ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკოლოზ სამხარაძე იტალიაში დაგეგმილ შეხვედრებზე: ორმხრივი ურთიერთობები, ევროკავშირი, ოკუპაცია, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი დაკავშირებადობის გზაზე - ეს იქნება ძირითადი საკითხები, რომლებზეც ვისაუბრებთ და რა თქმა უნდა, ყურადღებას კიდევ ერთხელ გავამახვილებთ იმაზე, რომ საქართველო მზად არის დიალოგის აღსადგენად ევროკავშირის სტრუქტურებთან

საქართველოს პარლამენტი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ იტალიაში შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნება საქართველოს მზადყოფნა ევროკავშირის სტრუქტურებთან დიალოგის აღსადგენად.

ნიკოლოზ სამხარაძე იტალიაში დაგეგმილ შეხვედრებზე: ორმხრივი ურთიერთობები, ევროკავშირი, ოკუპაცია, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი დაკავშირებადობის გზაზე - ეს იქნება ძირითადი საკითხები, რომლებზეც ვისაუბრებთ და რა თქმა უნდა, ყურადღებას კიდევ ერთხელ გავამახვილებთ იმაზე, რომ საქართველო მზად არის დიალოგის აღსადგენად ევროკავშირის სტრუქტურებთან
ნიკოლოზ სამხარაძე იტალიაში დაგეგმილ შეხვედრებზე: ორმხრივი ურთიერთობები, ევროკავშირი, ოკუპაცია, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი დაკავშირებადობის გზაზე - ეს იქნება ძირითადი საკითხები, რომლებზეც ვისაუბრებთ და რა თქმა უნდა, ყურადღებას კიდევ ერთხელ გავამახვილებთ იმაზე, რომ საქართველო მზად არის დიალოგის აღსადგენად ევროკავშირის სტრუქტურებთანიმედინიუსი

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ მედიასთან იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებზეც იტალიაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე გამახვილდება ყურადღება.

„ორმხრივი ურთიერთობები, ევროკავშირი, ოკუპაცია, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი დაკავშირებადობის გზაზე - ეს იქნება ძირითადი საკითხები, რომლებზეც ვისაუბრებთ და რა თქმა უნდა, ყურადღებას კიდევ ერთხელ გავამახვილებთ იმაზე, რომ საქართველო მზად არის დიალოგის აღსადგენად ევროკავშირის სტრუქტურებთან”, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მან საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველო იყო საერთაშორისო წესრიგის დარღვევის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი.

„საქართველო ვიყავით ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი მსოფლიოში, როდესაც საერთაშორისო წესრიგი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა, დღესაც საქართველო ოკუპაციის მსხვერპლია. ამიტომ ჩვენთვის საერთაშორისო სამართალს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და მსოფლიოში ნებისმიერი პატარა ქვეყნისთვის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტია სწორედ საერთაშორისო სამართალია.

სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, როდესაც საერთაშორისო სამართალს არავინ დაგიდევთ და თუ ეს ადრე მარტო საქართველოს ეხებოდა, ახლა ყველა - დიდი თუ პატარა ქვეყანა ამით შეწუხებულია იმიტომ, რომ მსოფლიოში კონფლიქტებმა, ომებმა და აგრესიამ მოიმატა. ეს რა თქმა უნდა, საყოველთაო შეშფოთების საგანია”, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

რომში შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა, ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკოლოზ სამხარაძე: იტალია ევროკავშირში ჩვენი ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია, მათ შორის იმ ძალიან რთულ პროცესში, რომელსაც დღეს ევროკავშირთან ურთიერთობებში გავდივართწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები