გელა მთივლიშვილი: მარეხ კოხტაშვილთან (მაია ექიმთან) საპროცესო შეთანხმება გაფორმდა
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 11 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ექიმ მაია კოხტაშვილის შესახებ განცხადება გაავრცელა. ექიმს, სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. კოხტაშვილი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც გირაო გადაიხადეს. გირაოს თანხა სოციალურ ქსელში წამოწყებული კამპანიის მეშვეობით მოქალაქეებმა შეაგროვეს.

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი:
მარეხ კოხტაშვილთან (მაია ექიმთან) საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ხალხის მიერ აგროვილი 50 ათასი ლარი რეჟიმის პროკურატურამ ჯარიმაში წაიღო!
ცნობისთვის, თელავის რაიონულ სასამართლოში დღეს, 3 ნოემბერს ექიმ მაია კოხტაშვილთან საპროცესო შეთანხმება მოსამართლე თამარ კაპანაძემ გააფორმა. შეთანხმების პირობით მაია კოხტაშვილს დაეკისრა 50 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა. მანამდე მას ამავე ოდენობის გირაო ჰქონდა შეფარდებული. გირაოს თანხა სოციალურ ქსელში წამოწყებული კამპანიის მეშვეობით მოქალაქეებმა შეაგროვეს.
მაია კოხტაშვილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 11 სექტემბერს დააკავეს, ფსიქოტროპულ პრეპარატის რეცეპტის უკანონოდ გამოწერის ბრალდებით. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ექიმს პროვოკაცია მოუწყვეს - მასთან მივიდა ადამიანი და ლოგინად ჩავარდნილი და ტკივილით გატანჯული ოჯახის წევრისთვის ფსიქოტროპული პრეპარატის გამოწერა სთხოვა; ექიმი შევიდა მის მდგომარეობაში და წამალი გამოუწერა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
ყალბი რეცეპტის გაცემაში ბრალდებულ ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომლის თანახმად მას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 50 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…