“ღარიბაშვილმა მართლაც შემოიტანა შემდეგი განცხადება” – რას წერს სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში სატირული წერილი გამოაქვეყნა, რომლითაც ქართული ოცნების ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში, ქართული ოცნების გუნდის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება სატირით და წერს:
კობახიძემ ღარიბაშვილი „ნაცად“ გამოაცხადა. ღარიბაშვილმა მართლაც შემოიტანა შემდეგი განცხადება.
„განცხადება N12
პენიტენციური დაწესებულებების ნაცების პარტიულ უჯრედს
ღრმად ვინანიებ ბაკურიანის ტყის და დიდძალი ფულის ხალხისთვის წართმევას. ბარბარე რაფალიანცის და სხვა უამრავ მკვლელობაში თანამონაწილეობას (თუმცა ხომ იცით მაგას მე არ ვწყვეტდი) ასევე განვიცდი ჭორვილური ოჯახის შვილების თანატოლების დატერორებას (შემაცდინეს, თორემ მაგდენი ტვინი სად მაქვს, ეგ თვითონ მომეფიქრებინა).
მსურს ბრძოლა გავაგრძელო ყველაზე პატრიოტული ძალის შემადგენლობაში, როგორც ჭეშმარიტმა ნაცმა. გატყობინებთ რომ ყოველთვის სასიყვარულო ლტოლვა მქონდა ბატ. მიშას მიმართ და ამას საგანგებოდ ვნიღბავდი, რათა სწორ დროს გამომევლინა.
ჩემს განცხადებას თან ვურთავ არაკაცი გადამგდები კობახიძის (გაუხმეს მაგას ჩიჩილაკი თავი, შხამად შეერგოს ჩემგან ნაწუწნი რძე) რეკომენდაციას ჩემი უეჭველი „ნაცობის თაობაზე, რაც უტყუარად ადასტურებს ჩემს საიდუმლო მიშისტობას მთელი ეს დრო.
პატივისცემით
ტრი-ტრი ანტუან ჰაკიმ-ფაშა ირაკლი ბორენკას ძე ღარიბაშვილი,
განთავსებული ამავე დაწესებულების მე-2 სართულის სანიტარულ ოთახიან, უნიტაზიან საკანში, სადაც სარკმელიც გამიქრეს ჩემი კლაუსტროფობიის გამო“
დღეს დილით პარტიულმა უჯრედმა გადაძახილებით (აქაური ზუმით) მოაწყო შემოსული განცხადების განხილვა. გადაძახილებით სხდომას თავმჯდომარეობდა ციხის მაყურებელი მ. სააკაშვილი, თანათავმჯდომარე ლ. ხაბეიშვილი, სხდომის მდივანი გ. ბარამიძე. წევრები პ.მანჯგალაძე და მ. ზოდელავა, საპატიო წევრი, გალიის ბულბული პაატა ბურჭულაძე.
სხდომამ დაადგინა – ღარიბაშვილის ნდობა კატეგორიულად არ შეიძლება, ის გამოსწორებას არ ექვემდებარება, მიუხედავად კობახიძის გულითადი რეკომენდაციისა, მისი ნაციონალობა გამორიცხულია. რაფალიანცის მკვლელობის შენდობა გამორიცხულია. „ნაცი“ შეიძლება გადაიქცეს ქოცად, ქოცი ვერასდროს გახდება „ნაცი“.
სხდომა მოუწოდებს ჰაკიმ-ფაშა ღარიბაშვილს, სასწრაფოდ მოახდინოს ტელეპორტირება რუსული გემის მარშუტით, სადაც მალე შეიკრიბება მთელი „ოცნება“. სხდომის ოქმი გადაეგზავნოს პარტიის ცენტრალური ორგანოს. გადაწყვეტილების გასაჩივრება დიპსტეიტის წესების თანახმად შეიძლება ევროპის სახალხო პარტიაში, მომავალ ბიძინაობამდე.
P.S. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ხუმრობაა, მაგრამ აი სერიოზულად გეკითხებით, კობახიძე: „ღარიბაშვილი არის ნაცი“ – კიდევ რომელი ერი გაუძლებდა ამდენ ღიად დაცინვას და გააგრძელებდა სუპის ხვრეპას?
“ეს არის “ნაცობა” – ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის წერილების პასუხად
ციტატები სტატიიდან
„განცხადება N12 პენიტენციური დაწესებულებების ნაცების პარტიულ უჯრედს ღრმად ვინანიებ ბაკურიანის ტყის და დიდძალი ფულის ხალხისთვის წართმევას. ბარბარე რაფალიანცის და სხვა უამრავ მკვლელობაში თანამონაწილეობას (თუმცა ხომ იცით მაგას მე არ ვწყვეტდი) ასევე განვიცდი ჭორვილური ოჯახის შვილების თანატოლების დატერორებას (შემაცდინეს, თორემ მაგდენი ტვინი სად მაქვს, ეგ თვითონ მომეფიქრებინა). მსურს ბრძოლა გავაგრძელო ყველაზე პატრიოტული ძალის შემადგენლობაში, როგორც ჭეშმარიტმა ნაცმა. გატყობინებთ რომ ყოველთვის სასიყვარულო ლტოლვა მქონდა ბატ. მიშას მიმართ და ამას საგანგებოდ ვნიღბავდი, რათა სწორ დროს გამომევლინა. ჩემს განცხადებას თან ვურთავ არაკაცი გადამგდები კობახიძის (გაუხმეს მაგას ჩიჩილაკი თავი, შხამად შეერგოს ჩემგან ნაწუწნი რძე) რეკომენდაციას ჩემი უეჭველი „ნაცობის თაობაზე, რაც უტყუარად ადასტურებს ჩემს საიდუმლო მიშისტობას მთელი ეს დრო. პატივისცემით ტრი-ტრი ანტუან ჰაკიმ-ფაშა ირაკლი ბორენკას ძე ღარიბაშვილი, განთავსებული ამავე დაწესებულების მე-2 სართულის სანიტარულ ოთახიან, უნიტაზიან საკანში, სადაც სარკმელიც გამიქრეს ჩემი კლაუსტროფობიის გამო“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…