პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირს მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია, რაც სჭირდებოდათ ანგარიშის მოსამზადებლად, თუმცა უცნობია როგორ იქნება ეს ინფორმაცია გამოყენებული თავად ანგარიშში

ქართული ოცნება

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველომ ევროკავშირს გაფართოების ანგარიშისთვის ყველა ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა დიალოგის არარსებობის პირობებში ევროკომისიისთვის სწორი შეფასებების გაკეთება ფაქტობრივად შეუძლებელია.

ევროკომისია დღეს "2026 წლის გაფართოების პაკეტს" წარადგენს, რომელიც კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს შესახებ ანგარიშს მოიცავს. პაკეტში შეფასებულია თითოეული კანდიდატი ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო რეფორმების განხორციელების პროცესი.

მმართველი გუნდის განცხადებით, ანგარიში იდენტურად იმეორებს გასული წლების შინაარსს და დოკუმენტი გაჯერებულია ევრობიუროკრატების ტენდენციური მიდგომებით. მათ შორის, ძალადობრივ აქციებში მონაწილე იმ პირების მიმართ, რომლებმაც დანაშაული უკვე თავად აღიარეს და საპროცესო შეთანხმებებიც ითხოვეს.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მაშინ, როდესაც საფრანგეთი "მოლოტოვის კოქტეილს" სროლისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს, ევროკომისია საქართველოში ასეთ პირებს თვითნებურად დაკავებულებს უწოდებს.

გაფართოების ანგარიშში მოთხოვნილია, რომ მოსამართლეები უცხოელების მონაწილეობით დანიშნონ, რასაც მმართველი გუნდი დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლად და შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს.

"საქართველოსა და ევროკავშირის დიალოგის პროცესი როგორც წარიმართა, ის თავისთავად არ იძლევა შესაძლებლობას, რომ გაკეთდეს ობიექტური შეფასებები. დიალოგის გარეშე, რა თქმა უნდა, რთული იქნება შეფასებებიც. ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროკავშირს მივაწოდეთ ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც მათ სჭირდებოდათ ანგარიშის მოსამზადებლად, თუმცა უცნობია, თუ როგორ იქნება ეს ინფორმაცია ასახული და გამოყენებული თავად ანგარიშში ან ანგარიშის დასკვნებში. ერთ რამ, რაც კიდევ უნდა ითქვას, არის ის, რომ ეს ანგარიში ეფუძნება ერთგვარად ასოცირების დღის წესრიგს. ასოცირების დიალოგი არის შესაძლებლობა იმისა, რომ კარგად შეფასდეს ყველა პროცესი, რაც ქვეყანაში ან ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში მიმდინარეობს და იმ პირობებში, როდესაც არცერთ დონეზე არ არის დიალოგი ევროკავშირის მხრიდან - არც ტექნიკურ, არც პოლიტიკურ დონეზე, რა თქმა უნდა, ევროკავშირმა და ევროკომისიამ ფაქტობრივად შეუძლებელია, რომ გააკეთონ სწორი ანალიზი და სწორი შეფასებები.

შარშან ჩვენ ვნახეთ, რომ ეკონომიკური მიმართულებით შეფასება საერთოდ არ გაუკეთებია ევროკავშირს, რაც კიდევ ერთხელ ნიშნავდა იმას, რომ ევროკავშირი არ არის მზად იმისთვის, რომ დაინახოს პროგრესი, რა მიმართულებითაც ქვეყანა ვითარდება", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. პირველი არხისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი – დიალოგის გარეშე ევროკავშირს გაუჭირდება საქართველოში მიმდინარე პროცესების ობიექტური შეფასება
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მაკა ბოჭორიშვილი - როდესაც „ევრონიუსზე“ განსაკუთრებული აქცენტი კეთდება გაფართოების პოლიტიკაზე და საქართველო არის მოწვეული, მიანიშნებს, რომ ბრიუსელში არის ინტერესი, მოუსმინონ საქართველოს - ეს იყო კარგი შესაძლებლობა პრემიერისთვისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები