ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური კომუნიკე, რომელიც ბრიუსელმა კიდევ ერთხელ საქართველოზე თავდასასხმელად გამოიყენა - შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკომისიის გაფართოების ანგარიში ჩვეულებრივი პოლიტიკური კომუნიკეა, რომელიც ბრიუსელმა საქართველოზე თავდასასხმელად გამოიყენა. მან ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ძალადობის წაქეზებაში დაადანაშაულა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ევროკომისის "2026 წლის გაფართოების პაკეტთან" დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთი ანგარიშის შედგენა შეუძლებელია საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის, ინფორმაციის მიღების და გადამოწმების გარეშე, ბრიუსელს კი საქართველოს მიმართ ბოიკოტი აქვს გამოცხადებული.
პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელმა აღნიშნული დოკუმენტი საქართველოზე თავდასასხმელად კიდევ ერთხელ გამოიყენა.
"საერთო ჯამში, ამ ანგარიშში ახალი არაფერი წერია იმისგან განსხვავებით, რაც შარშანდელ ანგარიშში იყო. ვერც ჩაიწერებოდა სხვა, რადგან ბრიუსელს საქართველოს მიმართ გამოცხადებული აქვს ბოიკოტი და ასეთი ანგარიშის შედგენა შეუძლებელია საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის, ინფორმაციის მიღების და გადამოწმების გარეშე. ფაქტობრივად, ეს შეფასებაც არ არის, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური კომუნიკე, რომელიც ბრიუსელმა კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა და ეს დოკუმენტი გამოიყენა საქართველოზე თავდასასხმელად.
რამდენიმე ასპექტზე შევაჩერებ ყურადღებას:
ვიცი, რომ დღეს ევროკავშირის ელჩს აქვს დანიშნული ბრიფინგი ამ საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ, მეც მაინტერესებს, აქვს მას კიდევ დრო და შეუძლია კიდევაც მიპასუხოს - დღეს არის 4 ნოემბერი, 13 თვე გავიდა ზუსტად 2025 წლის 4 ოქტომბრიდან.
დღემდე ევროკავშირი და ევროკავშირის ელჩი არ გამიჯვნია 4 ოქტომბრის ძალადობა, დღემდე ევროკავშირის ელჩს არ დაუგმია ძალადობა და დღემდე ევროკავშირის ელჩი ითხოვს მოძალადეების გათავისუფლებას.
კიდევ ერთხელ რომ მივხვდეთ თუ რა კატასტროფასთან გვაქვს საქმე - ადამიანები, რომლებიც "მოლოტოვის კოქტეილებით" თავს ესხმოდნენ ადამიანებს და წვავდნენ და ვიცით დღეს უკვე, რომ ასეთ ადამიანებს ევროპის ერთ-ერთ კუთხეში, საფრანგეთში უწოდებენ იმ ადამიანის, რომელმაც სცადეს მკვლელობა.
საქართველოს შემთხვევაში, ბატონი ჰერჩინსკი კომისიის დოკუმენტთან ერთად, ითხოვს მათ გათავისუფლებას, რომლებიც სხვების ცოცხლად დაწვას ცდილობდნენ.
რა არის ეს, თუ არა ძალადობის წახალისება, ძალადობის წაქეზება და მომდევნო ძალადობის გამოწვევა. ნაცვლად იმისა, რომ დღეს ევროკავშირის ელჩი მასწავლებლის ტონით ელაპარაკოს ქართველ ხალხს ბრიფინგიდან, აგვიხსნას 2025 წლის 4 ოქტომბერთან დაკავშირებით რა იყო ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება, რომელმაც მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობის მიზნით შეკრებას, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ძალადობა, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა და რომელიც დღემდე არ დაუგმია ბატონ ჰერჩინსკის.
ამიტომ, გვაინტერესებს დღეს კონკრეტულად პაველ ჰერჩინსკისგან განცხადება, გმობს თუ არა ის 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას. ამას პირდაპირ თუ არ გასცემს პასუხს, გასაგებია, რომ ამ ძალადობის მხარდამჭერი და წამქეზებელი იქნება ის და ევროკომისია", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაკიდევ ერთხელ დავინახეთ სინამდვილეში რა უნდა ზოგიერთ ბიუროკრატს ბრიუსელში. მათ უნდათ საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაზე ჰქონდეთ პირდაპირი გავლენა - შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის 2026 წლის ანგარიშზე
შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის მიერ გაფართოების შესახებ 2026 წლის ანგარიშთან დაკავშირებით: „ფაქტობრივად, ეს შეფასებაც არ არის; ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური კომუნიკე, რომელიც ბრიუსელმა კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა და დოკუმენტი გამოიყენა საქართველოზე თავდასასხმელად. რაც ჩვენ იქ ამოვიკითხეთ, ეს არის საქართველოზე თავდასხმა“
„ერთხელაც არ მოიკითხა პრეზიდენტი [ყაველაშვილი] ... კულტურა და შეგნება არ აქვს“ - პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე
შალვა პაპუაშვილი: “გვინდა მოვისმინოთ ბატონი ელჩისგან, ნაცვლად იმისა, რომ დღეს ბრიფინგიდან მასწავლებლის ტონით ელაპარაკოს ქართველ ხალხს, აგვიხსნას, 2025 წლის 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, რა იყო ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება, რომელმაც მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობის მიზნით შეკრებას, რამაც, საბოლოო ჯამში, გამოიწვია ძალადობა, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა, რაც დღემდე არ დაუგმია ბატონ ჰერჩინსკის”
შალვა პაპუაშვილი - რატომ არ მივიდა პაველ ჰერჩინსკი პრეზიდენტთან, რომ ეკითხა, თავდასხმის შემდეგ, რა ზიანი მიადგა სასახლეს? იმდენი კულტურა და შეგნება არ აქვს, რომ ის მოიკითხოს - ჭკუის სწავლების ნაცვლად ისაუბროს, რატომ უჭერდა მხარს ძალადობას!
ციტატები სტატიიდან
„საერთო ჯამში, ამ ანგარიშში ახალი არაფერი წერია იმისგან განსხვავებით, რაც შარშანდელ ანგარიშში იყო. ვერც ჩაიწერებოდა სხვა, რადგან ბრიუსელს საქართველოს მიმართ გამოცხადებული აქვს ბოიკოტი და ასეთი ანგარიშის შედგენა შეუძლებელია საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის, ინფორმაციის მიღების და გადამოწმების გარეშე. ფაქტობრივად, ეს შეფასებაც არ არის, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური კომუნიკე, რომელიც ბრიუსელმა კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა და ეს დოკუმენტი გამოიყენა საქართველოზე თავდასასხმელად. რამდენიმე ასპექტზე შევაჩერებ ყურადღებას: ვიცი, რომ დღეს ევროკავშირის ელჩს აქვს დანიშნული ბრიფინგი ამ საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ, მეც მაინტერესებს, აქვს მას კიდევ დრო და შეუძლია კიდევაც მიპასუხოს - დღეს არის 4 ნოემბერი, 13 თვე გავიდა ზუსტად 2025 წლის 4 ოქტომბრიდან. დღემდე ევროკავშირი და ევროკავშირის ელჩი არ გამიჯვნია 4 ოქტომბრის ძალადობა, დღემდე ევროკავშირის ელჩს არ დაუგმია ძალადობა და დღემდე ევროკავშირის ელჩი ითხოვს მოძალადეების გათავისუფლებას. კიდევ ერთხელ რომ მივხვდეთ თუ რა კატასტროფასთან გვაქვს საქმე - ადამიანები, რომლებიც "მოლოტოვის კოქტეილებით" თავს ესხმოდნენ ადამიანებს და წვავდნენ და ვიცით დღეს უკვე, რომ ასეთ ადამიანებს ევროპის ერთ-ერთ კუთხეში, საფრანგეთში უწოდებენ იმ ადამიანის, რომელმაც სცადეს მკვლელობა. საქართველოს შემთხვევაში, ბატონი ჰერჩინსკი კომისიის დოკუმენტთან ერთად, ითხოვს მათ გათავისუფლებას, რომლებიც სხვების ცოცხლად დაწვას ცდილობდნენ. რა არის ეს, თუ არა ძალადობის წახალისება, ძალადობის წაქეზება და მომდევნო ძალადობის გამოწვევა. ნაცვლად იმისა, რომ დღეს ევროკავშირის ელჩი მასწავლებლის ტონით ელაპარაკოს ქართველ ხალხს ბრიფინგიდან, აგვიხსნას 2025 წლის 4 ოქტომბერთან დაკავშირებით რა იყო ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება, რომელმაც მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობის მიზნით შეკრებას, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ძალადობა, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა და რომელიც დღემდე არ დაუგმია ბატონ ჰერჩინსკის. ამიტომ, გვაინტერესებს დღეს კონკრეტულად პაველ ჰერჩინსკისგან განცხადება, გმობს თუ არა ის 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას. ამას პირდაპირ თუ არ გასცემს პასუხს, გასაგებია, რომ ამ ძალადობის მხარდამჭერი და წამქეზებელი იქნება ის და ევროკომისია“
„თავს ესხმოდნენ ადამიანებს და წვავდნენ და ვიცით დღეს უკვე, რომ ასეთ ადამიანებს ევროპის ერთ-ერთ კუთხეში, საფრანგეთში უწოდებენ იმ ადამიანის, რომელმაც სცადეს მკვლელობა. საქართველოს შემთხვევაში, ბატონი ჰერჩინსკი კომისიის დოკუმენტთან ერთად, ითხოვს მათ გათავისუფლებას, რომლებიც სხვების ცოცხლად დაწვას ცდილობდნენ. რა არის ეს, თუ არა ძალადობის წახალისება, ძალადობის წაქეზება და მომდევნო ძალადობის გამოწვევა. ნაცვლად იმისა, რომ დღეს ევროკავშირის ელჩი მასწავლებლის ტონით ელაპარაკოს ქართველ ხალხს ბრიფინგიდან, აგვიხსნას 2025 წლის 4 ოქტომბერთან დაკავშირებით რა იყო ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება, რომელმაც მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობის მიზნით შეკრებას, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ძალადობა, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა და რომელიც დღემდე არ დაუგმია ბატონ ჰერჩინსკის. ამიტომ, გვაინტერესებს დღეს კონკრეტულად პაველ ჰერჩინსკისგან განცხადება, გმობს თუ არა ის 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას. ამას პირდაპირ თუ არ გასცემს პასუხს, გასაგებია, რომ ამ ძალადობის მხარდამჭერი და წამქეზებელი იქნება ის და ევროკომისია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…