პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ყალბი რეცეპტის გაცემაში ბრალდებულ ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომლის თანახმად მას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

თელავის რაიონულმა სასამართლომ ყალბი რეცეპტის გაცემაში ბრალდებული ექიმი მაია კოხტაშვილი დამნაშავედ ცნო, რის შემდეგაც გაფორმებული საპროცესო შეთანხმებით მას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ყალბი რეცეპტის გაცემაში ბრალდებულ ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომლის თანახმად მას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
ინტერპრესნიუსი

ყალბი რეცეპტის გაცემაში ბრალდებული ექიმი მაია კოხტაშვილი თელავის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების თანახმად, ექიმს 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. სწორედ აღნიშნული ოდენობის გირაოს სანაცვლოდ იყო ის სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლებული.

მაია კოხტაშვილს გირაოს თანხა სოციალურ ქსელში წამოწყებული კამპანიის მეშვეობით მოქალაქეებმა შეუგროვეს.

მაია კოხტაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი. მას ედავებოდნენ, რომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი.

აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
ოპოზიციური 5
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
  2. TV პირველიოპოზიციურიექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
  3. ფორმულაოპოზიციურიექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
  4. NEWS.GEგელა მთივლიშვილი: მარეხ კოხტაშვილთან (მაია ექიმთან) საპროცესო შეთანხმება გაფორმდა
  5. ალიაოპოზიციურიექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
  6. ნეტგაზეთიოპოზიციურიმაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 50 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები