პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პაატა მანჯგალაძე – არსებულ პირობებში საპროცესო შეთანხმება იქნება თავისუფალი არჩევანი და უნდა შევძლოთ მათი გაგება, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ადამიანისთვის დანაშაულის დაბრალება და იმის აღიარებინება, რაც არ ჩაუდენია, ჰუმანურობად ვერ ჩაითვლება. მისი თქმით, არსებულ პირობებში საპროცესო შეთანხმება თავისუფალი არჩევანია და მათი გაგება უნდა შევძლოთ, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა.

პაატა მანჯგალაძე – არსებულ პირობებში საპროცესო შეთანხმება იქნება თავისუფალი არჩევანი და უნდა შევძლოთ მათი გაგება, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა
პირველი არხი

დიდია ცდუნება ვაკრიტიკოთ ერთმანეთი, თუმცა, შეუმცდარები არცერთი არ ვართ. შესაბამისად, ჩვენთვის მიუღებელი ან განსხვავებული პოზიცია არ ნიშნავს ავტომატურად ღალატს, ან ვინმეს მოღალატედ გამოცხადების შესაძლებლობას, – ამის შესახებ აცხადებს 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა მანჯგალაძე, რომლის წერილი ადვოკატმა გაავრცელა.

პაატა მანჯგალაძის თქმით, არსებულ პირობებში საპროცესო შეთანხმება იქნება თავისუფალი არჩევანი და უნდა შევძლოთ მათი გაგება, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა.

„მინდა, გამოვეხმაურო საპროცესო გარიგებებთან საჯარო სივრცეში გავრცელებულ რამდენიმე საკითხს:

1. მე მესმის, დიდია ცდუნება ვაკრიტიკოთ ერთმანეთი, თუმცა, შეუმცდარები არცერთი არ ვართ. შესაბამისად, ჩვენთვის მიუღებელი ან განსხვავებული პოზიცია არ ნიშნავს ავტომატურად ღალატს, ან ვინმეს მოღალატედ გამოცხადების შესაძლებლობას;

2. არსებულ პირობებში საპროცესო შეთანხმება იქნება თავისუფალი არჩევანი და ჩვენ უნდა შევძლოთ მათი გაგება ვინც ეს ნაბიჯი გადადგა.

3. არ ვთვლი, რომ ჰუმანიზმი და ქრისტიანობაა ადამიანს დააბრალო დანაშაული, დააკავო უკანონოდ, შემდეგ ისეთი პირობები შეუქმნა რომ აღიაროს და მოინანიოს ის რაც არ ჩაუდენია, ვგულისხმობ ჩემს შემთხვევას, როცა მოსამართლემ პირდაპირ გადააკოპირა ბრალის აღწერისას ბრალდების მტკიცება, თითქოს 2025 წლის 4 ოქტომბერი დავაორგანიზე 2024 წლის ოქტომბერში, ანუ ერთი წლით ადრე გაკეთებული განცხადებებით. ეს აბსურდი როგორ მოვინანიო? ან რა მოვინანიო?

4. ადრე გაცხადებულ, ნულოვან თანაგრძნობასთან შედარებით, რა თქმა უნდა, შესამჩნევია ხელისუფლების ნების ცვლილება მაგრამ ადამიანს აღიარებინო ის, რაც არ ჩაუდენია, ვერ ჩაითვლება ჰუმანურობად.

იმედი მაქვს, გააცნობიერებენ გადაწყვეტილების მიმღებებიც, რომ მომავალში მათაც იგივე ცული არ მიეზღოთ, რითაც დღეს ჭრიან“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პაატა მანჯგალაძის ადვოკატი - ადამიანის თავისუფლება არის თავიდან ბოლომდე მისი პერსონალური საკითხი - ყველა პიროვნება თვითონ განსჯის და წყვეტს, როგორ მოიქცესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები