პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ სააკაშვილი – ღარიბაშვილის პოლიტპატიმრად გამომცხადებლებს ვუხსნი, ილტვოდე, გაემიჯნო მიშას და შეეკრა ღარიბაშვილს, ეს გილაურებთან ალიანსზე ათასჯერ უარესია

ნაციონალური მოძრაობა

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტპატიმარი არ არის და მისი თქმით, „ილტვოდე, გაემიჯნო მიშას და შეეკრა ღარიბაშვილს, ეს გილაურებთან ალიანსზე ათასჯერ უარესია“. ის ოპოზიციონერებს ღარიბაშვილთან კოალიციის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს.

მიხეილ სააკაშვილი – ღარიბაშვილის პოლიტპატიმრად გამომცხადებლებს ვუხსნი, ილტვოდე, გაემიჯნო მიშას და შეეკრა ღარიბაშვილს, ეს გილაურებთან ალიანსზე ათასჯერ უარესია
პირველი არხი

ჩემს ჯინაზე, ღარიბაშვილის პოლიტპატიმრად გამომცხადებლებს ვუხსნი, თუ რატომ არ არის ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარი, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს დაკავებამდე არასდროს გამოუთქვამს ივანიშვილისგან და მისი პარტიისგან განსხვავებული აზრი, ამიტომ პოლიტიკის გამო არ და ვერ დაიჭერდნენ.

„თანამდებობაზე ყოფნის დროს ის ჩართული იყო მრავალ მძიმე დანაშაულზე, რომლის შესახებაც მთელმა საზოგადოებამ იცის. საბოლოო ჯამში, ღარიბაშვილი არც არასდროს ყოფილა პოლიტიკოსი – ის ყოველთვის კრიმინალური ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო. ახლა კი იმ პოლიტიკოსებზე, ვინც ამ თემას მუსირებენ. მათ რეალურად სურთ ღარიბაშვილთან რაღაც სახის კოალიციის გაკეთება, ვინაიდან მათი აზრით ღარიბაშვილს აქვს ფული და გავლენა ქოცების რაღაც ნაწილის. გარდა იმისა, რომ ასეთი მიდგომა სრულიად ამორალურია, ის ასევე სრულიად არაპრაგმატულია. თუმცა ეს პოლიტიკოსები არც არასდროს ბრწყინავდნენ სწორი პოლიტიკური ინტუიციით. ილტვოდე, გაემიჯნო მიშას და შეეკრა ღარიბაშვილს, ეს გილაურებთან ალიანსზე ათასჯერ უარესია“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გააზიარა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განაცხადა, რომ „ირაკლი ღარიბაშვილი ისეთივე პოლიტიკური პატიმარია, როგორი პოლიტიკური პატიმარია ქვეყნის მესამე პტრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი“. მიხეილ სააკაშვილი ამ განცხადების საპასუხოდ წერდა: „რადგან საქმე მე მეხება, არ ვაპირებ თინასთან შეკამათებას, ღარიბაშვილის და ჩემს ერთ პლანზე დაყენებისთვის, აზრი არ აქვს! თუმცა საპასუხო, რა თქმა უნდა არის, ყველა დანარჩენისგან. თუკი რამე მასწავლა მწარე გამოცდილებამ, ყოველთვის ყველაფერს უნდა გაეცეს პასუხი“.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბოკუჩავა ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები