პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პაატა მანჯგალაძე - მივმართავ ქალბატონ ევა გოცირიძეს, საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა მოსამართლეებს - ნუ დამაბრალებთ იმას, რასაც სახელმწიფო ბრალდებაც კი არ მედავება

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პროკურატურასაერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო

პატიმრობაში მყოფმა პოლიტიკოსმა პაატა მანჯგალაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, მათ შორის ევა გოცირიძეს მიმართა და მოუწოდა, ნუ დააბრალებენ იმას, რასაც პროკურატურაც კი არ ედავება.

პაატა მანჯგალაძე - მივმართავ ქალბატონ ევა გოცირიძეს, საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა მოსამართლეებს - ნუ დამაბრალებთ იმას, რასაც სახელმწიფო ბრალდებაც კი არ მედავება
ინტერპრესნიუსი

პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი, პაატა მანჯგალაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, მათ შორის მოსამართლე ევა გოცირიძეს მიმართავს, „ნუ დააბრალებენ იმას, რასაც სახელმწიფო ბრალდებაც კი არ ედავება“.

როგორც პაატა მანჯგალაძე განმარტავს, არათუ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი არ ყოფილა, არამედ არც პროკურატურა არ ედავება კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ რომელიმე დანაშაულს.

„მივმართავ ქალბატონ ევა გოცირიძეს, საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა მოსამართლეებს:

პატივი ვცეთ კონსტიტუციით დაცულ უდანაშაულობის პრეზუმფციას და გთხოვთ, ნუ დამაბრალებთ იმას, რასაც სახელმწიფო ბრალდებაც კი არ მედავება.

ამასთან, აქვე განვმარტავ, რომ არათუ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ, არამედ არც პროკურატურა არ მედავება კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ რომელიმე დანაშაულს.

ჩემს წინააღმდეგ ბრალი აგებულია 2025 წლის 4 ოქტომბრამდე ერთი წლით ადრე, 2024 წლის ოქტომბერში გაკეთებულ განცხადებებზე, რაც არათუ ჩემი ბრალეულობის, არამედ სასამართლოსა და პროკურატურის ერთობლივად ჩადენილი დანაშაულის მტკიცებულებაა.

ჩემს უდანაშაულობასთან დაკავშირებით გთხოვთ გაეცნოთ სახალხო დამცველის ამიკუსს, ასევე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობის" შეფასებებს.

და ბოლოს: ასევე გთხოვთ, ნუ დაემსგავსებით სახარებიდან ცნობილ ქრისტეს ბრალმდებელ სინედრიონს, რომლის ერთმა უხუცესმა წევრმა სიხარულისგან სამოსიც კი შემოიხია, როცა თითქოს ქრისტესგან ღვთის გმობის მტკიცებულება მიიღო“, - ნათქვამია პაატა მანჯგალაძის მიმართვაში.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ევა გოცირიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ აცილების შუამდგომლობაზე – არ ვიცი, რა რეაქცია უნდა მქონდეს - ჩვენი განხილვის საკითხია, ადამიანის უფლებების დარღვევებში არის თუ არა დამნაშავე „ნაციონალური მოძრაობა“, ამიტომ, ვალდებულიც ვიყავი, მეკითხაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები