პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ოქტომბერში წლიური ინფლაცია 5.9%-მდე გაიზარდა

საქსტატი

საქსტატის ცნობით, ოქტომბერში წლიური ინფლაცია 5.9%-მდე გაიზარდა, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი საწვავის გაძვირებით ტრანსპორტის სექტორში ფასების 21.9%-იანმა მატებამ შეიტანა.

ოქტომბერში წლიური ინფლაცია 5.9%-მდე გაიზარდა
BM.GE

საქსტატის თანახმად, ოქტომბერში წლიური ინფლაცია 5.9%-მდე გაიზარდა. ეს სექტემბრის წლიურ ინფლაციასთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით მეტია. როგორც საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, ინფლაციის ზრდაში 2.54-ის წვლილი შეიტანა საწვავის გაძვირებით ტრანსპორტის სექტორში გაზრდილმა ფასებმა, სადაც ფასები წლიურ ჭრილში 21.9%-ით არის მომატებული.

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.9%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.54 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (30.3%), სატრანსპორტო მომსახურებაზე (14.5%), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.7%);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.1%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (20.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6%), ზეთი და ცხიმი (7%), ყავა, ჩაი და კაკაო (5.7%), ბოსტნეული და ბაღჩეული (4.1%), პური და პურპროდუქტები (4%), რძე, ყველი და კვერცხი (0.6 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-4.5%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-3.3%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-1.2%);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 10.1%-ით, რაც 0.98 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (12.8%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (11.9%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.6%);

ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.4%-ით, რაც ჯამურ ინფლაციაზე 0.69 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (11.7%), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (9.4%);

განათლება: ჯგუფში ფასები შემცირდა 12%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში -0.53 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირდა უმაღლეს განათლებაზე (-32.9%). ამასთან, ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: სკოლამდელი და დაწყებითი განათლება (8.8%), საშუალო განათლება (6.6%), დონით განუსაზღვრელი განათლება (5.5%).

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 4
  1. BM.GEოპოზიციურიგაიაფდა - უმაღლესი განათლება, ლობიო, კივი... გაძვირდა - საწვავი, გაზეთი... | ინფლაციის დეტალური ინდექსი
  2. TV პირველიოპოზიციურირა გაძვირდა/გაიაფდა საქართველოში ოქტომბერში - როგორია ინფლაციის დეტალური ინდექსი
  3. ალიაოპოზიციურისაქართველოში წლიური ინფლაცია 5.9%-მდე გაიზარდა
  4. ნეტგაზეთიოპოზიციურიოქტომბერში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპმა 5.9%-ს მიაღწია
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ინფლაციის მატების ფონზე, TBC Capital-ში დეკემბერში რეფინანსირების განაკვეთის 8.5%-მდე ზრდას ელიანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები