პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გაიაფდა - უმაღლესი განათლება, ლობიო, კივი... გაძვირდა - საწვავი, გაზეთი... | ინფლაციის დეტალური ინდექსი

საქსტატი

საქსტატის ანგარიშით, ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა. ყველაზე მეტად გაზეთი (67.62%-ით) და საწვავი გაძვირდა, ხოლო უმაღლესი განათლების საფასური 32.94%-ით, ქლიავი კი 50.39%-ით შემცირდა.

გაიაფდა - უმაღლესი განათლება, ლობიო, კივი... გაძვირდა - საწვავი, გაზეთი... | ინფლაციის დეტალური ინდექსი
BM.GE

საქსტატმა ოქტომბრის ინფლაციის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ოქტომბერში ფასები წინა წელთან შედარებით 5.9%-ით გაიზარდა. ამასთან, ინფლაცია სექტემბერთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით დაჩქარდა. საქსტატი ინფლაციას 305 დასახელების საქონლისა და მომსახურების ყოველთვიური გამოკვლევით ითვლის. ამ 305 საქონელსა და მომსახურებას შორის შედის როგორც სურსათი და საწვავი; ასევე საოჯახო ტექნიკა; კომუნალური და ჯანდაცვის სერვისები; გართობა დასვენება და მოგზაურობა; ტანსაცმელი და სხვა საქონელი.

დეტალური ინდექსის თანახმად, წელს ყველაზე მეტად წლიურ ჭრილში გაძვირებულია გაზეთი, რომელიც წლიურად 67.62%-ით არის გაძვირებული; მეორე ადგილზეა დიზელის საწვავი ფასის 21.29%-ის ზრდით; ტოპ 10 ყველაზე გაძვირებულ საქონელს შორის ასევეა ბენზინი ფასის 37.15%-ის მატებით. რაც შეეხება გაიაფებულ საქონელსა და მომსახურებას მათ შორის მოხვდა უმაღლესი განათლება ფასის 32.94%-ის კლებით, რაც დაკავშირებულია იმასთან რომ 2026 წლის საშემოდგომო სემესტრიდან სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული პირველკურსელებისთვის სწავლის გადასახადი გაუქმდა, რაც საქსტატის შეფასებით მთლიანად უმაღლესი განათლების (როგორც კერძო ასევე საჯარო) ღირებულებაში ფასის 32.94%-ის კლებით აისახა. გარდა უმაღლესი განათლებისა ასევე გაიაფდა კივი (41.75%-ით); ქლიავი (50.39%-ით) და მწვანე ლობიო 26.45%-ით.

ოქტომბრის განმავლობაში წინა წელთან შედარებით ყველაზე გაძვირებული საქონელი და მომსახურება:

#

დასახელება

ფასის წლიური ზრდა

1

გაზეთი

67.62%

2

დიზელის საწვავი

61.29%

3

პომიდორი

37.51%

4

ბენზინი

37.15%

5

თვითმფრინავით მგზავრობა

35.21%

6

ჟურნალი

30.07%

7

შებოლილი თევზი

29.86%

8

ქალის ფეხსაცმლის შეკეთება

29.42%

9

შამპუნი

26.35%

10

ავტომობილის შეკეთება

26.04%

ოქტომბრის განმავლობაში წინა წელთან შედარებით ყველაზე გაიაფებული საქონელი და მომსახურება:

#

დასახელება

ფასის წლიური კლება

10

თეფში

-19.76%

9

საზამთრო

-20.77%

8

ნიორი

-23.53%

7

წიწაკა

-25.19%

6

მწვანე ლობიო

-26.45%

5

ლიმონი

-27.69%

4

მანდარინი

-32.38%

3

უმაღლესი სასწავლებლის გადასახდელი

-32.94%

2

კივი

-41.75%

1

ქლიავი

-50.39%

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 4
  1. BM.GEოპოზიციურიოქტომბერში წლიური ინფლაცია 5.9%-მდე გაიზარდა
  2. TV პირველიოპოზიციურირა გაძვირდა/გაიაფდა საქართველოში ოქტომბერში - როგორია ინფლაციის დეტალური ინდექსი
  3. ალიაოპოზიციურისაქართველოში წლიური ინფლაცია 5.9%-მდე გაიზარდა
  4. ნეტგაზეთიოპოზიციურიოქტომბერში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპმა 5.9%-ს მიაღწია
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ინფლაციის მატების ფონზე, TBC Capital-ში დეკემბერში რეფინანსირების განაკვეთის 8.5%-მდე ზრდას ელიანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები