგვიცდია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…