პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ექიმ მაია კოხტაშვილს არჩევნებში კენჭისყრა 5 წლით აეკრძალა

ახმეტელ ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმებით პასიური საარჩევნო უფლება 5 წლით ჩამოერთვა და 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, თუმცა საექიმო საქმიანობის უფლება შეუნარჩუნდა.

ექიმ მაია კოხტაშვილს არჩევნებში კენჭისყრა 5 წლით აეკრძალა
ნეტგაზეთი

ახმეტელ ექიმ მაია კოხტაშვილს პასიური საარჩევნო უფლება 5 წლით ჩამოერთვა.

პასიური საარჩევნო უფლება უკავშირდება საქართველოს მოქალაქის შესაძლებლობას, არჩეული იქნას ამა თუ იმ არჩევით თანამდებობაზე.

საპროცესო შეთანხმების ამ ჩანაწერს თავდაპირველად ყურადღება „საქართველოს ამბებმა“ მიაქცია.

პროკურორი მანანა თანდაშვილი არ პასუხობს ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის კითხვას, ნიშნავს თუ არა ეს, რომ მაია კოხტაშვილს 5 წლით აუკრძალეს არჩევნებში მონაწილეობა როგორც კანდიდატს.

ნახვა Facebook-ზე

მაია კოხტაშვილის შვილი ანა იმედაშვილი „ნეტგაზეთს“ ეუბნება, რომ მაია კოხტაშვილს პოლიტიკაში მოსვლა არც არასდროს უფიქრია.

„მე არ ვიცი, რა არჩევნებში უნდა მიიღოს დედამ მონაწილეობა, როცა არჩევნები აღარ გვაქვს. ეტყობა მაინც თავი დაიზღვიეს და არ სურთ, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდეს ადამიანებს, ვისაც რამე შანსი ექნებოდა“, — განაცხადა იმედაშვილმა.

ექიმი ნევროლოგი მაია კოხტაშვილი ახმეტაში 11 სექტემბერს დააკავეს. მას ედავებოდნენ ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის გაცემას არაერთგზის ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით – აღნიშნული მუხლი ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ერთ წლამდე ან უამისოდ.

მოგვიანებით კოხტაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლითაც 50 000-ლარიანი ჯარიმა და დაეკისრა და 6 თვით შეეზღუდა მართვის უფლება, თუმცა დარჩა საექიმო საქმიანობის უფლება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ფორმულაოპოზიციურიექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმებით არჩევნებში კენჭისყრა 5 წლით აეკრძალა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მე არ ვიცი, რა არჩევნებში უნდა მიიღოს დედამ მონაწილეობა, როცა არჩევნები აღარ გვაქვს. ეტყობა მაინც თავი დაიზღვიეს და არ სურთ, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდეს ადამიანებს, ვისაც რამე შანსი ექნებოდა“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები