პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკოლოზ სამხარაძე – ბევრი რამ, რაც ევროკომისიის ანგარიშში წერია, არ ასახავს რეალობას და არ ასახავს სიმართლეს

საქართველოს პარლამენტიიუსტიციის სამინისტრო

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ევროკომისიის ანგარიში რეალობას არ ასახავს. მისი მტკიცებით, „გამჭვირვალობის კანონი“ ევროპულ ნორმებს არ ეწინააღმდეგება და მისი მიზეზით არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ დახურულა.

ნიკოლოზ სამხარაძე – ბევრი რამ, რაც ევროკომისიის ანგარიშში წერია, არ ასახავს რეალობას და არ ასახავს სიმართლეს
პირველი არხი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს ტყუილია. გადავხედოთ, უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში, რომლებიც იღებდნენ დაფინანსებას და მათ დაფინანსება კანონის გამო კი არ შეეზღუდათ, მათ დაფინანსება ძირითადად, შეეზღუდათ იმის გამო, რომ უმთავრესი დონორი ორგანიზაცია USAID-ი, რომელიც იყო ყველაზე დიდი დონორი და ყველაზე დიდი დამფინანსებელი არასამთავრობო ორგანიზაციების, უბრალოდ დაიხურა, აღარ არსებობს. „გამჭვირვალობის კანონის“ გამო არც ერთი ორგანიზაცია არ დახურულა და არც მომავალში არ დაიხურება. იმიტომ, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ მოითხოვს ერთადერთ რამეს, ეს არის წელიწადში ერთხელ ანგარიშის ჩაბარება იუსტიციის სამინისტროსთვის. ამიტომ, ბევრი რამ, რაც ამ ანგარიშში წერია, არ ასახავს რეალობას და არ ასახავს სიმართლეს“
„არც „გრანტების კანონი“ იყო 2024 წლის ივნისში, არც „ფარა“ და არც სხვა კანონები, როდესაც მათ შეაჩერეს საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი“
„მოდიოდა არჩევნები, ჩვენ დავინახეთ, რომ ძალიან დიდი თანხები ირიცხებოდა საზღვარგარეთიდან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშზე, ვითომ ასე ვთქვათ, კეთილშობილი მიზნებისთვის. რეალურად, ეს თანხები უნდა მოხმარებოდა პოლიტიკურ აქტივობებს და ასე ვთქვათ, ირიბად ამ თანხებით უნდა დაფინანსებულიყო პოლიტიკური პარტიების კამპანია წინასაარჩევნოდ. ჩვენ მანამდე არაერთხელ გვქონდა მცდელობა, მათ შორის, ევროკავშირთან ერთად, რაღაც მექანიზმი შეგვემუშავებინა, სადაც საზოგადოებას ეცოდინებოდა, ვინ რა თანხას იღებს და რისთვის ხარჯავს. ამაზე ჩვენ დაპირებაც მივიღეთ თავის დროზე, მათ შორის, ბატონი ჰერჩინსკისთანაც 2023 წელს, თუმცა ამას არანაირი პასუხი არ მოჰყოლია და შემდეგ ჩვენ შევიმუშავეთ ეს უწყინარი კანონი“
„მოითხოვს ერთადერთ რამეს, ეს არის წელიწადში ერთხელ ანგარიშის ჩაბარება იუსტიციის სამინისტროსთვის. ამიტომ, ბევრი რამ, რაც ამ ანგარიშში წერია, არ ასახავს რეალობას და არ ასახავს სიმართლეს“
ნიკოლოზ სამხარაძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ნიკოლოზ სამხარაძე - ევროკავშირმა საქართველოსთან დიალოგი ზეწოლის მიზნით შეაჩერა, რათა გამჭვირვალობის კანონი უკან გაგვეწვია - ამ ჩიხიდან თუ არ გამოვედით, ეს არც ევროკავშირს წაადგება და არც საქართველოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები