ოქტომბერში სამომხმარებლო ფასები წინა წელთან შედარებით გაიზარდა - გაძვირდა თევზი, ხორცი და ხილი
საქსტატის ცნობით, ოქტომბერში სამომხმარებლო ფასები გაიზარდა: თევზეული 20.2%-ით, ხორცი 7.6%-ით, ელექტროენერგია და აირი 10.6%-ით, ხოლო ამბულატორიული მომსახურება 11.7%-ით გაძვირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.6 პროცენტი შეადგინა.
ოქტომბერში სამომხმარებლო ფასები წინა წელთან შედარებით გაიზარდა:
თევზეულზე (20.2 %), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 %), ზეთი და ცხიმი (7.0 %), ყავა, ჩაი და კაკაო (5.7 %), ბოსტნეული და ბაღჩეული (4.1 %), პური და პურპროდუქტები (4 %), რძე, ყველი და კვერცხი (0.6 %).
წინა წელთან შედარებით ფასები გაზრდილია ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.6 %);
ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (11.7 %);
ამასთან, ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: სკოლამდელი და დაწყებითი განათლება (8.8 %), საშუალო განათლება (6.6 %)
ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-4.5%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-3.3 %), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-1.2 %)
სტატისტიკის მიხედვით, ფასები შემცირდა უმაღლეს განათლებაზე (-32.9 %).
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაოქტომბერში წლიური ინფლაცია 5.9%-მდე გაიზარდა
გაიაფდა - უმაღლესი განათლება, ლობიო, კივი... გაძვირდა - საწვავი, გაზეთი... | ინფლაციის დეტალური ინდექსი
რა გაძვირდა/გაიაფდა საქართველოში ოქტომბერში - როგორია ინფლაციის დეტალური ინდექსი
საქართველოში წლიური ინფლაცია 5.9%-მდე გაიზარდა
ოქტომბერში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპმა 5.9%-ს მიაღწია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…