„თქვენ უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ“ - ღარიბაშვილი ყოფილ თანაგუნდელებს
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილ თანაგუნდელებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ისინი სააკაშვილის გზით დადიან. წერილში ის თავის პატიმრობას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს, ყვება მის წინააღმდეგ განხორციელებულ „გადაგდებებზე“ და ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობაზე საუბრობს.

მისი თქმით, მათ „საკუთარი ამომრჩეველიც კი დააბნიეს“ და გააჩინეს „უიმედობის, არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადი მომავლის შიში“.
„თქვენ უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ...“ - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
პატიმარი ღარიბაშვილი ამავე წერილში მის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს პოლიტიკური ინტერესით ხსნის, თუმცა თავის თავზე საუბრის დროს არ იყენებს სიტყვას („პოლიტპატიმარი“), რომელიც მისმა ნათესავებმა გამოიყენეს:
„ჩემი პატიმრობა თავიდან ბოლომდე, პირველივე დღიდან, იყო პოლიტიკური და ყველაფერი, რაც ჩემს წინააღმდეგ განხორციელდა, არის პოლიტიკურად მოტივირებული, რასაც არავითარი საერთო არ აქვს სამართლებრივ პროცესთან. მე დღეს ციხეში ვზივარ აბსურდული ეჭვების, შიშებისა და შურის გამო, რაც წარმოუდგენელი უსამართლობა და ბოროტებაა ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ“.
სამჯერ „გადაგდება“
ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მისი პოლიტიკურად განეიტრალების პროცესში ის სამჯერ „გადააგდეს“.
„მას შემდეგ, რაც წარმოუდგენელი არაკაცობა ჩაიდინეს, ბინძური მახე დამიგეს, მოცემული სიტყვა გატეხეს, შეთანხმება დაარღვიეს და სახლში შემომივარდნენ, იმავე დღეს გადმომცეს გზავნილი - „სუფთად ვერ დარჩები, პოლიტიკა უნდა დაივიწყო“, - ღარიბაშვილის თქმით, ამას მოჰყვა დაპირება: „არცერთი დღე ციხეში, მრავალწლიანი პირობითი სასჯელი და ჯარიმა“.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც წაყენებული ბრალი აღიარა, საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე რამდენიმე დღით ადრე, 4 იანვარს აცნობეს, რომ „პირობები შეიცვალა და 5 წლით უნდა წავსულიყავი ციხეში“.
ღარიბაშვილი არ ახსენებს კონკრეტულ სახელებსა და გვარებს - ვისთან თანხმდებოდა ის სამართლებრივი დეტალები, რომელიც პროკურატურის განსახილველი და სასამართლოს დასამტკიცებელია.
„ბიძინა ივანიშვილთან 20-წლიანი ურთიერთობისა და მისდამი ჩემი დამოკიდებულების გამო უსიტყვოდ ავედი პოლიტიკურ სასაკლაოზე და ჩავჯექი ციხეში, რადგან არ მინდოდა დაპირისპირებაში შესვლა“.
„ჩემი დაჭერით ხელისუფლება უფრო დაზიანდა“
ღარიბაშვილის თქმით, თებერვალში, როცა მასთან კომუნიკაცია შედგა, „ასავალ-დასავალის“ ნომრის გარდა მიიღო გზავნილი, რომლის მიხედვითაც „ჩემი დაჭერით ხელისუფლება უფრო დაზიანდა, ვიდრე მე...“:
„მივხვდი, რომ შარს მდებდნენ და ახალ ბინძურ პროვოკაციას მიმზადებდნენ. მიზეზი გასაგები იყო - ხალხში ვერ მოახდინეს ჩემი სათანადოდ დისკრედიტაცია და ვერ მიიღეს ის ეფექტი, რასაც ელოდებოდნენ ჩემი დაჭერითა და თანმდევი პროპაგანდით“.
ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ რამდენიმეთვიანი წყვეტის შემდეგ, ივლისში მას გაუგზავნეს წერილი, რომელშიც „ახალი პირობები“ იყო დასახელებული:
„გადმომცეს, რომ ჩემი დაჭერით ხელისუფლება ძალიან დაზიანდა, ჩემს რეპუტაციას კი მნიშვნელოვანი ზიანი არ მისდგომია. ხალხისა და განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების თანაგრძნობა გაიზარდა ჩემს მიმართ, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ხელისუფლების დამხობის საქმეზე გასამართლებული ათეულობით პირი გაათავისუფლეს პირობითი სასჯელით... ხელისუფლებისთვის ჩემი პატიმრობა ტვირთად გადაიქცა“.
მისი თქმით, ამას ემატებოდა ეჭვები და შიში, რომ „ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლიტიკაში არ დავბრუნებულიყავი“:
„ამის გამო მთხოვდნენ ახალი, ბინძური კორუფციული ბრალის აღიარებას, რათა, ერთი მხრივ, მომხდარიყო ჩემი სახელის საბოლოოდ განადგურება და, მეორე მხრივ, დამატებით გადაეზღვიათ ჩემი პოლიტიკაში დაბრუნების რისკები“.
მასალა განახლდება
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- TV პირველი“ბინძური მახე დამიგეს, გადამაგდეს“ - ირაკლი ღარიბაშვილის ახალ სკანდალურ წერილს აქვეყნებს
- ფორმულაღარიბაშვილი: ჩემი დაჭერის მთავარი მიზანი და მოტივი იყო და არის პოლიტიკურად განეიტრალება
- პირველი არხიირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს – „ბოროტებას სჩადიხართ, ფრთხილად იყავით“
- ტაბულა"ჩემი პატიმრობა პირველივე დღიდან პოლიტიკურია" - ღარიბაშვილის ახალი წერილი
- BM.GE[ბიძინა ივანიშვილისადმი] ჩემი დამოკიდებულების გამო უსიტყვოდ ავედი პოლიტიკურ სასაკლაოზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი
- ალია,,არაკაცობა ჩაიდინეს… ბოროტებას სჩადიხართ, ფრთხილად იყავით!“ – ირაკლი ღარიბაშვილის ახალი წერილი
- TV პირველიღარიბაშვილი აღწერს, რა გარიგება არსებობდა “ოცნებასთან“ მისი თავისუფლების სანაცვლოდ
- ბათუმელები„მინდა ხალხს ავუხსნა რეალური მიზეზი, რის გამოც ჩამსვეს ციხეში“ – ღარიბაშვილი ახალ წერილს აქვეყნებს
- ნეტგაზეთი„გადამაგდეს”, მოულოდნელად მაცნობეს, რომ 5 წლით უნდა წავსულიყავი ციხეში – ღარიბაშვილი
- BM.GE"ჯერ თქვენი თვალიდან ამოიღეთ დირე და მერე ილაპარაკეთ კორუფციაზე" - ღარიბაშვილის მორიგი წერილი
ციტატები სტატიიდან
„თქვენ უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ...“
„ჩემი პატიმრობა თავიდან ბოლომდე, პირველივე დღიდან, იყო პოლიტიკური და ყველაფერი, რაც ჩემს წინააღმდეგ განხორციელდა, არის პოლიტიკურად მოტივირებული, რასაც არავითარი საერთო არ აქვს სამართლებრივ პროცესთან. მე დღეს ციხეში ვზივარ აბსურდული ეჭვების, შიშებისა და შურის გამო, რაც წარმოუდგენელი უსამართლობა და ბოროტებაა ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ“
„პირობები შეიცვალა და 5 წლით უნდა წავსულიყავი ციხეში“
„ბიძინა ივანიშვილთან 20-წლიანი ურთიერთობისა და მისდამი ჩემი დამოკიდებულების გამო უსიტყვოდ ავედი პოლიტიკურ სასაკლაოზე და ჩავჯექი ციხეში, რადგან არ მინდოდა დაპირისპირებაში შესვლა“
„ჩემი დაჭერით ხელისუფლება უფრო დაზიანდა, ვიდრე მე...“
„მივხვდი, რომ შარს მდებდნენ და ახალ ბინძურ პროვოკაციას მიმზადებდნენ. მიზეზი გასაგები იყო - ხალხში ვერ მოახდინეს ჩემი სათანადოდ დისკრედიტაცია და ვერ მიიღეს ის ეფექტი, რასაც ელოდებოდნენ ჩემი დაჭერითა და თანმდევი პროპაგანდით“
„გადმომცეს, რომ ჩემი დაჭერით ხელისუფლება ძალიან დაზიანდა, ჩემს რეპუტაციას კი მნიშვნელოვანი ზიანი არ მისდგომია. ხალხისა და განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების თანაგრძნობა გაიზარდა ჩემს მიმართ, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ხელისუფლების დამხობის საქმეზე გასამართლებული ათეულობით პირი გაათავისუფლეს პირობითი სასჯელით... ხელისუფლებისთვის ჩემი პატიმრობა ტვირთად გადაიქცა“
„ამის გამო მთხოვდნენ ახალი, ბინძური კორუფციული ბრალის აღიარებას, რათა, ერთი მხრივ, მომხდარიყო ჩემი სახელის საბოლოოდ განადგურება და, მეორე მხრივ, დამატებით გადაეზღვიათ ჩემი პოლიტიკაში დაბრუნების რისკები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…