პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

USAID-ის დაფინანსებული ექსტრემიზმი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

საქართველოს პარლამენტი

„იმედის კვირის“ რეპორტაჟის მტკიცებით, USAID-ის საიდუმლო ფაილები აჩვენებს, რომ ორგანიზაცია საქართველოში არასამთავრობო სექტორის მეშვეობით არეულობის ქსელს ქმნიდა და მილიონებს დესტრუქციისთვის ნიღბავდა.

USAID-ის დაფინანსებული ექსტრემიზმი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
იმედინიუსი

USAID-ის დაფინანსებული ექსტრემიზმის საიდუმლო ფაილები მსოფლიომ ნახა. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ცდილობდა ნებით თუ ძალით დაემორჩილებინა ან შეეცვალა სხვა ქვეყნების ხელისუფლებები.

შოკისმომგვრელ ჩანაწერებში გვხდება საქართველო. ჩანს, როგორ ქმნიდნენ ფულზე გაყიდული მდიდარი „ენჯეოების“ ხელით ქსელს არეულობისთვის. სხვადასხვა კეთილი მიზნით ნიღბავდნენ დესტრუქციისთვის გადმორიცხულ მილიონებს. მთელი ქსელი იყო შექმნილი „ენჯეოების“, ჟურნალისტების, სხვადასხვა სფეროს, ზოგიერთი სასულიერო პირის მონაწილეობით, რომლითაც უპირისპირდებოდნენ ეროვნულ მთავრობას, ქართულ ეკლესიას, ქართველ ხალხს, მათ, ვინც უმრავლესობაშია. 1,200 მილონი ადამიანის ხმის ეჭვქვეშ დაყენებაც კი გადაწყვიტეს.

იმას, რასაც წლების წინ ამბობდა საქართველოს ხელისუფლება, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, დღეს უკვე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის პირველი პირი საუბრობს. ღიად ლაპარაკობენ გავლენიანი ადამიანები, მეტიც ილონ მასკი წერს, რომ USAID-ი პასუხისმგებელია რეჟიმების შეცვლის ოპერაციების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის უზარმაზარ რაოდენობაზე.

USAID-ის მიერ დემოკრატიის სახელით დაფინანსებული ქართული ექსტრემიზმი, ნახეთ სანდრო გამსახურდიას საავტორო რეპორტაჟში, რომელმაც ამავე თემაზე ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
USAID პასუხისმგებელია რეჟიმის შეცვლის ოპერაციების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის უზარმაზარ რაოდენობაზე, განსაკუთრებით უკრაინაში - ილონ მასკი USAID-ს აკრიტიკებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები