,, ამ “წერილით ნაწამებს და მის ფანკლუბს” მინდა შევახსენო რომ მისი უშუალო მონაწილეობით მიწაზე მათრიეს, მირტყეს” – სააკაშვილი ღარიბაშვილზე
მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილში აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო მონაწილეობით მას მიწაზე ათრევდნენ, ურტყამდნენ, კრიმინალები მიუსიეს და მოწამლეს.

მიხეილ სააკაშვილი ცოხიდან წერილს აქვეყნებს:
,,მართლა ცირკია მთელი საქოცეთი
ღარიბაშვილმა, მისი პატრონაჟით შექმნილ “სასამართლოს” მოახსენა, “მე მაწამესო” (გამახსენდა ძველი ანეკდოტი “მე მომკლესო” ) მდინარაძის წერილის გამოგზავნით.
ამ “წერილით ნაწამებს და მის ფანკლუბს” მინდა შევახსენო რომ მისი უშუალო მონაწილეობით მიწაზე მათრიეს, მირტყეს, კრიმინალები მომისიეს, მომწამლეს, მუდმივ ტერორს ახორციელებდნენ ციხეში და სიკვდილს ძლივს გადავურჩი.
ყველაზე ცინიკურია, რომ “წამებულის” მხარდასაჭერად “სასამართლოზე” მივიდა მისი ყოფილი იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგვაძე, რომელიც იყო ღარიბაშვილის ყველაზე სადისტური სურვილების ზედმიწევნით აღმსრულებელი და ნორმალურ ქვეყანაში ეს ბრეგვაძე თავისუფალი ნამდვილად არ უნდა დადიოდეს.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…