ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
ფსიქოტროპული პრეპარატის რეცეპტის უკანონოდ გამოწერაში ბრალდებულ ახმეტელ ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, 50 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა და საქმის წარმოება შეწყდა.

ახმეტელ ექიმს, მაია კოხტაშვილს, რომელსაც ფსიქოტროპული პრეპარატის რეცეპტის უკანონოდ გამოწერას ედავებოდნენ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
თელავის რაიონულ სასამართლოში დღეს, 3 ნოემბერს, შესაბამისი შეთანხმება მოსამართლე თამარ კაპანაძემ გააფორმა. საპროცესო შეთანხმების პირობით, მაია კოხტაშვილს დაეკისრა 50-ათასლარიანი ჯარიმის გადახდა. მანამდე მას ამავე ოდენობის გირაო ჰქონდა შეფარდებული.
საპროცესო შეთანხმების პირობები პროკურატურას მაია კოხტაშვილის ადვოკატმა შესთავაზა, რასაც ბრალდების მხარე დაეთანხმა.
შესაბამისად საქმის წარმოება შეწყდა. ერთადერთი შეზღუდვა რომელიც მაია კოხტაშვიის დაუწესდა - მას 6 თვის ვადით მართვის უფლება ჩამოერთვა.
ახმეტელი ექიმი კლინიკაში საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
თელავის სასამართლოსთან სხდომას მაია კოხტაშვილის პაციენტები, ახლობლები და სხვა გულშემატკივრები ელოდნენ, მოსამართლის გადაწყვეტილებას ისინი აპლოდისმენტებით და შეძახილებით შეხვდნენ - "სამართალმა იზეიმა".
ახმეტაში 11 სექტემბერს დააკავეს ექიმი მაია კოხტაშვილი:
იგი „ფინანსურმა პოლიციამ“ დააკავა ფსიქოტროპული პრეპარატის რეცეპტის უკანონოდ გამოწერის ბრალდებით.
ადგილობრივების ცნობით, ექიმთან მივიდა ადამიანი და ლოგინად ჩავარდნილი და ტკივილით გატანჯული ოჯახის წევრისთვის ფსიქოტროპული პრეპარატის გამოწერა სთხოვა; ექიმი შევიდა მის მდგომარეობაში და წამალი გამოუწერა.
პირი, ვინც ექიმთან მივიდა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კახეთის სამმართველოს თანამშრომელია.
ექიმს პაციენტებმა და მათი ოჯახებმა სოციალურ ქსელში ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს;
12 სექტემბერს მას თელავის სასამართლომ საპატიმრო გირაო შეუფარდა - 50 ათასი ლარი; ეს თანხა საზოგადოებამ ექიმს ერთ საათში მოუგროვა.
მასალა განახლდება
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
- გელა მთივლიშვილი: მარეხ კოხტაშვილთან (მაია ექიმთან) საპროცესო შეთანხმება გაფორმდა
ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
ყალბი რეცეპტის გაცემაში ბრალდებულ ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომლის თანახმად მას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 50 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…