„დემოკრატებთან“ ვითანამშრომლებთ – ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესის არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ მარცხს აღიარებს და აცხადებს, რომ „დემოკრატებთან“ ითანამშრომლებს, წარუმატებლობის მიზეზად კი ბიულეტენებში საკუთარი სახელის არარსებობას ასახელებს.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესის ორივე პალატაში – წარმომადგენელთა პალატასა და სენატში „რესპუბლიკური პარტიის“ დამარცხებას აღიარებს და ოპონენტებთან თანამშრომლობის მზაობას აცხადებს.
როგორც მან The New York Times-თან საუბრისას აღნიშნა, თეთრი სახლი „დემოკრატებთან“ ერთად მუშაობას გეგმავს და საერთო გადაწყვეტილებების მოძიების იმედი აქვს:
„ჩვენ „დემოკრატებთან“ ვითანამშრომლებთ და მათთან ერთად მუშაობას ველი. სავარაუდოდ, რაღაც გამოსავალს ვიპოვით“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, პრეზიდენტმა პარტიის წარუმატებლობის მთავარ ფაქტორზეც გაამახვილა ყურადღება და ირონიულად თუ პირდაპირ აღნიშნა, რომ ძირითადი პრობლემა საარჩევნო ბიულეტენებში მისი სახელისა და გვარის არარსებობა გახდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიატრამპი აცხადებს, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ „დემოკრატებთან“ მუშაობისთვის მზადაა
"მოუთმენლად ველით მათთან თანამშრომლობას" - ტრამპი აცხადებს, რომ შუალედური არჩევნების შედეგების მიღებისთვის მზად არის
დონალდ ტრამპი - „დემოკრატებთან“ ვითანამშრომლებთ
ტრამპი დემოკრატებს ულოცავს და ამბობს, რომ მათ „კარგად იმუშავეს“
ტრამპი შუალედური არჩევნების შედეგებს აღიარებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…