პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აშშ-ის კონგრესის ორივე პალატას დემოკრატები გააკონტროლებენ - მედია

აშშ-ის მედიის წინასწარი მონაცემებით, კონგრესის ორივე პალატას დემოკრატიული პარტია გააკონტროლებს, რომელმაც წარმომადგენელთა პალატაში 218, ხოლო სენატში 51 ადგილი მოიპოვა.

აშშ-ის კონგრესის ორივე პალატას დემოკრატები გააკონტროლებენ - მედია
რადიო თავისუფლება

დემოკრატიული პარტიის გამარჯვებას აჩვენებს წამყვანი მედიასაშუალებების(CNN, NBC, CBS, Associated Press, New York Times) მონაცემები.

3 ნოემბერს ამერიკელებმა აირჩიეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრი და სენატის 100 წევრიდან 35.

ამ არჩევნებამდე ორივე პალატის უმრავლესობაში რესპუბლიკელები იყვნენ.

ხმების დათვლა ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა წინასწარი შედეგებით, დემოკრატებს უკვე აქვთ წარმომადგენელთა პალატასა და სენატში უმრავლესობის ფორმირებისთვის საჭირო ადგილები - 218 წარმომადგენელთა პალატაში და 51 სენატში.

წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების ამჟამინდელი უმცირესობის ლიდერმა ჰაკიმ ჯეფრისმა არჩევნების შედეგებს უწოდა „გამარჯვება ამერიკისთვის". ჯეფრისი ახალი მოწვევის პალატის სპიკერობის რეალური კანდიდატია.

„ისტორიული გამარჯვება"

ისეთი შტატების გარდა, სადაც ტრადიციულად დემოკრატები იმარჯვებენ, ამ პარტიის კანდიდატმა ჯეიმს ტალარიკომ რესპუბლიკელი კენ პაქსტონი დაამარცხა ტეხასში, შტატში, სადაც ბოლო ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში რესპუბლიკელები იმარჯვებდნენ.

ამერიკულმა მედიამ ტეხასში დემოკრატების წარმატება „ისტორიულ გამარჯვებად" შეაფასა.

სენსაციად შეფასდა დემოკრატი ენი ენდრიუსის მიერ რესპუბლიკელი დარლინ გრემის დამარცხება სამხრეთ კაროლინაში, სადაც წლების განმავლობაში რესპუბლიკელები იმარჯვებდნენ.

ზოგადად, არჩევნების შედეგებს ანალიტიკოსები უკვე უწოდებენ რესპუბლიკელების კოლაფსს.

ტრამპი

რადიო თავისუფლების ვაშინგტონელი კორესპონდენტის ცნობით, პრეზიდენტი ტრამპი, მისი კაბინეტის წევრები და პოლიტიკური მრჩევლები არჩევნების შედეგების შეჯამებაზე დასაკვირვებლად თეთრი სახლის აღმოსავლეთის დარბაზში შეიკრიბნენ.

თეთრ სახლში ერთ-ერთი წყაროს სიტყვებით, პრეზიდენტი ტრამპი ბიულეტენში არ ყოფილა, ამომრჩევლები კი უბნებზე მიდიან, როცა ბიულეტენში ის არის.

4 ნოემბერს დონალდ ტრამპმა New York Times-ს უთხრა, რომ თუ დემოკრატები გამარჯვებას მოიპოვებენ, მათთან ითანამშრომლებს. მანამდე ტრამპი აცხადებდა, რომ დემოკრატიული პარტიის გამარჯვების შემთხვევაში „მისტერ ვეტო“ გახდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიაშშ-ში ხმების დათვლა მიმდინარეობს, პირველი შედეგები დემოკრატების წარმატებას აჩვენებს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გამარჯვება ამერიკისთვის“
ჰაკიმ ჯეფრისი
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
AP: აშშ-ის „რესპუბლიკური“ პარტია სენატში უმრავლესობას კარგავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები