მადლობა ხალხო, რომ არა მხოლოდ მე, არამედ მთელ საქართველოს იმედი დაუბრუნეთ – მაია კოხტაშვილი
ნევროლოგმა მაია კოხტაშვილმა, რომელსაც ყალბი რეცეპტების გაცემას ედავებოდნენ და საპროცესო შეთანხმებით 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ახმეტელი ექიმი ნევროლოგი მაია კოხტაშვილი საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„სიტყვებს განსაკუთრებული ძალა აქვთ – ერთხელ რომ დაწერ, სამუდამოდ იწყებენ არსებობას. მინდა, რომ ჩემმა მადლობამაც სამუდამოდ იარსებობს, რადგან ჩემი ხალხის მიერ გაღებული სიყვარული აუწონელი და შეუფასებელია, რადგან უსასრულოა მათი სიკეთე და უსასრულოა ჩემი მადლიერებაც.
ჩემს თავს დატეხილ ამ საშინელებას, ამ მძიმე დღეებსა და დარდს მხოლოდ თქვენით გადავურჩი, მხოლოდ თქვენგან წამოსულმა საოცრად დადებითმა ენერგიამ შემაძლებინა წამოდგომა და ცხოვრების გაგრძელება.
მადლობა მთელ საქართველოს, ყველას – ნაცნობებს თუ უცნობებს, თქვენგან გაღებული თითო სიტყვაც კი ჩემთვის ხელის გამოწვდენის ტოლფასი იყო. ადამიანებო, საოცარი ძალა გვქონია!!! ბოროტებას სწორედ ასე ერთად შეკრულები თუ დავამარცხებთ!
გაასმაგებული ძალებით გავაგრძელებ თქვენს მსახურებას, რადგან მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება ვალის დაბრუნება იქნება – მათთვის ვინც საქმით, სიტყვით, ჩახუტებითა და უბრალოდ მოკითხვით მხარი შემაშვალა ამ რთულ გზაზე, მათთვის, რომლებმაც საკუთარი თავის რწმენა ისევ დამიბრუნეს, სასოწარკვეთაში არ დამტოვეს და მზის სხივებად შემოიჭრნენ ჩემთვის შექმნილ უკუნში.
მადლობა ხალხო, თქვენ რომ არა, თქვენი მაია ექიმი მარტო ვერ გაუმკლავდებოდა ამხელა ბოროტებას და დანებდებოდა.
მადლობა, რომ არა მხოლოდ მე, არამედ მთელ საქართველოს იმედი და სიხარულის განცდა დაუბრუნეთ!“, – წერს მაია კოხტაშვილი სოციალურ ქსელში.
ექიმი ნევროლოგი მაია კოხტაშვილი ახმეტაში 11 სექტემბერს დააკავეს. მას ედავებოდნენ ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის გაცემას არაერთგზის ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით – აღნიშნული მუხლი ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ერთ წლამდე ან უამისოდ.
მოგვიანებით კოხტაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლითაც 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, პასიური საარჩევნო უფლება 5 წლით ჩამოერთვა და 6 თვით შეეზღუდა მართვის უფლება, თუმცა დარჩა საექიმო საქმიანობის უფლება.
ფოტო © Mtisambebi.ge
ციტატები სტატიიდან
„სიტყვებს განსაკუთრებული ძალა აქვთ – ერთხელ რომ დაწერ, სამუდამოდ იწყებენ არსებობას. მინდა, რომ ჩემმა მადლობამაც სამუდამოდ იარსებობს, რადგან ჩემი ხალხის მიერ გაღებული სიყვარული აუწონელი და შეუფასებელია, რადგან უსასრულოა მათი სიკეთე და უსასრულოა ჩემი მადლიერებაც. ჩემს თავს დატეხილ ამ საშინელებას, ამ მძიმე დღეებსა და დარდს მხოლოდ თქვენით გადავურჩი, მხოლოდ თქვენგან წამოსულმა საოცრად დადებითმა ენერგიამ შემაძლებინა წამოდგომა და ცხოვრების გაგრძელება. მადლობა მთელ საქართველოს, ყველას – ნაცნობებს თუ უცნობებს, თქვენგან გაღებული თითო სიტყვაც კი ჩემთვის ხელის გამოწვდენის ტოლფასი იყო. ადამიანებო, საოცარი ძალა გვქონია!!! ბოროტებას სწორედ ასე ერთად შეკრულები თუ დავამარცხებთ! გაასმაგებული ძალებით გავაგრძელებ თქვენს მსახურებას, რადგან მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება ვალის დაბრუნება იქნება – მათთვის ვინც საქმით, სიტყვით, ჩახუტებითა და უბრალოდ მოკითხვით მხარი შემაშვალა ამ რთულ გზაზე, მათთვის, რომლებმაც საკუთარი თავის რწმენა ისევ დამიბრუნეს, სასოწარკვეთაში არ დამტოვეს და მზის სხივებად შემოიჭრნენ ჩემთვის შექმნილ უკუნში. მადლობა ხალხო, თქვენ რომ არა, თქვენი მაია ექიმი მარტო ვერ გაუმკლავდებოდა ამხელა ბოროტებას და დანებდებოდა. მადლობა, რომ არა მხოლოდ მე, არამედ მთელ საქართველოს იმედი და სიხარულის განცდა დაუბრუნეთ!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…