ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
თელავის რაიონულმა სასამართლომ ექიმ მაია კოხტაშვილთან საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა, რომლის საფუძველზეც მას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. გამოძიება ნევროლოგს ფსიქოტროპული პრეპარატის უკანონო რეცეპტის გაცემას ედავებოდა, თუმცა მისი გარემოცვა ამტკიცებდა, რომ ექიმს პროვოკაცია მოუწყვეს.

ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა -მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება თელავის რაიონულმა სასამართლომ დღეს 3 ნოემბერს დაამტკიცა.
საპროცესო შეთანხმების პირობით მაია კოხტაშვილს დაეკისრა 50000-ლარიანი ჯარიმის გადახდა.
მაია კოხტაშვილი ფსიქოტროპულ პრეპარატის რეცეპტის უკანონოდ გამოწერის ბრალდებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა.
ადვოკატები და ექიმის გარემოცვა თავიდანვე აცხადებდა, რომ მედიკოსს პროვოკაცია მოუწყვეს.
რამდენიმე თვის წინ ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს, რომელსაც 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. გირაოს თანხა, 50 ათასი ლარი მოქალაქეებმა იმავე დღეს შეუგროვეს.
რას ედავება გამოძიება მაია კოხტაშვილს:
ფინანსური პოლიციის მტკიცებით, კახეთის რეგიონში, სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულმა ექიმმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი. ბრალდებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
- გელა მთივლიშვილი: მარეხ კოხტაშვილთან (მაია ექიმთან) საპროცესო შეთანხმება გაფორმდა
ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
ყალბი რეცეპტის გაცემაში ბრალდებულ ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომლის თანახმად მას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 50 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…